Connect with us

საკითხავი

რა სასწაულებს უნდა ელოდოთ 2 მაის, ნეტარი მატრონა მოსკოველის ხსენების დღეს

ნეტარი მატრონა მოსკოველის ხსენების დღე, როგორც ყოველთვის, 2 მაისია. ამ წმინდანის დღეს ყოველწლიურად აღვნიშნავ, გულმხურვალედ ვლოცულობ და დახმარებას ვთხოვ. ნეტარ მატრონას ავადმყოფობის განკურნება და ახლობლების ჯანმრთელობა შეგიძლიათ შესთხოვოთ!

დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა სასწაულებს უნდა ელოდოთ ნეტარი მატრონა მოსკოველის ხსენების დღეს.

მატრონას დღე 2022 წელს

ნეტარი მატრონა ახლოსაა ყველასთან, ვინც იცის მისი რთული ბედი და ეკლიანი ცხოვრების გზა, რომელიც რწმენით, თავმდაბლობით და ადამიანების სიყვარულით სავსე იყო. უფალმა დააჯილდოვა ნიჭით, რომელსაც ბოლო წვეთამდე გაჭირვებულებს აძლევდა, ყველას კურნავდა.

მატრონა 1881 წელს რუსეთში, ტულის პროვინციაში დაიბადა. მისი მშობლები ახალგაზრდები არ იყვნენ და ჯერ კიდევ გოგონას გაჩენამდე მისი ბავშვთა სახლში ჩაბარება გადაწყვიტეს. მატრონას დედას დაესიზმრა წინასწარმეტყველური სიზმარი თეთრი და წითელი, მაგრამ ბრმა მტრედით. მან გოგონას ჩაბარებაზე უარი თქვა.

მატრონას რთული ბედი ჰქონდა. გოგონა განვითარების მანკით დაიბადა. თვალების კაკლები უკიდურესად განუვითარებელი იყო, ხოლო ქუთუთოები დახუჭული. ამავდროულად, ჩვილს მკერდზე ჯვრის ფორმის ამობურცულობა ჰქონდა, როგორც ღვთაებრივი მადლის განსაკუთრებული ნიშანი.

3 წლის ასაკში სულიერი ნიჭი გამოუვლინდა – შორსმჭვრეტელობა და სხვადასხვა უსიამოვნების განკურნება. 8 წლის ასაკში ხალხმა მასთან სიარული დაიწყო. მოსულ ხალხს სიტყვით და საქმით ანუგეშებდა. მადლიერი ხალხი დედა მატრონას ტკბილეულით და საჩუქრებით ავსებდა. გოგონა ასე ოჯახს ეხმარებოდა. მათთვის ნუგეში, იმედი და საყრდენი გახდა.

ერთხელ მატრონას შესახებ ამბავი მეზობელ სოფელშიც გავრცელდა, სადაც დამბლადაცემული მამაკაცი ცხოვრობდა. მატრონას მას გადასცა: „დაე, დილიდან ჩემთან ცოცვით წამოვიდეს, სამი საათისთვის მოცოცავს. ასეც მოხდა. მამაკაცმა მატრონას სახლამდე 4 კმ გაცოცა, განიკურნა და სახლში საკუთარი ფეხით წავიდა.

ნეტარი მატრონას სიცოცხლეში ბევრი ასეთი შემთხვევა იყო. წინასწარმეტყველებებზე არაფერს ვამბობთ. ახლაც, როცა წმინდანი ზეცაშია, აგრძელებს მათ დახმარებას, ვინც ლოცვით მიმართავს. ნეტარი მატრონა ყველაფერს ხედავს!

აკრძალვები ნეტარი მატრონას ხსენების დღეს

ამ დღეს ზოგიერთი საქმის გაკეთება არ შეიძლება, რომ სახლი უსიამოვნებით არ გაავსოთ. პირველ რიგში, ახლობლებს არ ეკამათოთ და ეჩხუბოთ, უწმაწურ სიტყვებს მოერიდეთ. სხვა შემთხვევაში დიდი ხნით ოჯახში დავას გამოიწვევს.

მეორეც, ბევრი მუშაობა რეკომენდებული არაა. თუ ამ დღეს დამატებით საქმეს ხელს მოკიდებთ, თვის ბოლომდე ბევრი მუშაობა მოგიწევთ, ხოლო შედეგი მინიმალური იქნება.

ახალ საქმეში პირველი ნაბიჯები არ გადადგათ. ამ დღეს აბანოში წასვლა რეკომენდებული არაა. შორეული მოგზაურობა, რომელიც 2 მაისს იწყება, შეიძლება გაუმართლებელი ფინანსური ხარჯებით და გზაზე დაბრკოლებებით დასრულდეს.

2 მაისს სხვების გულწრფელ თხოვნაზე უარის თქმა არ შეიძლება. ორსულმა ქალმა ფული არ უნდა გაასესხოს, რადგან ასე თავისი ძალების ნაწილს გასცემს.

როგორ უნდა გაატაროთ ნეტარი მატრონას დღე

გირჩევთ, ეკლესიაში წახვიდეთ და ილოცოთ. თუ ეკლესიაში წასვლას ვერ ახერხებთ, სახლში ლოცვა ყოველთვის შეგიძლიათ. მას ყველასი ესმის, ყველას იცავს და მფარველობს. ნეტარ მატრონას ნებისმიერი რამ შეგიძლიათ შესთხოვოთ, ის განუგეშებთ და ნებისმიერ საქმეში დაგეხმარებათ. მისი ხალხის მიმართ სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ უფალს ყოველთვის მფარველობას სთხოვს.

ეცადეთ, რომ ამ დღეს დაეხმაროთ მათ, ვისაც ეს ახლა აუცილებლად სჭირდება.

იმ დროს, როცა ხალხს აჯერებდნენ, რომ ღმერთი არ არსებობს, ნეტარი მატრონა მათ უფალთან შეხვედრაში ეხმარებოდა. უდიდესი სასწაული, რომელიც წმინდა მატრონამ მოახდინა სიყვარულის სასწაულია. სწორედ ამიტომ, ყველა მორწმუნემ შესაძლებლობის ფარგლებში ახლობლების და სამყაროს მიმართ სიყვარული უნდა გამოავლინოს როგორც 2 მაისს, ასევე ნებისმიერ სხვა დღეს.

დაე, 2022 წელს ნეტარი მატრონას ხსენების დღეს ასრულდეს ყველაფერი, რაზეც ოცნებობთ! გაუფრთხილდით საკუთარ თავს და მათ, ვინც გიყვართ!

ნეტარო მატრონა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩვენთვის.

Advertisement