ჰოროსკოპი
რეინკარნაციის 7 ვარიანტი
არსებობს მოსაზრება, რომ გარდაცვალების შემდეგ ადამიანი კვლავ იბადება და დედამიწაზე ახალ სხეულში მოდის. ამას რეინკარნაცია ეწოდება და სტატიაში განვიხილავთ, რეინკარნაციის რომელი ვარიანტები არსებობს. შეიძლება რომელიმე მათგანში თქვენი ტავიც ამოიცნოთ.
ბავშვი
ეს სულის პირველი განსხეულებაა, როდესაც მან ჯერ კიდევ არ იცის რა უნდა და საით მიისწრაფვის. ამ დროს ადამიანი აღმოჩენებით სავსე ცხოვრებას გადის თუმცა წინააღმდეგობებიც ბევრი ხვდება. ყველაფერი რასაც ის ეჩეხება დიდ ემოციებსა და ბევრ შეკითხვებს აჩენს.
მოსწავლე
აქ მტავარი მოტივაცია ცნობისმოყვარეობა და სწავლის წყურვილია. ამ განსხეულებაში ადამიანი ცდილობს ცხოვრება ისწავლოს, გაერკვიოს როგორ არის მოწყობილი სამყარო, იძენს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. ამ ტიპის ადამიანები ძალიან მოხერხებულები და მატერიალისტები არიან, მაგრამ ამავდროულად სწავლის მოყვარულები და ცოცხალი ხასიათის მქონეები არიან.
მოზარდი
აქ ძირითადი მოტივაცია – პირადი შეხედულებების შექმნა და მათი დაცვაა. ამ განსხეულების ადამიანები დიდი ინდივიდუალიზმით, საკუთარი ტავის პოვნის სურვილით და გარშემომყოფებზე გავლენის მოხდენის სურვილით გამოირცევიან. ეს შეიძლება ყველაზე ნიჭიერი და შემოქმედებითი ადამიანები იყვნენ, რომლებსაც საკუთარი თავის მკვეთრად გამოვლენაში ხელს ყოელთვის რაღაც უშლით.
საყვარელი
ამ ეტაოზე ადამიანი ურთიერთობების შექმნით არის დაკავებული. ის იკვლევს საკუთარ თავსა და სულს სხვა ადამიანების წყალობით. ამ განსხეულებაში ადამიანი ბევრ რამე სიგებს მისწრაფებების და ვნებების შესახებ. რომანტიკის, სიყვარულის ბედნიერებისა და პატიების ტკივილის შესახებ. ადამიანები, რომლებიც კარგად გაჯერებული პირადი ცხოვრებით ცხოვრობენ, სწორედ ამ სტადიას გადიან.
წინამძღოლი
ამ ადამიანმა უკვე შეიძინა აუცილებელი თვისებები, ასევე იპოვა თავისი ადამიანები, რომლებმაც ისინი აღიარეს და მას მისდევენ. ისინი სულით ძლიერი ადამიანები არიან, მათი ძირითადი მოტივაცია იმ ადამიანებებისთვის გადაწყვეტილებების პოვნაშია, რომლებიც გადაწყვეტილების პოვნის დროს სირთულეებს აწყდებიან. ისინი ერთგვარი “სუპერმენები” არიან, რომელთა მთავარი მისწრაფება საზოგადოების დახმარებაა.
მასწავლებელი
ამ ეტაპზე მათ სურვილი აქვთ ის ცოდნა რომელიც წინა ცხოვრებაში დააგროვეს ახლა სხვებს გაუზიარონ. ეს ადამიანები ჩვეულებრივ სულიერად და მატერიალურად ძალიან გულუხვები არიან. იმიტომ, რომ შინაგან ძალასა და სიბრძნეს გრძნობენ.
როლური მოდელი
ეს რეინკარნაციის უმაღლესი გამოხატულებაა. ამ დონეზე ადამიანს არ ადარდებს მატერიალური ნივთები, ის მხოლოდ სულის სრულყოფილებაზე ზრუნავს. ის სხვა ადამიანებზე აღარ კონცენტრირდება, ის არ მიისწრაფვის ვინმესთვის რამის სწავლებისკენ – ის თავის ცხოვრებას მდუმარედ და ინტერესით გადის.