ჯანმრთელობა
როგორ დავბერდეთ ლამაზად: რა უნდა გააკეთოთ იმისთის, რომ 50 წლის ასაკის შემდეგაც შესანიშნავად გამოიყურებოდეთ
ტერმინი better aging პროფესორი ჟაკ პრუსტის მეშვეობით გაჩნდა, ის დაბერების ბიოლოგიის სპეციალისტია. მისი თქმით: უნდა გავითავისოთ, რომ დაბერება გარდაუვალია და შესაბამისად მისი შენიღბვა აუცილებელი არ არის, უბრალოდ საჭიროა ასაკი ლამაზად წარმოვაჩინოთ.
ლამაზი დაბერება არ ნიშნავს, რომ სალონურ პროცედურებზე უარი უნდა თქვათ.უბრალოდ უნდა ეცადოთ ასაკზე უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ. როგორ დავბერდეთ ლამაზად?
ცხოვრების ჯანსაღი წესი
ნუ დაიჩხვლიტავთ სახეს ბოტოქსითა და ფილერებით. სიგარეტი, ალკოჰოლი, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი – ეს ყველაფერი ჩვენს კანზე ტოვებს ასახვას. ალბათ შეგიმჩნევიათ რომ სპორტსმენები გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურებიან, ჭარბი წონის მქონე ადამიანები კი უფრო ასაკოვნად გვეჩვენება.
პოზიტიური აზროვნება
პოზიტიურ აზროვნებაზე ბევრ წიგნია დაწერილი. აუცილებელია ყველაფერს დადებითი მხრიდან შეხედოთ. ასევე არ არის საჭირო პიგმენტურ ლაქებზე, ნაოჭებსა და ჭაღარაზე ინერვიულოთ. მიიღეთ საკუთარი თავი ისეთად როგორიც ხართ, იარეთ მეგობრებთან და დრო პოზიტიურად გაატარეთ. გახსოვდეთ, სეულის ნაციონალური უნივერსიტეტის კვლევს მიხედვით – პოზიტიური აზროვნება და სიცოცხლის ხანგრძლივობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.
თავის მოვლა
კანის დატენიანება და მოვლა – აუცილებლობაა! ახალი ტრენდის ფილოსოფია სხეულის თითოეულ ნაწილზე ზრუნვას გულისხმობს. კრემი არა მხოლოდ სახეზე, არამედ დეკოლტეს, კისრის, მუხლებისა და ყურების არეშიც უნდა წაისვათ.
მზისგან დაცვა
ლაშქრობის, სეირნობის, ცურვის დროს არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი კრემის წასმა, როგორც ზამთარში ასევე ზაფხულში. ჟაკ პრუსტი კანის მზისგან დაცვას ცალკე პუნქტად გამოყოფს რადგან მზის უტრაიისფერმა სხივებმა შეიძლება დაბერების პროცესის უფრო სწრაფი პროვოცირება მოახდინოს.
ჭაღარა
გაჭაღარავების პროცესი სანერვიულო სულაც არ არის! არ მოგჭონთ ჭაღარა თმა? შეგიძიათ შავად ან წაბლისფრად შეიღებოთ. მამაკაცების უმეტესობა ჭაღარად არ მალავს და სწორედაც იქცევა რადგან ჭაღარა მამაკაცი რომელმაც თავის თავის ფასი იცის გაცილებით უფრო სიმპათიურია.
სამოსი და სტილი
ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს. 70 წლის ბებო, რომელიც ჯინსის ქვედაბოლოშია ჩაცმული შეიძლება საყვარლად გამოიყურება მაგრამ, ახალგაზრდულად ვერა. თუმცა სწორად შერჩეულ ელეგანტურ კაბაში ის ასაკთან შედარებით, მინიმუმ 5 წლით ახალგაზრდა გამოჩნდება. უკიდურესობებში გადავარდნა საჭირო არ არის. ზღვაზე თავისუფლად შეგიძლიათ საცურაო კოსტიუმი ჩაიცვათ რადგან ეს იმ ადგილს შეეფერება! ჩაიცვით ის რაც მოგწონთ და რაც თქვენს ღირსებას გაუსვამს ხაზს.