Connect with us

ჰოროსკოპი

როგორ ანგრევენ ზოდიაქოს ნიშნები თავიანთ ცხოვრებას გაუცნობიერებლად

თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს აქვს თვისება, რომელსაც მისი ცხოვრების დანგრევა შეუძლია. იცით, თუ როგორ ანგრევთ ყველაფერს, რაც თავად შექმნით? Alltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ წაიკითხოთ, რა გიშლით ხელს ბედნიერ ცხოვრებაში.

ვერძი

ზოგჯერ უკონტროლო პესიმიზმი, ასევე ნეგატივისკენ სწრაფვა თქვენს ცხოვრებას ზიანს აყენებს. საკუთარ თავს ძნელად აკონტროლებთ და ბრაზის შეკავება არ შეგიძლიათ. სწორედ ეს შეიძლება გახდეს თქვენი ცხოვრების დანგრევის მიზეზი. ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

თავშეკავება ისწავლეთ, რომ სიბრაზეს ყველაფრის განადგურების უფლება არ მისცეთ. უმნიშვნელო პრობლემების გატარებით დაიწყეთ, რადგან ისინი თქვენს ნერვიულობად არ ღირს.

კურო

ყველაფრის გაკონტროლების სურვილი საშუალებას არ გაძლევთ, რომ ბედნიერი იყოთ. უბრალოდ ცხოვრება არ შეგიძლიათ, რადგან გსურთ ყველაფრი თქვენი სურვილის შესაბამისად გაკეთდეს.

არ შეგიძლიათ აღიარება, რომ ცხოვრებაში ყველაფერი კონტროლს არ ექვემდებარება. თუ ასე გააგრძელებთ, გაანადგურებთ ყველაფერს, რაც შექმენით. კონტროლის შესუსტების სურვილის არ ქონა ნერვიულს და გაღიზიანებულს გხდით.

ტყუპები

ამ ზოდიაქოს ნიშანს კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ უყვარს. სტაბილურობას უპირატესობას ანიჭებთ, რადგან ცვლილებების ნეგატიურ გავლენაზე დარწმუნებული ხართ. ყოველთვის ერთსა და იმავეს აკეთებთ.

ვერ ხვდებით, რომ საკუთარ თავს პროგრესის და განვითარების შანსს ართმევთ. თუ მომავალშიც ასე გააგრძელებთ, დეგრადირებას დაიწყებთ. ეს კი ერთ წერტილზე გაყინვას ნიშნავს.

კირჩხიბი

თქვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ გარშემომყოფებზე ზედმეტად ზრუნავთ. ყველაფრის მიმართ თანაგრძნობას გამოხატავთ და არ შეგიძლიათ იფიქროთ, თუ რას გრძნობენ ისინი.

ერთი მხრივ, ეს დადებითი თვისებაა. მეორე მხრივ, სხვების გრძნობის მნიშვნელობას ხშირად აზვიადებთ. ამის გამო არაკეთილმოსურნეები ისე გექცევიან, როგორც თავად სურთ. საკუთარ თავზე ფეხების გაწმენდის უფლება არ მისცეთ, რომ სოციალური კიბის ქვედა საფეხურზე არ აღმოჩნდეთ.

ლომი

ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი ემოციებს არ ააშკარავებს. თვლით, რომ გარშემომყოფებისთვის გულის გახსნა არ ღირს, რადგან ასე უკეთესია. არადა ცდებით.

ემოციების გამოვლენით კონტაქტების დამყარებას შეძლებთ. რობოტად თავის მოჩვენება სხვებს მხოლოდ დაგაშორებთ. გრძნობები შეიკავეთ, მაგრამ ამასთან ადამიანური დარჩით. შესაძლოა, ამის გაკეთება გაგიჭირდეთ, მაგრამ შედეგი ამად ღირს.

