Connect with us

სხვა

როგორ დავინახოთ აურა: პრაქტიკული რჩევები

თუ ადამიანების აურის დანახვის სწავლა გსურთ, მაშინ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა იცოდეთ. პირველ რიგში: ყველა სულიერ პრაქტიკას მშვიდი და მოდუნებული მდგომარეობა ჭირდება, მეორე: ყველას არ შეუძლია აურის ფერთა გამაში დანახვა, ზოგიერთი ადამიანი განსაკუთრებით მგრძნობიარე და ემოციურია და აურას უფრო იოლად გრძნობს. მესამე: თუ პირველივე ჯერზე არ გამოგივათ არ დანებდეთ. ამ საქმეში პრაქტიკა უმნიშვნელოვანესია, სანამ სხვების აურის დანახვას დაიწყებთ ჯერ ეცადეთ საკუთარი აურა დაინახოთ.

აი მარტივი პრაქტიკული რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ:

1. მოადუნეთ სხეული, გონება და ემოციები. თუ დაძაბული ხართ აურას ვერც დაინახავთ და ვერც იგრძნობთ. აჯობებს პრაქტიკას გამთენიისას მიჰყოთ ხელი.

2. ჩააქრეთ შუქი. გამთენიისას შუქი ძალიან მკვეთრი არ არის და არც ძალიან ბნელა შესაბამისად მსგავსი დონის განათება სრულიად ხელსაყრელია თქვენთვის.

3. თუ თქვენი პარტნიორი განათებული კედლის წინ დაჯდება, შესაძლოა აურის დანახვა ასე უფრო გაგიადვილდეთ.

4. ღრმად ჩაისუბთქეთ. გონება და ემოციები რომელიმე ბედნიერ და მშვიდ ადგილას მიმართეთ. ისუნთქეთ მშვიდად. შეისუთქეთ ცოდნა, ამოისუნთქეთ ეჭვი და შიშები.

5. გახსოვდეთ: ამ სამყაროში მსგავსი მსგავსს იზიდავს. თქვენი შინაგანი ენერგია თუ მშვიდი და მიმღები იქნება, და თუ დაიჯერებთ, რომ აურის დანახვა და შეგრძნება შეგიძლიათ – ძალიან მალე ეს რეალობად იქცევა.

6. გარკვეული დროის შემდეგ სიმშვიდე დაისადგურებს თქვენში და თქვენს პარტნიორს უფრო რბილ ფერებში დაინახავთ.

7. ამ მომენტში პარტნიორის ზემოთ აიხედეთ, პირდაპირ მას ნუ შეხედავთ, დაე თქვენი გონება მისის სხეულის გარშემო ტრიალებდეს.

8. შეიძლება შენიშნოთ რომ თქვენი გონება პარტნიორის თავზეა კონცენტრირებული და მიმაგრებული, თავი აურის ძლიერი გამტარია.

9. ყოველი გამოცდილება ინდივიდუალურია. შეიძება გარკვეულ სირთულეებს წააწყდეთ თუმცა კარგი კონცენტრაცია კონკრეტულ ადგილზე, მაგალითად თავზე ან მხრებზე ნამდვილად დაგეხმარებათ სირთულის გადალახვაში.

10. ხედავთ ფერებს? ყოველი გამოცდილება უნიკალურია, მისი დანახვა ზოგს შეუძია ზოგს კი არა, თუმცა თუნდაც არ შეგეძლოთ ფერის დანახვა – პარტნიორის სხეულიდან გამომავალ მკრთალ ნათებას მაინც შენიშნავთ.

11. დანახული თქვენს პარტნიორთან განიხილეთ.

12. პრაქტიკა, პრაქტიკა და პრაქტიკა. შვენი აღქმის უნარი კუნთებს გავს რომლებიც მხოლოდ მუდმივი ვარჯიშის შედეგად ძლიერდება. ამიტომ რაც უფრო დიდ დროს დაუთმობთ პრაქტიკას მით უფრო მალე შეძლებთ სხვა ადამიანების აურის დანახვას.