ჯანმრთელობა
რა შეიძლება გააკეთოთ იასამნით მისი ყვავილობის პიკში
გაზაფხული არ არის მხოლოდ შესანიშნავი ამინდი ენით აღუწერელი არომატებით. პირველ რიგში, ეს არის დრო, როცა ბუნების საჩუქრების სათანადოდ დაფასება შეგიძლიათ. მაგალითად, ჩვეულებრივი სარეველა ჩვენი კერძის სასარგებლო ინგრედიენტი, ხოლო იასამნის ყვავილები სამკურნალო საშუალების ძირითადი საფუძველი ხდება.
ბუნებასთან ახლოს ყოფნა მარტივია. თავი ნამდვილ მკურნალად იგრძენით და იასამნის ჯადოსნური ზეთი მოამზადეთ. ამაში აუცილებლად დაგეხმარებათ. მოთმინება იქონიეთ, ხოლო იასამნის ყვავილები ქუჩაში უკვე გელოდებათ. არომატული ბუჩქის ყვავილობის პიკი სადაცაა გადავა. სწორედ ამიტომ, არც ერთი წუთი არ დაკარგოთ!
როგორ გამოვიყენოთ იასამნის ყვავილები
იასამნის სამკურნალო თვისებები
ხალხურ მედიცინაში იასამანი დიდი პოპულარობით სარგებლობს. პირველ რიგში, ყვავილები დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას, ეთერზეთს და ფლავონოიდს შეიცავს. ის ადამიანის ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს. მეორეც, იასამანი სიცხის დამწევ, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ თვისებებს ფლობს. გარდა ამისა, იასამნის ყვავილები ჩაის, ზეთის, კომპრესის და მალამოს მოსამზადებლად გამოიყენება. ის რევმატიზმის, რევმატოიდული ართრიტის, რადიკულიტის, ქუსლის დეზის და პოდაგრის დროს დაგეხმარებათ.
იასამნის ყვავილების ზეთი
იასამნის ზეთის შეძენა სპეციალურ მაღაზიებშიც გაგიჭირდებათ. უფრო ხელმისაწვდომია ეთერზეთები. ეს პრობლემა არაა! არომატული ზეთი შეგიძლიათ თავად მოამზადოთ. დაჟინებით გირჩევთ, რომ ყვავილები ტყის ზონაში ან ქალაქგარეთ, მტვრიანი გზიდან და დასახლებული ადგილებიდან მოშორებით მოკრიფოთ.
თქვენ დაგჭირდებათ:
- იასამნის ახალი ყვავილები
- ნებისმიერი მცენარეული ზეთი გამოხატული სუნის გარეშე
- ერთლიტრიანი ქილა თავსახურით
- სუფთა მარლა
მომზადება:
1. ყვავილები ღეროებს მოაშორეთ და ქილაში ჩაყარეთ.
2. მცენარეული ზეთი 40 გრადუსამდე შეათბეთ და ყვავილებს დაასხით.
3. ქილას თავსახური დაახურეთ და 2 დღე დააყენეთ.
4. ამის შემდეგ ზეთი მარლაში გადაწურეთ, იასამნის ყვავილები გაწურეთ.
5. ამის შემდეგ ზეთი კვლავ შეათბეთ, ახალი პორცია ყვავილები დაუმატეთ. კვლავ დააყენეთ.
6. პროცედურა გაიმეორეთ, სანამ იასამნის არომატულ ზეთს არ მიიღებთ.
რისთვის გამოვიყენოთ იასამნის ზეთი
იასამნის ზეთს შუბლსა და საფეთქლებზე შაკიკის და შეციების დროს ისვამენ. გარდა ამისა, მისი დახმარებით შეგიძლიათ მტკივნეული სახსრები სასუნთქი ორგანოების სხვადასხვა დაავადების დროს დაიმასაჟოთ. მაგალითად, რევმატიზმის დროს. ასევე საშუალებას კრემს, სხეულის ლოსიონს, შამპუნს და კონდიციონერს უმატებენ. კოსმეტიკა იასამნის ჯადოსნური არომატით და სასარგებლო ნივთიერებებით გამდიდრდება.
თანამედროვე ბალახების მცოდნეები იასამნის ზეთს გამონაყარის, მზის დამწვრობის, ნაკაწრის და ჭრილობის დროს იყენებენ. გარდა ამისა, საშუალება კანის დაავადებების დროს სასარგებლოა. მაგალითად, ჩირქოვანი აკნე, გამონაყარი ან ძირმაგარა. ასევე ზეთს სურდოს, ბრონქიტის, ანგინის ან გრიპის სამკურნალოდ ინჰალაციის დროს იყენებენ. იასამნის ყვავილებს სტრესის და სხვა ნერვული აშლილობის მოხსნა შეუძლია.
იასამნის ზეთს ვარიკოზული გაფართოებული ვენების დროს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იყენებენ. ზეთში დასველებულ კომპრესებს და სახვევებს ღამით იკეთებენ. ზემოდან კი საკვებ პარკს იხვევენ. პროცედურა სჯობს გამოიყენოთ სახსრების დამატენიანებელ სპეციალურ საშუალებასთან კომბინაციაში.
როგორც ხედავთ, იასამნის ყვავილებს ყურადღება ნამდვილად უნდა მიაქციოთ. თქვენ არომატული ზეთის მომზადებას სახლის პირობებში მარტივად შეძლებთ. ის სხვადასხვა მიზნით გამოიყენეთ. მაგალითად, თუ ცოტა ზეთს სახლის საწმენდ საშუალებებს დაუმატებთ, ბინა ჯადოსნური არომატით გაივსება.