Connect with us

ჰოროსკოპი

რეტროგრადული პლანეტების პერიოდები 2022 წელს: როგორ მოვიქცეთ

„მნიშვნელოვანი საქმეები მარტივად და წარმატებულად რომ მოვაგვარო, საქმეს ყოველთვის სწორ დღეს ვიწყებ. ჩაინიშნე თარიღები, როცა 2022 წელს რეტროგრადულ პლანეტებს მეტნაკლებად დიდი გავლენა ექნება!“ – მითხრა დაქალმა, რომელიც უკვე 10 წელია ასტროლოგიას სწავლობს.

ყველამ იცის, რომ რეტროგრადული მერკურის პერიოდში საქმის დაწყება და მნიშვნელოვან დოკუმენტზე ხელის მოწერა სასურველი არაა. რეტროგრადული ვენერას დროს დაქორწინებამ ახალგაზრდებზე შეიძლება ბოროტად იხუმროს.

რეტროგრადული პლანეტების დღეებში ბევრმა ზოდიაქოს ნიშანმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. Alltime.ge-ს რედაქცია 2022 წლის რეტროგრადული პლანეტების გრაფიკს გიზიარებთ. უკვე დავბეჭდე და მაცივარზე დავკიდე!

რეტროგრადული პლანეტები 2022 წელს

დროდადრო ყველა პლანეტა, მზის და მთვარის გარდა, რეტროგრადულ მოძრაობაში გადადის (ვიზუალურად უკან მოძრაობს). პლანეტების რეტროგრადული მოძრაობა იმის გამო ხდება, რომ დედამიწა მზის გარშემო სხვა პლანეტებზე უფრო სწრაფად მოძრაობს. პლანეტა რეტროგრადულია, როცა დედამიწასა და ამ პლანეტას შორის მანძილი მინიმალური ხდება, რის გამოც ჩვენზე ძლიერ გავლენას ახდენს. მარტივად რომ ვთქვათ, თუ სახლიდან გავედით და ჩაიდნის გამორთვა დაგვავიწყდა, შემდეგ მოულოდნელად გაგვახსენდა, უკან დავბრუნდით და სიტუაცია გამოვასწორეთ, ასე სიმშვიდეს ვიგრძნობთ. სწორედ ასე ხდება იმ სფეროში, რომელზეც ასტროლოგიის მიხედვით რეტროგრადული პლანეტაა პასუხისმგებელი.

2022 წელს რეტროგრადული ვენერას პერიოდში შევედით. მისი უკუსვლა გასული წლის 19 დეკემბერს დაიწყო და 29 იანვარს სრულდება. ამ პერიოდში პირად ურთიერთობებში პრობლემები ჩნდება. არ ინერვიულოთ, დადებითი მხარეც აქვს. ასეთი სირთულეები გეხმარებათ გააცნობიეროთ, თუ ვინ არის თქვენ გვერდით სინამდვილეში.

რეტროგრადული ვენერას დროს სჯობს ადრე დაწყებული საქმეები და პროექტები დაასრულოთ, შემოქმედებითი მისწრაფებები განახორციელოთ, რომელზეც ადრე დრო არ გრჩებოდათ, ბიზნეს პარტნიორის ან მეუღლის, ასევე საყვარელი ხალხის და გარემოცვის მიმართ ურთიერთობები შეაფასოთ და გადააფასოთ, გარდერობი განაახლოთ და ეს სფერო გააუმჯობესოთ. კარგია დაკარგული ურთიერთობის აღდგენა.

რეკომენდებული არაა ნიშნობის გამოცხადება, დაქორწინება, ახალი ნაცნობების შეძენა. ასევე დღესასწაულების, პრეზენტაციების, სარეკლამო კამპანიების გამართვა, სავაჭრო თუ იურიდიული ხელშეკრულებების გაფორმება. ვალის აღება და გაცემა, კრედიტის გაფორმება, იურისტებთან კონტაქტი, სასამართლოში განცხადების შეტანა და კოსმეტიკური პროცედურები რეკომენდებული არაა.

