Connect with us

თავის მოვლა

როგორ გამოვიყენოთ ულუმბო გრძელი და სქელი თმის გასაზრდელად

სუპერმარკეტებსა და კოსმეტიკურ მაღაზიებში მთელი ცალკე განყოფილება თმის მოვლის საშუალებებს ეძღვნება. შამპუნი, ბალზამი, ნაჭრის ნიღაბი (ისეთი, როგორიც სახის), ემულსია და მრავალი სხვა. ამდენი საშუალების შემხედვარე მიკვირს: ჩვენი ბებიები მუშტივით სქელ და გრძელ თმას როგორ იზრდიდნენ? ასე მიკვირდა, სანამ თმისთვის ულუმბოს სარგებელი არ აღმოვაჩინე.

რა თქმა უნდა, გრძელ ნაწნავს ყველა არ იზრდიდა, მაგრამ გრძელი და სქელი თმა ისეთი იშვიათობა არ იყო, როგორც ახლა. ულუმბოს მხოლოდ ზოგიერთები იყენებდნენ. კიდევ არსებობდა ჭინჭარი, ბრინჯის წყალი და ნახარშების უამრავი რეცეპტი. პირადი გამოცდილებით შემიძლია გირჩიოთ ულუმბო.

როგორ გამოვიყენოთ ულუმბო თმისთვის

ბუნებამ ლამაზი და მდიდრული თმით არ დამაჯილდოვა. ჩვენს ოჯახში ყველას თხელი და ფორებიანი თმა აქვს. ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, სანამ ცვენა არ დამეწყო. მიზეზი ცუდი კვება და ჰორმონალური დარღვევები იყო. ასეთი რამ ყველას ემართება და ხშირად ნაკლებად შესამჩნევია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ნამდვილი ტრაგედია გახდა.

ერთ–ერთი საშუალება, რომელიც მირჩიეს, იყო ულუმბოს შინაურული ნიღაბი და შამპუნი. მანამდე მასზე არც არაფერი მსმენოდა ან არ ვიცოდი მისი სახელი. გასაკვირი არაა! რამდენი სახელი აქვს: შამბალილა, ულბო, ფენუგრეკი. ცნობილ ხმელი სუნელების ნარევში სწორედ ის შედის. მის პოვნას სანელებლის სახით და აფთიაქში იპოვით.

კოსმეტოლოგიაში ძველი ინკების დროიდან იყენებენ. სულთნის ხარჭები მისგან კრემებს და ნიღბებს ხშირად ამზადებდნენ. ამისთვის ალქიმიკოსსაც კი ქირაობდნენ. ამბობენ, რომ თავად კარლოს დიდი სიმელოტეს ულუმბოთი ებრძოდა.

ულუმბოს სარგებელი: როგორ ებრძვის სიმელოტეს?

ამ მცენარის თესლი ძლიერ ფიტოესტროგენს შეიცავს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ესტროგენის მცენარეული ანალოგია, რომელიც ქალის ახალგაზრდობასა და სილამაზეზე სხვა ჰორმონებზე მეტად არის პასუხისმგებელი. ჰორმონალური ცვლილებების და დაბერების დროს თმის ცვენა ბუნებრივი პროცესია. ულუმბო ორსული და მეძუძურე ქალებისთვისას სასარგებლოა.

სწორედ მცენარის თესლი უნდა გამოიყენოთ. უმეტესად რეცეპტებში ნაყენის ან ნახარში სახით ემატება. მის მისაღებად 1 ს/კ თესლს მდუღარე წყალი დაასხით და 12 საათით თერმოსში გააჩერეთ ან დაფშვენით და სუსტ ცეცხლზე 40 წუთით ხარშეთ.

ულუმბოს შამპუნი და ნიღაბი

ნატურალური შამპუნი აგრესიული პარაბენების გარეშე სწორედ ისაა, რაც თმის აღმდგენი რუტინისთვის გჭირდებათ. 200 მლ ნახარშს 2 უმი კვერცხის გული აურიეთ და ათქვიფეთ. ასე აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები! სიტყვაზე, შამპუნი შეგიძლიათ როგორც ნიღაბი თმაზე 20 წუთით გაიჩეროთ.

თუ ულუმბოს ნიღბის მომზადება და თმის და თავის კანის დამატებით გამოკვება გსურთ, კრემის მსგავსი მასა მოამზადეთ. ამისთვის 3 ს/კ ნახარში, კვერცხის გული და 2 ს/კ მცენარეული ზეთი (ქოქოსი, ზეითუნი, აბუსალათინი ან სელი) აურიეთ. თმაზე 20 წუთით გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

2-3 გამოყენების შემდეგ ეფექტს დაინახავთ. თუ უფრო სერიოზული პრობლემა გაქვთ, მეტი პროცედურა დაგჭირდებათ. მე სრული კურსის გავლა მომიწია – ნიღბებს კვირაში 2-3-ჯერ თითქმის მთელი ნახევარი წელი ვიკეთებდი. აქვე გეტყვით: სუფთა სავარცხლის დანახვა ნამდვილი სიამოვნებაა! ახლა პროცედურას რამდენჯერმე, გაზაფხულის და შემოდგომის დასაწყისში ვიმეორებ. თუ თქვენ ან თქვენს ახლობლებს მსგავსი პრობლემა გაქვთ, ულუმბო ნამდვილი მხსნელი გახდება.