Connect with us

ჯანმრთელობა

რისი გაკეთება არ შეიძლება, თუ ღამით გაგეღვიძათ. ძილის სპეციალისტის რჩევები

უმეტესობა ჩვენგანი ყველაფერს არასწორად აკეთებს და დაძინების უშედეგო მცდელობით მხოლოდ უძილობას იწვევენ.

უცებ, შუაღამისას თვალებს ახელთ და იღვიძებთ. ორგანიზმს დაძინება სურს, მაგრამ ეს ადვილი არაა. ნაცნობი სიტუაციაა? Alltime.ge-ს რედაქცია გირჩევთ ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები გაითვალისწინოთ.

ტუალეტში არ გახვიდეთ

რა თქმა უნდა, თუ მოთმენა არ შეგიძლიათ, ვერაფერს იზამთ, უნდა გახვიდეთ. მაგრამ ტუალეტში გასვლა მიზეზით „მაინც არ მძინავს“ – დიდი შეცდომაა და პრაქტიკულად სრული გარანტიაა, რომ ძილის შებრუნება გაგიჭირდებათ.

უბრალოდ ლოგინზე წამოჯდომაც გულის რიტმს ზრდის, ვიდრე ეს ძილის დროს იყო (დაახლოებით 60 დარტყმა წუთში). როცა დგებით და სხვა ოთახში გადიხართ, რიტმი უფრო ხშირდება, განმარტავს მაიკლ ბრეუსი, ძილის სპეციალისტი.

უგონო მდგომარეობის აღსადგენად გულისცემა კვლავ წუთში 60-მდე უნდა შემცირდეს, ეს კი დაუყონებლივ არ ხდება. სწორედ ამიტომ, ძილის შებრუნება გიჭირთ.

დრო არ შეამოწმოთ

ექიმი ბრეუსის კიდევ ერთი რჩევა – როგორც არ უნდა გაგიჭირდეთ, მოდუნდით და გონება გამორთეთ. საათს არ დახედოთ, ტელეფონი არ შეამოწმოთ – მოქმედება, რომელსაც თანამედროვე ადამიანი ინსტინქტურად ასრულებს მაშინაც კი, თუ თვალებს ჯერ ძლივს ახელს.

ადგომამდე საათები არ დაითვალოთ

ბევრ ადამიანს ირაციონალური შიში აწუხებს, რომ საკმარისად ვერ გამოიძინებს. სწორედ ამიტომ, ღამით გაღვიძებისას მაღვიძარამდე დარჩენილ დროს ითვლიან და შედეგად, საერთოდ ვეღარ იძინებენ.

აი, სწორი ქცევა მათთვის, ვისაც შემთხვევით ადრე გაეღვიძა: თვალები დახუჭეთ, მეორე გვერდზე გადაბრუნდით, ფიქრები გამორთეთ და კვლავ დილამდე დაიძინეთ!

ტკბილი სიზმრები!