Connect with us

ჯანმრთელობა

რა ხდება თქვენს ტვინში, როცა სმარტფონს ძილის წინ იყენებთ

ახალი ამბების კითხვა მეგობრული საუბრის, სადილობის ან მგზავრობის დროს. ქუჩაში სიარულისას შეტყობინებების წაკითხვა. ნებისმიერ მოსახერხებელ მომენტში სმარტფონის ეკრანზე ყურება. ამ ყველაფრით უკვე ვერავის გააკვირვებთ. Alltime.ge-ს რედაქცია გიზიარებთ მეცნიერების კვლევების შედეგებს, თუ რატომ არის საზიანო ძილის წინ სმარტფონის გამოყენება ორგანიზმისთვის.

მზრუნველმა მეცნიერებმა დაითვალეს, რომ საშუალოდ მოდური გაჯეტის თანამედროვე მფლობელი სმარტფონში განახლებებს ყოველ 6 წუთში ამოწმებს. ეს ფაქტი ყველამ მიიღო და შეეგუა, პროგრესთან კამათი რთულია. დაუღალავმა მკვლევარებმა ამ საკითხის განხილვა არ შეწყვიტეს: სმარტფონის გავლენა ჯანმრთელობაზე აშკარაა. როგორც აღმოჩნდა, ძილის წინ ახალი ამბების ყურება ყველაზე მეტად საზიანოა. ამის გაგების შემდეგ ძილის წინ მოციმციმე ეკრანის ყურება აღარ მოგინდებათ.

ძილი ნაზი ფიზიოლოგიური პროცესია. სწრაფად, მარტივად და მშვიდად დასაძინებლად და აღსადგენად ორგანიზმმა გარკვეული ჰორმონები უნდა გამოყოს. ეს კი, შესაძლებელია გარკვეული პირობების შემთხვევაში: საძინებელი ოთახი უნდა განიავდეს, ბნელი და კომფორტული უნდა იყოს. ღამით სმარტფონის სინათლე ძილისთვის იდეალურ ადგილს არ შეეფერება.

ეკრანის სინათლე ხელს უშლის ჰორმონის, მელატონინის წარმოებას, რომელიც დაღლის შეგრძნებას გვაიძულებს. სმარტფონის ეკრანიდან ფოტონების ნაკადი სიგნალს გვაძლევს: ჯერ ძილის დრო არაა! ჯერ კიდევ იმდენი უნახავი ამბავი, იმდენი საინტერესო სიახლეა! ნელა ვიძინებთ, შემდეგ გაცილებით ნაკლები დროით გვძინავს. დღის განმავლობაში დაგროვებული სტრესი ძლიერდება. ალბათ, ფიქრობთ, რომ ეს, არც ისე ცუდია! მწარედ ცდებით!

მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საკმარისი რაოდენობით ძილი ორგანიზმის სწორი მუშაობისთვის. 7-9 საათში ტვინის ნეირონებმა სრულყოფილად დასვენება უნდა მოასწროს. გარდა ამისა, ტვინი ნეიროტოქსინებისგან უნდა გაიწმინდოს. ეს მხოლოდ ხანგრძლივი ძილის შემთხვევაშია შესაძლებელი.

თუ დაგროვებულ ნეიროტოქსინებს არ მოიშორებთ, კონცენტრაცია გაგიჭირდებათ. მეხსიერება გიმტყუნებთ, მასში ჩავარდნებიც გამოჩნდება. უყურადღებობა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, შენელებული რეაქციები. ადამიანი, რომელსაც ცოტა სძინავს, ზომბი ხდება. ეს ძალიან დიდი მსხვერპლია. დღის ბოლოს ახალი ფოტოს ნახვა ან რაიმე საინტერესოს წაკითხვა კარგია, მაგრამ პირადად, მე, უშუალოდ ძილის წინ ამას აღარ გავაკეთებ.