Connect with us

საკითხავი

რა შეგიძლიათ სთხოვოთ უფალს ლოცვით მირქმის დღესასწაულზე და როგორ გააკეთოთ სწორად

მირქმა 2022 წელს, როგორც ყოველთვის, 15 თებერვალს აღინიშნება. ეს უძრავი საუფლო დღესასწაულია, რომელიც მიგებებას ნიშნავს. ძველი აღქმის ახალთან შეხვედრა, ძველი სამყაროს ახალ ქრისტიანულ მიგებება, ასევე ზამთრისა და გაზაფხულის შეხვედრა. მირქმა ამ აზრს ყველაზე უკეთ გამოხატავს, არა უბრალოდ შეხვედრას, არამედ პატარას დიდთან, ადამიანის ღმერთან მიგებებას გულისხმობს.

სწორედ ამ დღეს, მრავალი საუკუნის წინ, ძველი აღთქმის კანონების მიხედვით, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა პატარა იესო (დაბადებიდან მე-40 დღეს) იერუსალიმის ტაძარში მიიყვანა, რომ ღმერთისთვის მიეძღვნა. ტაძარში ჩვილ იესოს მოხუცი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი შეხვდა.

მირქმის დღესასწაული განსაკუთრებული და სასიხარულოა. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რა შეგიძლიათ ითხოვოთ ლოცვით და როგორ გააკეთოთ სწორად.

მირქმის დღესასწაული 2022 წელს

მირქმაზე ლოცვა სასიხარულო ხასიათს ატარებს. მორწმუნეები მადლიერების ლოცვებს კითხულობენ, უფალს და ღვთისმშობელს ლოცვებით ადიდებენ. ითვლება, რომ ამ დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს!

გირჩევთ, რომ მირქმის დღესასწაულზე ეკლესიაში წასასვლელად და სალოცავად დრო გამონახოთ. თუ ვერ ახერხებთ, სახლში ილოცეთ. მთავარია, სიტყვები გულიდან მოდიოდეს და წრფელი იყოს.

ამ დღეს ღვთისმშობელს ლოცვით შეგიძლიათ სთხოვოთ დახმარება და ოჯახის შექმნაში მფარველობა. გაუთხოვარ ქალებს შეუძლიათ ღვთისმშობელს საქმროსთან შეხვედრა სთხოვონ, ხოლო დაოჯახებულ ქალებს შეუძლიათ დაორსულებასა და მსუბუქ მშობიარობაზე ილოცონ. უფალს ოჯახის კეთილდღეობა, შვილების და ნათესავების კარგი განწყობა შესთხოვეთ.

ტროპარი: გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა.

კონდაკი: საშო რა ქალწულებრივი განსწმინდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ ვითარცა გშვენოდა, უსწვრე აწცა და გვაცხოვნენ ქრისტე ღმერთო, დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობა ჩუენი და დაიცვენ მეფენი, რომელნი შეიყვარენ, მხოლოო კაცთ-მოყვარე.

მირქმის წინადღესასწაული ტროპარი: ზეცისა ანგელოზთა გუნდი მოიწივნის ქვეყნად და იხილეს ღმერთი, ვითარცა ჩვილი, ტვირთული მოხუცებულისა მკლავთა ზედა წინაშე ტაძრისა პირმშო ყოველთა დაბადებულთა დედისაგან უქორწინებელისა და ჩუენთანა უგალობენ ანგელოზნი წინადღესასწაულსა ამას, ყოვლადსაკვირველსა საკვირველებათასა.

მირქმის წინადღესასწაული  კონდაკი: მამისა თანა სიტყუა უხილავი აწ უკუე იხილვების ხორცითა, გამოუთქუმელად ქალწულისაგან შობილი და ხელთა ზედა მოხუცებილისათა მიეცემის, თაყვანს ვსცემთ მას, ვითარცა ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩუენსა.

ლოცვის გარდა უფლისა და ნათესავების მიმართ მადლიერება უნდა გამოხატოთ. კარგ განწყობაზე იყავით და ნეგატიური ფიქრები და დარდი მოიშორეთ. არ იკამათოთ, არ იჩხუბოთ და ბილწი სიტყვები არ თქვათ, რომ სახლში უბედურება არ მოიზიდოთ.

ამ დღეს რეცხვას და აბანოს პროცედურებს თავი აარიდეთ. სახლის დალაგება აკრძალულია, მხოლოდ კერძის მომზადება და შინაური ცხოველის მოვლაა ნებადართული.

როგორც ჩემი ტაძრის მამაო ამბობს: „ქრისტიანი ლოცვის გარეშე იგივეა, როგორც ჩიტი უფრთოდ, მის გარეშე ცაში ფრენა რთულია!“. მირქმის დღესასწაულზე მთელ ოჯახთან ერთად ეკლესიაში აუცილებლად წავალ, რომ უფალს შენდობა ვთხოვო და ყველაფერი კარგისთვის მადლობა გადავუხადო.

Advertisement