Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ გავთავისუფლდეთ კანდიდოზისგან ექიმის გარეშე

ოდესმე შეჯახებიხართ ისეთ პრობლემას როგორიცაა უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, თეთრი ნალექი ენაზე, დაბინდული გონება, ჰორმონალური დარღვევა, პრობლემების საჭმლის მონელებასთან, ალერგია და იმუნიტეტის შესუსტება?! ეს ყველაფერი სოკოვანი ინფექცია – კანდიდოზის სავარაუდო საიმპტომების მხოლოდ ნაწილია!

კანდიდოზი: მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა

კანდიდოზის აღწერა

Candida albicans (კანდიდა ალბიკანსი) – რძიანა, პირის ღრუს კანდიდოზი – ვრცელდება და გროვდება პირის ღრუში. კანდიდა პირის ღრუს ნორმალური ბინადარი ორგანიზმია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ჭარბად იზრდება და იწვევს სიმპტომებს. ის ვლინდება კრემისებური, თეთრი დაზიანებებით ენასა და ლოყების შიდა ნაწილებზე. ზოგჯერ, რძიანა ვრცელდება სასაზეც, ღრძილებზეც, ტონსილებზე, ხახაზე.

რძიანა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა მაღალი რისკის ქვეშ არიან: მოხუცები, ბავშვები, სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები და პაციენტები, რომელთაც გარკვეული დაავადებები აქვთ და სპეციალურ მედიკამენტებს იღებენ. ორალური კანდიდოზი არ წარმოადგენს პრობლემას თუ პაციენტს სხვა სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა არ აწუხებს, მაგრამ დასუსტებული იმუნიტეტის ქონის შემთხვევაში – სიმპტომები შეიძლება მძიმე და რთულად საკონტროლო გახდეს.

რა იწვევს კანდიდოზს?!

გავრცელებული მზიეზებია:

  • ანტიბიოტიკები
  • ორალური კორტიკოსტეროიდები
  • ონკო დაავადებების თერაპია
  • შაქრიანი დიაბეტი
  • დასუსტებული იმუნიტეტი

კანდოდიზის სიმპტომები:

1. მუდმივი დაღლილობა
თუ კარგად გძინავთ, იკვებებით მაგრამ მაინც ქრონიკულ დაღლილობას გრძნობთ ნახევარი წლის განმავლობაში და თან კანდიდოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომებიც გაქვთ, აჯობებს ყურადღება გაამახვილოთ.

2. ხასიათცვალებადობა
ხასიათცვალებადობაც კანდიდოზის ერთ-ერთი სიმპტომია. პაციენტები ხშირად გრძნობენ დაღლილობას, შფოთვას, გაღიზიანებას, პანიკურ შეტევებს.

3. ვაგინალური და შარდის გამომყოფი გზების ინფექციები
ეს კანდდოზის აქტივაციის სახიფათო სიგნალია. ის ხომ სქესობრივი გზითაც გადადის. ქალებისთვის რეკომენდებული არ არის მჭიდრო საცვლების და ცხელი აბაზანების მიღება გამწვავების პერიოდში.

4. პირის ღრუს რძიანა
რძიანა პრიის ღრუს ლორწოვან გარსს აღიზიანებს და აავადებს, შესაბამისი ყურადღების არ მიქცევის შემთხვევაში ის ორგანიზმში დაიწყებს მიგრაციას: მოხვდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში,სასუნთქ ორგანოებში და ღვიძლში.

5. სინუსური ინფექციები
კანდიდა სტაბილურ ხველას, პოსტნაზალურ სინდრომს და სეზონურ ალერგიებსაც იწვევს.

6. საჭმლის მონელების დარღვევები
მეტეორიზმი, ბოყინი, კუჭის შეკრულობა, ყაბზობა და კუჭის სპაზმები სასარგებლო ბაქტერიების დეფიციტის გამო ჩნდება.

7. ჰორმონალური დარღვევა
ჰორმონალური დარღვევები კანდიდოზის ტიპიური სიმპტომია რომელიც სხვა დაავადებებთან ერთად ჩნდება.

კანდიდოზის მკურნალობა: 3 ნაბიჯი

1. გაწმენდა
ვარიანტი 1: სითხით გაწმენდა (1-2 დღე)

დაგჭირდებათ ბოსტნეულის ბულიონი ხახვით, ნივრით, ნიახურით, კომბოსტოთი და ზღვის მარილით. მოხარშეთ ყველა ინგრედიენტი. ამოიღეთ ბოსტნეული და გააცივეთ ბულიონი.

დღის განმავლობაში თბილი ბულიონი სვით. რეკომენდებულია ამ დროს საკმარისი წყალი სვათ რათა ტოქსინები გამოიყვანოთ. წმენდვის ჩატარება რამდენიმე კვირაში ერთხელ შეგიძლიათ.

ვარიანტი 2: მოთუშული ბოსტნეული (3-5 დღე)

ამოიღეთ რაციონიდან მარცვლეული, შაქარი, სპირტიანი სასმელები, სახამებელი და სწრაფი ნახშირწყლები 3-5 დღე.

გამოიყენეთორგანული ბოსტნეული. გართულების პერიოდში, დღეში მინიმუმ ერთხელ მიირთვით ფოთლოვანი ბოსტნეულისა და მწვანილების სალათი რომელსაც ქოქოსის ზეთით ან ვაშლის ძმრით შეაზავებთ.

2. დიეტა

არ მიიღოთ შაქარი, სპირტიანი სასმელები და სწრაფი ნახშირწყლები
მიირთვით ტკბილი კარტოფილი, ხორცი, ბარდა, ოსპი, ლობიო, სტაფილო, ჭარხალი, სიმინდი, გოგრა, სპაგეტი, ცუკინი.
მიირთვით მცირე რაოდენობით ხილი და ნატურალური დამატკბობლები.
შეიტანეთ საკვებ რაციონში: ფერმენტირებული ბოსტნეული (მჟავე კომბოსტო) და რძემჟავა პროდუქტები.

3. არომატული ზეთი, დანამატები და ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთს ანტიმიკრობული მოქმედება აქვს. მასში შემავალი მჟავები კანდიდოზს ანადგურებენ.
ნარშავი ასუფთავებს ღვიძლს ტოქსინებისგან და ხელს უწყობს ორგანიზმის აღდგენას.
ვიტამინი c ააქტიურებს თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციებს და აღადგენს იმუნურ სისტემას.
მიხაკის, ორეგანოს და მირის ხის ზეთები ანადგურებენ კანდიდა სოკოს. ლავანდა ხელს უშლის სოკოს გამრავლებას. ეთერზეთების შინაგანი მირება ზედიზედ მაქსიმუმ 10 დღე შეიძლება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.