Connect with us

საკითხავი

რა წავუსვათ სარკეს აბაზანაში, რომ აღარ დაიორთქლოს

აღიარეთ, რომ ყოველი შხაპის მიღების შემდეგ სარკის გაწმენდა გაღიზიანებთ. მაშინაც კი, თუ ოდნავ დაიორთქლა, ზოლებს და წვეთებს გვერდს ვერ აუვლით. მასში საკუთარი თავის კარგად დანახვა შეუძლებელია. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რა წაუსვათ სარკეს, რომ პრობლემა სამუდამოდ დაივიწყოთ.

ხრიკს ერთ–ერთ ფორუმზე წავაწყდი. ქალმა გააზიარა რჩევა, თუ რისი წასმა სჯობს სარკეზე აბაზანაში, მაგრამ მისი იდეა მაშინვე დაგმეს. თითქოს, სულელურად ჟღერდა. და მაინც, ასეთი კატეგორიული არ ვიყავი და არ ვინანე. გირჩევთ, პრაქტკიკაში გამოცადოთ.

რა წავუსვათ სარკეს აბაზანაში, რომ კონდენსაცია არ გამოჩნდეს

ამ საქმეში მყარი საპონი დაგჭირდებათ. საპონიც და სარკეც დამუშავების პროცესში მშრალი უნდა იყოს. სარკეს საპონი ქაოსურად წაუსვით. ახლა სუფთა მშრალი ჩვრით საპნის კვალი მოაშორეთ. სარკე სუფთა დარჩება.

ასე სარკეს საპნით გააპრიალებთ. მასზე მხოლოდ საპნის ფირი დარჩება, რომელიც სითხეს სარკეზე დაგროვების უფლებას არ მისცემს.

კიდევ სად გამოვიყენოთ ეს ხრიკი

საპონი კონდენსაციასთან საბრძოლველად სხვაგანაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, თუ სათვალეს ატარებთ, იცით, თუ როგორ ორთქლდება მინა ზამთარში. მშრალი საპონით სათვალის შიდა მხარე დაამუშავეთ და მშრალი ნაჭრით გააპრიალეთ. ასე მსგავს შედეგს მიიღებთ.

აი, სახლის ფანჯარასა და მანქანაზე საპონის დახარჯვა დასანანია. ამ შემთხვევაში იაფი საპარსი ქაფი დაგეხმარებათ. მშრალ ფანჯარას წაუსვით და მშრალი სუფთა ქსოვილით გააპრიალეთ. მტირალა ფანჯრის პრობლემას დიდი ხნით დაივიწყებთ. გაგვიზიარეთ მეთოდები, როგორ უმკლავდებით კონდესანტს?!

Advertisement