Connect with us

ჰოროსკოპი

რიცხვების მაგია: მარტივი რიტუალები ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად

დაბადებისთანავე ადამიანი რიცხვებით გარშემორტყმულია. თითოეულ ციფრს საკუთარი ენერგეტიკა აქვს, რომელიც ჩვენს ცხოვრებაზე გარკვეულ გავლენას ახდენს, მას აუმჯობესებს ან ართულებს. ციფრებს შეუძლიათ, რომ ბედის შეცვლაში, ფინანსების გაზრდაში ან სასიყვარულო ურთიერთობაში დაგეხმაროთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გაგიმხელთ, რომელ რიცხვებს აქვს ფინანსების მოზიდვის ძალა.

რიცხვების მაგიის და მარტივი რიტუალების გამოყენებით სიმდიდრის მოზიდვას, კარიერაში წარმატების მიღწევას შეძლებთ. რიტუალები შეასრულეთ და შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

ფინანსების მოსაზიდი რიცხვები

128

სამციფრიანი რიცხვი საკმაოდ ძლიერია. დაგეხმარებათ, რომ ფინანსურ სფეროში პრობლემები მოაგვაროთ. პოზიტიური ცვლილებებისთვის მარტივი რიტუალი შეასრულეთ. თეთრ ფურცელზე 128 დაწერეთ. ფურცელი გაკეცეთ და საფულეში ბარათების განყოფილებაში შეინახეთ. რიტუალი კარიერულ წინსვლაში და ფინანსების მოზიდვაში დაგეხმარებათ. რიტუალს ამკრძალავი დღე არ აქვს, კვირის ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ შეასრულოთ. მთვარის ფაზები გავლენას არ ახდენს.

რვიანი

რვიანი უსასრულობის სიმბოლოა. ამ ციფრს შეუძლია, რომ თქვენს ცხოვრებაში ფულის ნაკადი მიმართოს. სამი რვიანი თეთრ ფურცელზე დაწერეთ, გაკეცეთ და საფულეში მონეტების განყოფილებაში შეინახეთ. ასე მიიღებთ თილისმას, რომელიც სიღარიბისგან დაგიცავთ. თქვენს საფულეში ფული არასდროს დამთავრდება.

ხუთიანი

ეს ციფრი დაგეხმარებათ, რომ შემოსავლის ეფექტური მეთოდი იპოვოთ. ხუთიანი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. 5 წვრილი ფული შემოსასვლელ კართან შეინახეთ ისე, რომ სხვამ ვერ დაინახოს. ასე ცხოვრებაში ფულს მოიზიდავთ.

რიტუალები შეასრულეთ, თუ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება გსურთ. შესაძლოა ეს სწორედ ისაა, რაც ახლა გჭირდებათ.

Advertisement