Connect with us

საკითხავი

რა სასწაულებს უნდა ველოდოთ 24 ივლისს, წმინდა მოციქულთასწორი ოლღას ხსენების დღეს

ოლღა ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ქალის სახელია. ეს ახლანდელი მოდა არაა. ამ სახელს საუკუნეების განმავლობაში პატივს სცემდნენ. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ოლღას სახელის მატარებელნი დღეობას წელიწადში 6-ჯერ აღნიშნავენ: 10 თებერვალი, 6 მარტი, 14 მარტი, 17 ივლისი, 24 ივლისი და 23 ნოემბერი. ოლღას ყველაზე დიდი დღესასწაული აღინიშნება ივლისის ბოლოს, 24 რიცხვში.

როგორ გამოჩნდა ოლღას დღესასწაული

ამ დღეს წმინდა მოციქულთასწორი ოლღას ხსენების დღე აღინიშნება. ის კიევის რუსეთს 944 წლიდან 964 წლამდე მართავდა და ითვლება პირველ ადამიანად, რომელმაც რუს დიდგვაროვნებს შორის ქრისტიანობა მიიღო. მაშინ რუს ხალხს სკანდინავიელები მართავდნენ და ოლღა გამონაკლისი არ იყო. სინამდვილეში, სახელი ოლღა მომდინარეობს სკანდინავიური სახელიდან ჰელგა, რაც „წმინდანს“ ნიშნავს.

დედოფალი ოლღა კონსტანტინოპოლში 954 წელს მოინათლა. ვინაიდან სახელი ოლღა წარმართულად ითვლებოდა, ნათლობისას ქრისტიანულად ელენა შეარქვეს. მოკლედ, მისი შემდგომი ღვაწლით ოლღამ მართლმადიდებელ წმინდანთა შორის ადგილი დაიმკვიდრა. 1547 წელს იგი წმინდანად შერაცხეს, ხოლო სახელი ოლღა ქრისტიანული გახდა. ლეგენდის თანახმად, წმინდა ოლღა დედებს და ქვრივებს მფარველობს.

ოლღა მმართველობის დროს ქრისტიანობის გავრცელებას ხელს უწყობდა. მის დროს ბევრი ტაძარი აშენდა, კერძოდ, კიევში წმინდა სოფიას ტაძარი დაარსდა. ითვლება, რომ ოლღას გავლენის წყალობით მისმა შვილიშვილმა ვლადიმერმაც ქრისტიანობა მიიღო და რუსობა მონათლა.

ნიშნები ოლღას დღეს

თუ 24 ივლისს ჭექა–ქუხილს გაიგონებთ, მაშინ სათევზაო აღჭურვილობა მოამზადეთ: წარმოუდგენელი რაოდენობის თევზს დაიჭერთ. ძლიერი ქუხილი ხანგრძლივ წვიმას და უამინდობას გვპირდება. აი, ოლღას დღესასწაულის დღეს მზიანი ამინდი პურის კარგ მოსავალს ნიშნავს.

რა არის აკრძალული ოლღას დღესასწაულზე

წმინდა მოციქულთასწორი ოლღას ხსენების დღეს სახლის დალაგებისა და რეცხვისგან თავი შეიკავეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სახსრების ტკივილს და ძალის დაკარგვას იგრძნობთ. ფულის სესხად აღება არ გაბედოთ, რადგან შემდეგ დაბრუნებას ვერ შეძლებთ. ამ დღეს ეცადეთ, რომ არავის ეკამათოთ, რადგან შერიგებას დიდხანს ვერ შეძლებთ.

ასევე 24 ივლისს ქორწილის დაგეგმვა არ ღირს. წმინდა ოლღას დღეს ქორწილის გადახდა იმის ნიშანია, რომ დიდხანს შეუღლებულები არ იქნებით.

ნაცნობ ოლღებს მათი მფარველი ანგელოზის ხსენების დღე აუცილებლად მიულოცეთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ქრისტიანული დღესასწაული პირველ რიგში მიზეზია, რომ საკუთარ ქმედებებზე დაფიქრდეთ და სული განიწმინდოთ!

Advertisement