ქალწული

საკუთარი თავის მიმართ მკაცრი ნუ იქნებით, რადგან ეს თვითშეფასებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. თქვენი პოზიცია, რომლის თანახმად, დამნაშავე მხოლოდ თქვენ ხართ, სიხარულის და ბედნიერების განცდაში ხელს გიშლით.

საკუთარ უფერულობასა და არაკომპეტენტურობაზე არ ჩაიციკლოთ. ასე ცხოვრებაში წარმატებას ვერ მიაღწევთ. სჯობს კონცენტრირება მოახდინოთ იმაზე, რაც ყველაზე უკეთ გამოგდით.

სასწორი

სხვა ადამიანების ცხოვრებით ნუ ცხოვრობთ, თუ საკუთარი თავის რეალიზება გსურთ. სხვებს თქვენს გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის უფლება არ მისცეთ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ასიამოვნოთ. შთაბეჭდილების მოხდენის თქვენი სწრაფვა ზოგჯერ სულელურად გამოიყურება, რადგან გარშემომყოფები ამას ვერ ამჩნევენ.

მხოლოდ თქვენი თვალსაზრისით განიხილეთ, თუ რა ხდება თქვენს ცხოვრებაში. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც გეუბნებიან.

მორიელი

თუ ცხოვრების დანგრევა არ გსურთ, საკუთარი თავი შეიყვარეთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ყველა ქცევა ღირებულია. მათი მნიშვნელობის დაკნინება არ ღირს.

ცოტა ჯანსაღი ეგოიზმი გამოავლინეთ, რადგან წარმატებას მხოლოდ ასე მიაღწევთ. საკუთარ თავზე მეტად იზრუნეთ, ვიდრე სხვებზე. არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველთვის წინ უნდა იაროთ, რომ გატეხილ გობთან არ დარჩეთ.

მშვილდოსანი

წარუმატებლობის იმდენად გეშინიათ, რომ შეიძლება ყველაფრის გარეშე დარჩეთ. მხოლოდ იმ სფეროებში ნუ მოქმედებთ, რომელშიც დარწმუნებული ხართ. რისკი – ისაა, რაც წარმატებას თან სდევს.

შიშით ვერაფერს მიაღწევთ. გაიგეთ, რომ შიში მხოლოდ თავდაუჯერებლობის ასახვაა. სინამდვილეში, უფრო მეტის მიღწევა შეგიძლიათ.

თხის რქა

გაჯიბრება – ის, რისგანაც თქვენი ცხოვრება შედგება. კმაყოფილება რომ იგრძნოთ, მუდმივად გარშემომყოფებთან საკუთარი თავის შედარება გიწევთ. არ დაგავიწყდეთ, რომ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა მიაქციოთ ყურადღება და არა სხვებს.

ვიღაცამ შეიძლება თქვენზე მეტ წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ არ იფიქროთ, რომ მასზე ცუდი ხართ. დაფიქრდით, თავად რა გსურთ. შესაძლოა, ასე მოქმედება გაგიადვილდეთ.

მერწყული

წარსულის შეცდომები აწმყოს ადეკვატურად შეფასებაში ხელს გიშლით. თქვენ ძალიან ბევრს ფიქრობთ ამის შესახებ, მაგრამ ახალი გეგმის შედგენაზე ვერ კონცენტრირდებით.

ყველაფერი, რაც ბედნიერებისთვის გჭირდებათ – წარსულში ქექვას მოეშვით, ცხოვრება აქ და ახლა დაიწყეთ. გეგმები დასახეთ და იოცნებეთ – ეს საკუთარი თავის პოვნის მეთოდია.

თევზები

ამ ზოდიაქოს ნიშნის მთავარი საფრთხე გარემოცვაში ცუდი ადამიანების ყოლაა. ძალიან ხშირად ურთიერთობთ მათთან, ვინც უკან გექაჩებათ და განვითარების საშუალებას არ გაძლევთ. ასეთ ხალხთან ურთიერთობა შეწყვიტეთ და საკუთარ თავთან ჰარმონიულად ცხოვრება დაიწყეთ.