მოდა და სტილი
როგორი სამოსი შევამზადოთ ზაფხულისთვის
ზაფხული კარს მოგვდგომია, უკვე დროა ამ სეზონისთვისაც მოვემზადოთ. დღეს მოგითხრობთ რა უნდა ატაროთ 2020 წლის ზაფხულში იმისთვის, რომ მოდურად გამოიყურებოდეთ.
ნუ იჩქარებთ მაღაზიების შტურმით აღებას, გადახედეთ თქვენს გარდერობს, დარწმუნებული ვარ იპოვით ისეთ ნივთებს, რომელთა ახალ კომბინაციაში გამოყენებასაც შეძლებთ!
რა უნდა ვატაროთ 2020 წლის ზაფხულში
ჯინსის კომბინიზონი ამ სეზონზე ძალიან აქტუალურია, denim total look წელს ტრენდშია ისევე როგორც ჯინსის კომბინიზონები.
აქტუალურია როგორც მოტკეცილი ასევე თავისუფალი კომბინიზოენებიც. ზაფხულისთვის ძალიან კარგი ვარიანტია შორტი კომბინიზონი.
მსუბუქი, კომფორტული და მოდური შორტები უკვე მეორე სეზონია პრაქტიკულად ნებისმიერს მატებენ მოდურ აქცენტს.
მოდური კოსტუმები
მოდაში კოსტუმების მრავალსახეობაა. აჯობებს უპირატესობა მსუბუქ საზაფხულო მატერიებს მიანიჭოთ. აირჩიეთ შარვლიანი ან მიდი/მინი კაბებიანი კოსტუმები.
არაჩვეულებრივია ნაზი და მკვეთრი ფერების მქონე კოსტუმები
ფართო შარვლები სეზონის ჰიტია! ასეთი შარვლები იდეალურია მაღალი და ტანადი ქალბატონებისთვის. ზაფხულში ეფექტური იქნება თეთრი შარვალი “პალაცო”: მსიგან ბევრი სხვადასხვა იმიჯის შექმნა შეიძლება. ასევე უნივერსალურია ბეჟი შარვლები.
მოდური ბლუზი ნებისმიერ გარდერობს დაამშვენებს, ის თქვენს გარეგნობას სიმსუბუქეს, ქალურობას და საინტერესო შტრიხებს შესძენს.
მოდაში მოცულობით სახელოებიანი, ბანტებითა და ტალღებით მორთული ბლუზებია. ასევე რეტრო სტილის, მაქმანებიანი და ღია მხრებიანი ბლუზებიც ტრენდში გახლავთ.
მოდური კაბები
დიზაინერებმა თეთრი კაბა კვლავ საზაფხულო ტრენდად გამოაცხადეს. მართალია თეთრის გარდა მოდაში ჩალისფერი და სპილოს ძვლისფერი კაბებიც.
ქალურობა ტრენდშია. ასე, რომ ყვავილებიანი პრინტის კაბაზე უარს ნუ იტყვით.
ყვავილებიანი პრინტის კაბა შეგიძლიათ როგორც გრძელი ასევე მოკლეც შეარჩიოთ. 2020 წელს მოდაშია როგორც დიდი ყვავილებიანე ასევე პატარა ყვავილებიანი პრინტიც.
და რა თქმა უნდა – უცვლელი კლასიკა! ყველაზე უბრალო კაბასაც კი საინტერესოს, რომანტიულს, ქალურსა და ელეგანტურს ხდის კოპლები. მთავარი წესი: კოპლების ზომა ფიგურის მასშტაბის მიხედვით უნდა შეარჩიოთ.
კიდევ ერთი მოდური ვარიანტი
მოდურ ოლიმპოზე ბახრომა დაბრუნდა. მოდაშია ვესტერნის სტილის ქურთუკებიც. ბახრომა სამოსს ეფექტურობასა და ინდივიდუალურობას სძენს.
ტროპიკული პრინტი ახალი არ არის, თუმცა წელს პალმებისა და სიმწვენის გარდა ის წვნიან ტროპიკულ ხილსაც მოიცავს.
ჭკვიანურად შეხამებული პრინტი – ნამდვილი ხელოვნებაა, რომელშიც ნებისმიერი ქალბატონი უნდა ერკვეოდეს.
2020 წლის ქალური გარდერობი თავისი მრავალფეროვნებით ნამდვილად გვახარებს. კარანტინი შესანიშნავი საშუალებაა ძველი გარდერობის გადასალაგებლად და ზაფხულში სატარებელი ნივთების სიის შესადგენად!