ჯანმრთელობა
როგორ დაგვეხმარება უბრალო სოკო – შაქრის დონის შემცირებაში?!
თუ შაქარში გლუკოზის დონე გაწუხებთ, თუ ექიმმა პრედიაბეტის ან დიაბეტის დიაგნოზი დაგისვათ – აჯობებს უფრო ხშირად მიირთვათ სოკო. პრაქტიკულად მისი ყველა სახეობა დაბალი გლიკემიური ინდექსით გამოირჩევა და მხარს უჭერს სისხლში შაქრის დაბალი დონის შენარჩუნებას. გარდა ამისა სოკო შეიცავს ლეციტინს რომელიც არეგულირებს ცუდი და კარგი ქოლესტერინის დონეს, შეიცავს С, D, A და В ჯგუფის ვიტამინებს, ბევრ მინერალებსა და მიკროელემენტებს რომლებიც აუცილებელია ჯანმრთელობის შენარჩუნებითვის.
სოკოს ზოგიერთი სახეობა ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას და მას უსაფრთხო დონეზე აჩერებს.
რომელი სოკო ამცირებს სისხლში შაქრის დონეს
კვლევამ რომელიც 2018 წელს, ამერიკაში, პენსილვანიის შტატში ჩატარდა აჩვენა, რომ: საჭმელში შამპინიონის რეგულარული მოხმარება გლუკოზის ჯანმრთელი დონის შენარჩუნებაში გვეხმარება.
ჰორმონი ინსულინი რომელიც გლუკოზის დონის კონტროლში გვეხმარება – კუჭქვეშა ჯირკვალში სინტეზირდება. თუმცა იმაზე თუ როგორ შთანთქავს უჯრედი გლუკოზას – ფერმენტები ახდენენ გავლენას, რომლებსაც გლუკოზას ღვიძლში, თირკმელებსა და ნაწლავის ლორწოვან გარსში გამოიმუშავებენ. მკვლევარებმა მარგარეტ კოტრონის ხელმძღვანელობით – შეამოწმეს თუ როგორ იმოქმედებს შამპინიონების გამოყენება ნაწლავურ ბაქტერიებზე და გლუკოზის ბალანსის შენარჩუნებაზე.
ექპერიმენტი თაგვებზე ჩაატარეს, ისინი ორ ჯგუფად დაყვეს. ჯგუფში ზოგ თაგვს ნაწლავურ ბაქტერიებში დარღვევები ქონდა ნაწილის ნაწლავი კი ნორმალურად ფუნქციონირებდა. თაგვებს ადამიანისთვის 90 გრამი სოკოს შესაბამისი დოზის შამპინიონის საკვებს აძლევდნენ.
იმ თაგვების ნაწლავში რომლებიც სოკოიან საკვებს მიირთმევდნენ, ბაქტერიებმა მეტი მოკლე ცხიმოვანი ჟავების გამოყოფა დაიწყეს, რომლებიც გლუკონოგენეზის გენებზე ახდენენ გავლენას. შედეგად გლუკოზის სინთეზის ინტენსიურობა ღვიძლში ეცემოდა; გარდა ამისა უჯრედები უფრო აქტიურად იწყებდნენ სისხლიდან გლუკოზის შთანთქმას.
მეცნიერები ვარაუდობენ რომ დროტა განმავლობაში შეძლებენ შამპინიონიდან იმ ნივთიერების გამოყოფას რომელიც გლუკოზის მეტაბოლიზმს მართავს და მისი მეშვეობით დიაბეტის წამალს დაამზადებენ.
მიირთვით მეტი სოკო და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!