Connect with us

ყვავილები

რა უნდა დარგოთ ჟოლოს გვერდით, რომ კენკრა გაიზარდოს და არა ფესვები

მებაღეები, რომლებიც ჟოლოს ზრდიან, მისი გაბარდვის პრობლემას ხშირად აწყდებიან. ტერიტორიის „დაპყრობის“ შესაჩერებლად ყველაზე მარტივი მეთოდი: მის გარშემო გარკვეული მცენარეების დარგვა. ისინი ტენიანობისა და ზრდისთვის საჭირო ნივთიერებებზე იბრძოლებენ. ხოლო ჟოლოს ბუჩქი მორჩილად თავის ადგილას დარჩება.

სიმართლე რომ ვთქვათ, ბევრი მცენარისთვის ჟოლო ცუდი მეზობელია. საქმე მის ფესვებშია, რომელიც სწრაფად ვრცელდება და ახალ ფესურებს იღებს. გაბარდული ბუჩქი სხვა მცენარეებს ავიწროებს. ამასთან ცუდ მოსავალს იძლევა, კენკრა ზომაში მცირდება. როგორ დავიცვათ ჟოლო?

როგორ დავიცვათ ჟოლოს ბუჩქი გაბარდვისგან

გაბარდვის მიზეზები

ჟოლო ნაკვეთის საზღვრებს მისი გამრავლების თავისებურების გამო ცდება. იმის გასაგებად, თუ როგორ ხდება ჟოლოს გაზრდა, მისი განვითარების გზას გადავხედოთ.

თესლის დარგვიდან ერთ წელში ნერგები იზრდება. დროთა განმავლობაში ფესურა და პატარა ღერო ვითარდება.

მეორე წელს ნაყოფის ტოტებს უშვებს. ფესვების სისტემაში უფრო მეტი ცვლილება ხდება. რამდენიმე ჩანაცვლებულ ყლორტებს და შვილობილ ამონაყარს შენიშნავთ. რამდენიმე თვეში მათ საკუთარი ფესურა უვითარდებათ.

მომდევნო წელს, როგორც დედა, ასევე შვილობილი ყლორტები ნაყოფის ტოტებით თავს იწონებს.

ამრიგად, თუ ჟოლოს ბუჩქის გამრავლებას არ გააკონტროლებთ, მთელ ნაკვეთს დაიპყრობენ. დედა ყლორტის მოშორებაც კი დანარჩენ ამონაყარზე გავლენას არ ახდენს.

მცენარეები, რომლებიც ჟოლოს გაბარდვას აფერხებენ

მჟაუნა

ბუჩქის გარშემო მჟაუნას დარგვა მის გავრცელებას შეაჩერებს. ტანინების და რამდენიმე მჟავების შემცველობის წყალობით ფესვების სისტემის ზრდას და განვითარებას აფერხებს. ამასთან სალათებისა და მწვანილის წვნიანების შესანიშნავი ინგრედიენტია.

სასურველი შედეგის მისაღებად მჟაუნა 2-3 რიგად (მინიმუმ 50 სმ) დარგეთ. აქ, ერთდროულად, რამდენიმე პრობლემა თავს იჩენს. პირველ რიგში, ნაკვეთის დიდ ნაწილს კარგავთ. მეორეც, ბალახის მცენარეც ასევე სწრაფად ვრცელდება. ამრიგად, მასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.

ლობიო

ჟოლოს შემოსაღობად სატაცური ან მწვანე ლობიო გამოიყენეთ. აზოტი, რომელსაც ეს კულტურა გამოყოფს, მიწისზედა ნაწილის განვითარებისკენ მთელი ძალის მიმართვას აიძულებს. ფესურა კი მშვიდად დარჩება.

საგველა

ეს ერთწლიანი ბალახი სარეველებს შეიძლება მივაკუთვნოთ. ამ შემთხვევაში ჟოლოსთვის ძალიან სასარგებლოა. მას ძლიერ განვითარებული ფესვების სისტემა აქვს, რომელიც შვილობილი ამონაყარის გავრცელებას აფერხებს.

ეს მცენარეები ნაკვეთზე თქვენი დამხმარეები გახდება. გავრცელების პროცესის გაკონტროლება შეგიძლიათ სხვა მეთოდებითაც: ჟოლო ღობესთან დარგეთ, მის ირგვლივ 20-30 სმ სიღრმის ორმო ამოთხარეთ და ბარიერი დააყენეთ (მიწაში 15-20 სმ სიღრმეზე ჩარგეთ. ასევე ბუჩქები დროულად გადაჭერით. კომპლექსური მიდგომით ყოველწლიურად კენკრის შესანიშნავ მოსავალს მიიღებთ.