რეტროგრადული პლანეტები

„კვლავ გამარჯობა!“ ასე ხუმრობენ ასტროლოგები რეტროგრადული მერკურის შესახებ. ეს მისალმება 2022 წელს 4-ჯერ მოხდება. 14 იანვარს, მერკური რეტროგრადულ მოძრაობას დაუბრუნდება, რაც ადრე დაწყებული საქმის დასრულებას ხელს შეუწყობს. ეს პერიოდი 2022 წლის 4 თებერვალს დამთავრდება. თითქმის პარალელურად რეტროგრადული ურანის პერიოდია (18 იანვრიდან 24 აგვისტოს ჩათვლით), რაც სტაბილურობაზე გავლენას მოახდენს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას მოსალოდნელია შეცდომები, განცხადებები, რომლებიც მოვლენების განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედებს.

რეტროგრადული პლუტონის პერიოდში (29 აპრილიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით) დრო სჯობს შეცდომებზე მუშაობას, შექმნილი სიტუაციის ანალიზს დაუთმოთ.

10 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით კვლავ რეტროგრადული მერკური კუროს ნიშანში გვხდება. მერკური კომუნიკაციაზე, ინტელექტზე, მარკეტინგზე, სწავლაზე, ყიდვა–გაყიდვასა და მეტყველებაზეა პასუხისმგებელი.

4 ივნისიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით რეტროგრადული სატურნი მერწყულის ნიშანში იქნება, 12 ივლისიდან თხის რქის ნიშანში. სატურნი შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა წესრიგი, დისციპლინა, პუნქტუალობა, უძრავი ქონება, კარიერა, სტატუსი და კარმული ვალი. ყველაფერი, რაც მნიშვნელოვან სამუშაო საკითხებს ეხება, წინ ნელა წავა.

23 ივლისიდან 23 ნოემბრის ჩათვლით რეტროგრადული იუპიტერი თევზის ნიშანში იქნება. იუპიტერი პასუხისმგებელია შემდეგ თემებზე: სამართლის საკითხები, სტრატეგია, განათლება, პოლიტიკა, მწერლობა, რეჟისორა და მოგზაურობა. 10 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით რეტროგრადული მერკური ქალწულის ნიშანში იქნება.

2022 წლის დასასრული

2022 წლის 30 ოქტომბრიდან 2023 წლის 12 იანვრის ჩათვლით რეტროგრადული მარსი ტყუპების ნიშანში იქნება, ხოლო 13 ნოემბრიდან კუროს ნიშანში. ამან შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტები, პირად ცხოვრებაში ან გლობალური კუთხით სიტუაციის გართულება. სწორედ ამიტომ, თქვენი ემოციები აკონტროლეთ და აგრესიას მოერიდეთ.

29 დეკემბრიდან დაიწყება რეტროგრადული მერკური თხის რქის ნიშანში, რომელიც 30 დეკემბრიდან მშვილდოსნის ნიშანში გადავა. ახალ, 2023 წელს რეტროგრადული მერკურის პერიოდში შევხვდებით (2023 წლის 18 იანვარს დასრულდება).

შეგახსენებთ, რომ 14 იანვრიდან მერკური რეტროგრადული ხდება, ამიტომ თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეინახეთ, რადგან ურანთან ერთად იზრდება კომპიუტერთან, ინტერნეტთან და ელექტროქსელთან დაკავშირებული პრობლემების რისკი.

რეტროგრადული პლანეტების პერიოდში იმ სფეროში, რომელზეც რეტროგრადული პლანეტაა პასუხისმგებელი, ახალი გლობალური პროექტების დაწყება რეკომენდებული არაა. ამის ნაცვლად რევიზია ჩაატარეთ, საქმეები დაასრულეთ, მოაწესრიგეთ სფეროები, რომელიც რეტროგრადულ პლანეტას ეხება.

მნიშვნელოვანია, რომ რეტროგრადული პერიოდის არ შეგეშინდეთ. 2022 წლის რეტროგრადული პლანეტები თქვენი დამხმარეები გახდება, თუ გონივრულად მიუდგებით!

Advertisement