Connect with us

თავის მოვლა

რეჰანი მუწუკების წინააღმდეგ და ნუშის პილინგი საკუთარი ხელით

მოხდენილი ფიგურის მისაღებად სასარგებლო პროდუქტს მივირთმევთ, მათი გამოყენება კანის გასაუმჯობესებლადაც შეიძლება. ოქროსფერი ზეითუნის ზეთი, ხილი და არომატული მწვანილი – ასეთ რაციონს კანი და თმა შესანიშნავ მდგომარეობამდე მიყავს. ლეგენდების მიხედვიტ, მათ თავად აფროდიტე იყენებდა, მან კი სილამაზის ფასი ნამდვილად იცოდა…

ზეითუნის ზეთი

დიდი ხნის განმავლობაში დავობდნენ კოსმეტოლოგიაში ზეთების გამოყენების საჭიროებასა და სარგებელზე. კოსმეტოლოგების ნაწილი ამტკიცებდა, რომ სწრედ მათი გამოყენება იწვევდა ფორების გაბიდვნასა და შავი წერტილების გაჩენას, თუმცა კვლევებმა აჩვენეს, რომ ზოგიერთი ზეთი პირიქით კანის გაჯანსაღებასა და ბარხატისებური ეფექტის მიღებას უწყობდა ხელს. მათ შორის არის ზეითუნის ზეთიც. ის მონოუჯერი მჟავებით არის სავსე და კანის დამცავ მანტიას აძლიერებს. იცავს კანს ტოქსიკური ნივთიერებებისა და იკრობებისგან, ხელს უწყობს ტენის შენარჩუნებას.

სკრაბი გაუხეშებული კანისთვის

ზეითუნის ზეთის ა ზღვის მარილის სკრაბი მუხლებზე, იდაყვებზე და ტერფებზე კანს ნაზსა და ბარხატისებურს ხდის. აურიეთ 2 სუფრის კოვზი მარილი და 5 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, მასაჟის მოძრაობებით გაუხეშებულ ადგილებზე დაიტანეთ და 10 წუთით დატოვეთ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

რეჰანი

რეჰანის ზეთი ფორებს ავიწროვებს და სისხლძარღვების კედლებს აძიერებს. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ ან გაფართოვებული ფორების პრობლემის წინაშე დგახართ – რეჰანი ყოველთვის თან უნდა გქოდნეთ.

ნიღაბი პრობლემური კანისთვის

რეჰანის ნიღაბი – შესანიშნავი საშუალებაა ანთების წინააღმდეგ. რეჰანის ფაფა – 1 წვეთ ჩაის ხეის ზეთთან ერთად ერთმანეთს შეურიეთ და შეშუპებულ ადგილზე დაიდეთ. მიიმაგრეთ ლეიკო-პასტის მეშვეობით, სახეზე 1 საათით დაიტოვეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნუში

ამ პროდუქტს ყველაზე ხშირად ზეთის სახით იყენებენ. მის შემადგენლობაში დაახლოებით 20% ცილაა, რომელსაც კანის კოლაგენის მსგავსი წყობა აქვს. მისი მოლეკულები საკმაოდ დიდია ამტომ მის გამოყენებას მხოლოდ გარეგანად აქვს ეფექტი. შედეგად კანი გლუვი და ლამაზი ფერის ხდება.

ნუშის გამწმენდი პილინგი

ნუშის პილინგის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 1 სუფრის კოვზი ნუშის ზეთი, 2 სუფრის კოვზი დაფხვნილი ნუში, 1 სუფრის კოვზი თეთრი თიხა, 2 სუფრის კოვზი ალოეს წვენი და რბილობი (ან კიტრის), 3 სუფრის კოვზი წყალი, რამდენიმე წვეთი თქვენთვის საყვარელი ეთერზეთი. თიხისა და ნუშის ნარევს 70 გრადუსამდე გაცხელებული წყალი დაასხით. ჩაუმატეთ ალოეს ან კიტრის წვენი და კომპონენტები ერთმანეთს კარგად შეურიეთ. დაეოდეთ სკრაბის შესქელებას და საშუალებაში 2-3 წვეთი ეთერზეთი ჩაასხით. პილინგი 7 – 10 დღეში ერთხელ გამოიყენეთ.

ყურძენი

ყურძენი რესვერატროლს და ტანინს შეიცავს. პირველი განსაკუთრებული ჯგუფის ანტიოქსიდანტებს მიეკუთვნება და კანის ლიპიდებს განადგურებისგან იცავს, მეორე კი კანის ცხიმის გამოყოფას უშლის ხელს, გიცავთ ქერტლის გაჩენისგან და ლიმფოდრენაჟული ეფექტიც გააჩნია.

გამწმენდი ტონიკი ყურძნისგან

ყურძნის მარცვალი ორ ნაწილად გაჭერით და სახე, კისერი დ ადეკოლტეს ზონა გაიწმინდეთ. ეს პრცედურა შეგიძიათ ყოველდღე ჩაიტაროთ, ნებისმიერი ტიპის კანზე. თუმცა ცხიმიანი კანისთის აჯობებს მწვანე მარცვალი აარჩიოთ რადგან მასში მეტი ტანინია, მშრალი და ნორმალური კანისთვის კი წითელი. თუ სახეზე კუპეროზის ბადე გაქვთ გაყინული და შემდეგ გამლღვალი ყურძნის მარცვლები გამოიყენეთ, ეს კანს მბზინვარებას შემატებს.

იოგურტი

იოგურტის შემადგენლობა იმდენად დაბალანსებულია, რომ თქვენი კანის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ცხიმები, ცილები და ნახშირწყლები უჯრედის შენებისთვის არის მნიშვნელოვანი, ლაქტოზა კანში ტენს იცავს, რძემჟავა კი – კანის მკვდარი უჯრედებისგან გაგათავისუფლებთ. ამასთანავე ფერმენტები რომელიც ამ პროდუქტის წარმოებისტის გამოიყენება კანის საფარის მიკროფლორის რეგულირებაში გეხმარებათ.

ნიღაბი მშრალი კანისთვის

აურიეთ 3 სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი და 2 სუფრის ოვზი ბლენდერში დაქუცმაცებული კარტოფილი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზიმდუღარე დასხმული შვრიის ფანტელი. ნიღაბი სახეზე 10-15 წუთით დაიდეთ და შედეგ წყლით ჩამოიბანეთ.