Connect with us

ჯანმრთელობა

როგორც აღმოჩნდა, ხურმის ჭამა ყველასთვის არ შეიძლება! აი, ვისთვის არის კატეგორიულად აკრძალული

ამ მზიან ხილს უჩვეულო გემოთი ხშირად „ღმერთების საკვებს“ და „ნარინჯისფერ მზეს“ უწოდებენ. სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებულია ისეთი სახელწოდებები, როგორიცაა „ჩინური ატამი“, „ველური ფინიკი“ და „ფინიკის ქლიავი“.

ამ დრომდე ხურმის 500-ზე მეტი სახეობა არსებობს და მათი უმეტესობა ტროპიკებში იზრდება. ზომიერ კლიმატში მხოლოდ რამდენიმე სახეობა მოდის. ხურმის ყველა ეს სახეობა ვიტამინების და მიკროელემენტების საწყობს წარმოადგენს. თავისი სასარგებლო თვისებების მიუხედავად არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ამ ტკბილი ნაყოფის მიღება კატეგორიულად აკრძალულია.

პირველ რიგში, ხურმის სასარგებლო თვისებებზე გიამბობთ:

1. ნაყოფში შემავალი პექტინების წყალობით საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების დროს ხურმის მიღება სასარგებლოა. ხურმა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რიგი დაავადებების სამკურნალოდაც გამოიყენება.

2. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები დაბერების პროცესს აფერხებენ.

3. ხურმა ვიტამინების და მინერალების საწყობია, რომლებიც შემოდგომის ავიტამინოზის დროს დაგეხმარებათ.

4. მას ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, ანტისეპტიკური თვისებები გააჩნია. ასევე შარდმდენი მოქმედება აქვს, ამიტომ ორგანიზმიდან ჭარბი წყალი და მარილი კარგად გამოაქვს.

5. ხურმაში შემავალი ფრუქტოზა და გლუკოზა გულის ჯანმრთელობას ხელს უწყობს. გულის დაავადებების დროს ამ ნაყოფს იმიტომაც იღებენ, რომ ხილი მაგნიუმით და კალიუმით მდიდარია.

6. მზიანი ნაყოფი ათეროსკლეროზის განვითარებას აფერხებს. C და P ვიტამინები სისხლძარღვებს აძლიერებენ, ამიტომ ღრძილების სისხლდენის და ვარიკოზული დაავადებების დროს ხურმა მიირთვით.

7. A ვიტამინი, რომელსაც ხურმა დიდი რაოდენობით შეიცავს, მხედველობისთვის სასარგებლოა. ბეტა-კაროტინი სუნთქვის ორგანოებზეც ზრუნავს.

8. ხურმის წვენი სურდოს და ხველის დროსაც ეფექტურია.

ხურმის უკუჩვენება

სასარგებლო თვისებების მიუხედავად ხურმას რიგი უკუჩვენებაც გააჩნია. ნაყოფის შესაძლო ზიანი მისი განსაკუთრებული ქიმიური თვისებებით აიხსნება. ხურმა ტკბილი ხილია, მასში ბევრი ადვილად ათვისებადი შაქარი შედის. ამ მიზეზით ხურმა უკუჩვენებულია ადამიანებისთვის, რომელთაც შაქრიანი დიაბეტი აწუხებთ.

გარდა ამისა, ხურმა შეიცავს რამდენიმე ელემენტს, რომლებიც ნივთიერება ცვლის ნორმალურ პროცესს ცვლიან. სწორედ ამიტომ, სიმსუქნისკენ და ჭარბი წონისკენ მიდრეკილების დროს ზომიერად უნდა მიირთვათ.

ეს ნაყოფი უკუჩვენებულია ნაწლავების სპაზმის და ყაბზობის დროს, რადგან მასში შემავალი ტანინები მწვავე გაუტანლობას იწვევენ.

ხილი კატეგორიულად აკრძალულია 10 წლამდე ბავშვებისთვის: ტანინები კუჭის წვენთან ერთად ბლანტ ნარევს ქმნის, რაც ბავშვის კუჭში საკვებს აერთიანებს და ნეგატიურ შედეგებს იწვევს.

დიეტოლოგები და ექიმები ხურმის რძესთან და ჩვეულებრივ ცივ წყალთან ერთად მიღებას კრძალავენ – ასე კუჭის პრობლემები გექნებათ.