Connect with us

საკითხავი

როგორ გავატაროთ წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ხსენების დღე, 22 მაისი და რა სასწაულებს ველოდოთ

ძალიან მალე წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის დღესასწაული ახლოვდება. 22 მაისს იტალიის ქალაქ ბარში წმინდანის ნეშტის გადასვენება აღინიშნება. ამ დღეს მიღებულია წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის მიმართ უძლიერესი ლოცვების წაკითხვა და მისთვის დახმარების და დაცვის თხოვნა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ბარში მდებარეობს წმინდანის ეკლესია.

ყველაზე ძლიერი ლოცვა წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის მიმართ

ბევრი ადამიანისთვის წმინდა ნიკოლოზი ბავშვობიდანვე მთავარი მფარველი და დამხმარე იყო. ის ყოველთვის კეთილი და გამგებიანია, ყველას მოსმენა, ყველას დახმარება და დაცვა შეუძლია. თუმცა ყველამ არ იცის, რომ ამ წმიდანის ხსენება წელიწადში 3–ჯერ ხდება: 19 დეკემბერს, 22 მაისს და 11 აგვისტოს. პირველი და უკანასკნელი წმინდანის ცხოვრების დასაწყისის და დასასრულის თარიღებია.

წმინდა ნიკოლოზი ცნობილია თავისი კეთილშობილური საქმეებით და სასწაულებით, რომლებიც სიცოცხლეშივე მოახდინა. განსაკუთრებით საყურადღებოა მამის და სამი ქალიშვილის ისტორია, რომლების გათხოვებასაც ვერ ახერხებდა. მამაკაცი ღარიბი იყო და და შვილების სილამაზის სარგებლობით ფულის შოვნა გადაწყვიტა. როგორც კი ნიკოლოზმა ამის შესახებ გაიგო, მის სახლთან ოქროთი სავსე ტომარა ისროლა. ასე მამაკაცმა თავისი პირველი ქალიშვილი გაათხოვა.

ისტორია კიდევ სამჯერ განმეორდა. ბოლოს ჩანთა შემთხვევით წინდაში მოხვდა, რომელიც ბუხარში შრებოდა. მას შემდეგ მიღებულია ცეცხლთან წინდების დაკიდება, რომ შობაზე საჩუქრები მივიღოთ.

წმინდა ნიკოლოზი ყოველთვის ცდილობდა ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი ადამიანების შერიგებას, ასევე უდანაშაულო მსჯავრდებულების დაცვას. საკვირველთმოქმედმა არაერთხელ გადაარჩინა ისინი, ვისაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მას მიმართავენ მეზღვაურები, რადგან სწორედ წმინდა ნიკოლოზია მათი მფარველი. ერთხელ, მან შტურმანი გადაარჩინა, რომელმაც შტორმი ვერ გადაიტანა.

ახლა წმინდანს მიმართავენ პირველ რიგში, ისინი, ვინც შორ გზაზე წასვლას აპირებენ. ეხმარება მათ, ვინც სულიერი ტანჯვისგან იტანჯება. ბავშვების საუკეთესო დამცველია. 22 მაისს სასურველია, რომ მისადმი მადლიერების ლოცვა რამდენჯერმე წაიკითხოთ, რომ დიდი ხნით წმინდანის მფარველობა მიიღოთ.

ლოცვა

ჰოი, ყოვლადსანატრელო, წმიდაო მღდელმთავარო ნიკოლოზ, ბრძენო მესაჭეო საქართველოს წმიდისა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩუენისაო, მამისა სათნოო, ძისა მიერ განათლებულო, სულითა წმიდისა განბრძნობილო, ანგელოზთადა შეერთებულო, მოციქულთა მოსაყდრეო, მოწამეთა თანამოღვაწეო, მღვდელმთავართა შეუნიერებაო, სარწმუნოებისა წინამძღვარო, მართლმორწმუნეთა შემწეო და შესავედრებელო;

ჰოი, ყოვლადდიდებულო წმიდაო მღდელმთავარო ნიკოლოზ, სიწმიდითა შენითა მრავალთა სასწაულთა მოქმედო; დამკჳდრებულითა შენთანა საღმრთოჲთა მადლითა განანათლე და დაიფარე ღვთივადაცული ერი ჩუენი, მთავრობა და მხედრობა მისი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი, ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღვდელონი, სამონაზნო დასნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი.

ევედრე წმიდაო ნიკოლოზ, შენ მიერ ქადაგებულსა ღმერთსა, რათა მოგვმადლოს სულთა და ჴორცთა მშვიდობა და სიმრთელე და ვადიდებდეთ სახიერებასა მისსა;

ჰოი, ყოვლადნეტარო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ყოვლადწმიდისა სამებისა მიერ ღმრთივშუენიერად განათლებულო და მრავალთა სათნოებათა შენთათჳს ყოვლადბრწყინვალითა გჳრგჳნითა პატივცემულო, მეოხ გვეყავნ წინაშე მისსა, რათა მოგვანიჭოს მართლმადიდებლობით განათლება, კეთილთა საქმეთა მიერ განბრწყინვება და სასუფეველსა ცათასა დამკვიდრება, ანგელოზთა თანა გალობა, წმიდათა თანა სუფევა, ღირსთა თანა გვირგვინოსნება, რათა მარადის ვუგალობდეთ შენსა განმადიდებელსა მამასა, შენსა მაკურთხეველსა ძესა და შენსა განმაბრძნობელსა სულსა წმიდასა, რომელსა შუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.