Connect with us

ყვავილები

როგორ გავზარდოთ მიწისთხილი სახლის პირობებში: რჩევები და ინსტრუქცია

თუ ფანჯრის რაფაზე ხახვის, მწვანილის და პომიდვრის გაზრდა მოგბეზრდათ და რაღაც ახლის და უჩვეულოს ცდა გსურთ, მაშინ ნამდვილად ისურვებთ იმის ცოდნას, თუ როგორ გაზარდოთ მიწისთხილი (არაქისი) სახლის პირობებში.

ეს პარკოსანი სამხრეთ ამერიკიდან გავრცელდა, სადაც ცხელი კლიმატი დომინირებს. სახლში მიწისთხილის გაზრდა რეალურია და დღეს ამის შესახებ გიამბობთ.

თესლის მომზადება

მაღაზიაში თესლი შეიძინეთ ან მსხვილი ზომის ნედლი არაქისი დამოუკიდებლად შეარჩიეთ, რომელიც თქვენ მოგწონთ. კაკალს ცივი წყალი დაასხით და ღამით ან მინიმუმ 12 საათით გააჩერეთ ისეთ ადგილას, სადაც ჰაერი აქტიურად მოძრაობს და მზის პირდაპირი სხივები არ ხვდება. შემდეგ თესლი გარეცხეთ და გააშრეთ. პროცედურა12 საათის გასვლის შემდეგ 2-ჯერ გაიმეორეთ, ამის შემდეგ მიწისთხილი გაღვივებას დაიწყებს. ამის ნიშანი თესლის პატარა ამონაყარი იქნება.

მიწისთხილის დარგვა

მიწისთხილის დასარგავად ფართო და ღრმა ჭურჭელი გამოიყენეთ, რომ ქოთნის კიდეებზე კვირტების ჩამოკიდება არ დაუშვათ. ჭურჭელი ნახევრად მიწით გაავსეთ, რომ ფესვებმა თავისუფლად გაზრდა შეძლონ.

არაქისის დასარგავი ნიადაგი მაგნიუმით და კალციუმით გაჯერებული უნდა იყოს, ამიტომ ფოსფორის ჭურჭელი თამამად გამოიყენეთ. მიწისთხილს ნიადაგის გაზრდილი მჟავიანობა და სიმლაშე არ უყვარს, ამიტომ ცარცი, კირი ან ფოსფორთაბაშირი გამოიყენეთ.

თბილ ნიადაგში 6-8 სმ სიღრმის ორმო ამოთხარეთ, მასში რამდენიმე მიწისთხილის თესლი მოათავსეთ. თესლები ერთმანეთისგან 1,5-2 სმ-თი დაშორებულნი უნდა იყვნენ.

არაქისის მოვლა

ქოთანი მზის სხივებით ძლიერ განათებულ და კარგად განიავებულ ადგილას მოათავსეთ. არაქისი ცხელ კლიმატს მიჩვეულია, მაგრამ ნიადაგში ტენის დაგუბება არ დაუშვათ და მცენარე არ დანამოთ. სჯობს თბილი წყლით წვეთოვანი მორწყვის მეთოდი გამოიყენოთ.

შენობაში, სადაც არაქისი იზრდება, არ დაუშვათ 20 გრადუსზე დაბალი ტემპერატურა, ორპირი ქარი, სუფთა ჰაერის და მზის სინათლის დეფიციტი.

ტენიანი და ფხვიერი ნიადაგის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, ნიადაგი აუცილებლად მოთოხნეთ.

მოსავლის აღება

არაქისის მოსავალი შეგიძლიათ დარგვიდან 5-7 თვის შემდეგ აიღოთ. ბუჩქმა ზრდა და ყვავილობა უნდა შეწყვიტოს, ხოლო ფოთლები უნდა გაყვითლდეს და გახმეს.

თავდაპირველად ბუჩქი მიწიდან მთლიანად ამოიღეთ და ცოტა გაშრობა აცადეთ. შემდეგ ფესვების ირგვლივ მზარდი კაკლები შეაგროვეთ და 1 საათის განმავლობაში თბილ ღუმელში ოდნავ გააშრეთ, პერიოდულად გაანიავეთ.

სახლის პირობებში გაზრდილი არაქისი შეინახეთ ბნელ, მშრალ ადგილას, კარგად განიავებულ ადგილას ან ჩვრის ტომსიკაში ჩაყარეთ და საყინულეში შედეთ. ახალი არაქისი შეინახეთ და თქვენი წარმატების ნაყოფით დატკბით.