Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ დავიკლოთ მენოპაუზის შემდეგ

სტატისტიკის თანახმად, 50-60 წლის ქალების დაახლოებით 30%–ს არა მხოლოდ ჭარბი წონა აქვთ, არამედ სიმსუქნის პირველ სტადიას უახლოვდებიან. ეს ორმაგად საშიშია, რადგან მენოპაუზის შემდგ ქალებში ხშირად ვითარდება მამაკაცური ტიპის სიმსუქნე, რომლის დროსაც ცხიმის დიდი ნაწილი მუცლის არეში გროვდება. ასეთი სიმსუქნის ტიპი მნიშვნელოვნად ზრდის ჰიპერტონიის, გულის დაავადებების, მე–2 ტიპის დიაბეტის და სხვა სახიფათო დაავადებების განვითარების რისკს. სწორედ ამიტომ, მენოპაუზის შემდეგ გახდომა და ჯანსაღი წონის შენარჩუნება არა მხოლოდ სილამაზის, არამედ ჯანმრთელობის საკითხია. იმის გასაგებად, დაკლება გჭირდებათ თუ არა, მარტივი ტესტი გააკეთეთ: წელის მოცულობა გაიზომეთ. თუ მიღებული შედეგი 80 სმ–ს არ აჭარბებს, სანერვიულო არაფერია. თუ უფრო მეტია, დროა საჭირო ზომები მიიღოთ.

საიდან მოდის ჭარბი წონა

მენოპაუზის შემდეგ თითქმის ყველა ქალი წელიწადში 5-7 კგ–ს იმატებს – სამწუხაროდ, ეს სამედიცინო ფაქტია. საიდან მოდის ჭარბი წონა? პირველ რიგში, ასაკის მატებასთან ერთად აქტივობა მცირდება, ხოლო მენოპაუზის დროს, როცა ქალების უმეტესობას ცხელება, ჰიპერტონია და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები აწუხებთ, ჩვეული აქტივობის შესანარჩუნებლად ენერგია და ძალები მცირდება. მეორეც, მაშინაც კი, თუ ქალი სპორტით დაკავებულია, ვარჯიშის ეფექტურობა მცირდება: ასაკის მატებასთან ერთად მცირდება სიჩქარე, რომელსაც ორგანიზმი ფიზიკური აქტივობის დროს იყენებს. და ბოლოს, მესამე, მენოპაუზთან ერთად ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე მცირდება – ძირითადად, ესტროგენის ჰორმონის დონის შემცირებით. ნივთიერებათა ცვლა შეგიძლიათ დააჩქაროთ, მაგრამ ამისთვის გარკვეული ძალისხმევის გაწევა მოგიწევთ.

როგორ დავიკლოთ მენოპაუზის შემდეგ

ყველაზე მთავარია, ნივთიერებათა ცვლა დააჩქაროთ დიეტების და სწორი ვარჯიშის დახმარებით. კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ სჯობს ყოველდღე, მაგრამ ცოტა ხნით ივარჯიშოთ. აშშ–ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის კვლევამ აჩვენა, რომ ის, ვინც ყოველდღე 10 წუთით აერობიკას ასრულებს, წელი 12 სმ–თი უფრო ნაკლები აქვს, ვიდრე მათ, ვინც ვარჯიშს უგულებელყოფდა.

სპორტი

როგორც უკვე ითქვა, მენოპაუზის დადგომის შემდეგ უფრო მეტი და ინტენსიური ვარჯიში მოგიწევთ, რომ იმავე შედეგს მიაღწიოთ. თუ აეროვარჯიშს უპირატესობას ანიჭებთ ან დიდხანს ივარჯიშეთ (თუ საშუალო ტემპს უპირატესობას ანიჭებთ) ან უფრო ინტენსიურად (ასე დღეში მხოლოდ 10-15 წუთი ვარჯიში გეყოფათ). კიდევ ერთი შესანიშნავი გამოსავალი – ძალოვანი ვარჯიშები. რაც უფრო მაღალია კუნთოვანი ქსოვილების პროცენტი, მით უფრო ჩქარია ნივთიერებათა ცვლა. გარკვეული მომენტიდან კუნთები თქვენთვის მუშაობას დაიწყებენ, ზედმეტი ცხიმის დაწვაში გეხმარებათ, მაშინაც კი, თუ არაფერს აკეთებთ.

დიეტა

პირველ რიგში, ნელი მეტაბოლიზმი იმას ნიშნავს, რომ ახლა ნაჭამი საკვები არა ენერგიად, არამედ ცხიმად გარდაიქმნება. ეს იმას ნიშნავს, რომ რაციონი უნდა შეამციროთ: მაგალითად, პოსტმენოპაუზის პერიოდში ქალებს დღეში 1300-2000 კალორია სჭირდებათ იმის მიხედვით, თუ რამდენად აქტიური ცხოვრების წესი აქვთ. მეორეც, დიეტას უნდა გადახედოთ და გაზარდოთ ისეთი პროდუქტების წილი, როგორიცაა ახალი ხილ–ბოსტნეული, მთელი მარცვლეული, პარკოსნები, უჯრედისით და საკვები ბოჭკოებით მდიდარი პროდუქტები. ამასთან ხორცის პროდუქტების (განსაკუთრებით გადამუშავებული ხორცის), ასევე მსუბუქი ნახშირწყლების და შაქრის წილი უნდა შეამციროთ.

ჰორმონების კონტროლი

მენოპაუზის შემდეგ საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ არის ფარისებრი ჯირკვლების ჰორმონების ბალანსის შემოწმება. ხშირად მენოპაუზის შემდეგ ქალებში ამ ჰორმონების დონე ირღვევა, რაც იწვევს ჭარბ წონას, რომლის დაკლებაც რთულია. ენდოკრინოლოგთან ჩაეწერეთ და ფარისებრი ჯირკვლების მდგომარეობა შეამოწმეთ – ეს ნამდვილად სასარგებლო იქნება!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.