Connect with us

ჯანმრთელობა

რა მოხდება, თუ ბალიშის გარეშე დაიძინებთ

რამდენი ბალიშია საჭირო დასაძინებლად? თუ თქვენი პასუხია, ერთი ბალიში, პასუხი არასწორია. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ჯანსაღი სრულყოფილი ძილისთვის ადამიანს 5 ბალიში სჭირდება. ზოგიერთი კი ბალიშს საერთოდ არ იყენებს. საქმე იმაშია, რომ თითოეულ ადამიანს განსხვავებულ პოზაში ძინავს. ყველამ არ იცის, თუ რა გავლენას ახდენს პოზა ორგანიზმზე ძილის დროს. თუ არ იცით, როგორია სწორი პოზა ძილის დროს, სიამოვნებით გიამბობთ.

სწორი პოზა ძილის დროს

პოზა, რომელშიც ადამიანი სრულად დუნდება და მთელი სხეული ისვენებს, ბევრისთვის კომფორტულად არ გამოიყურება. სწორი პოზაა, როცა ადამიანი ზურგზე წოლისას სრულად იშლება. ხელები და ფეხები მოდუნებულია. ამასთან არასწორად შერჩეული ბალიში (ძალიან რბილი და დაბალი ან ძალიან უხეში და მაღალი) მხოლოდ ზიანს მოგაყენებთ.

გაღვიძებისას თქვენს განწყობას ყურადღება მიაქციეთ. თავის ტკივილი, ზურგის ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნება კისერში – აშკარა ნიშნებია, რომ ყურადღება მიაქციოთ, როგორ და რაზე გძინავთ. მაღალი ბალიში კისერს ჭიმავს, რის გამოც მხრების არეში კუნთების ტკივილს გრძნობთ. თუ ბალიში ძალიან დაბალია, კისერი მაინც იჭიმება.

თუ ბალიში არ შეგეფერებათ და მასზე ძილი არაკომფორტულია, ძილის დროს ლოგინში იწრიალებთ. ამან შეიძლება გამოიწვიოს უძილობა, სისუსტე, ნერვიულობა. ორგანიზმი სათანადოდ ვერ ისვენებს.

1 კვირა მაინც უბალიშოდ დაიძინეთ. გულწრფელად რომ გითხრათ, ადრე ხან რბილ ბალიშზე მეძინა, ხან მკვრივ და მაღალზე. დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ უბალიშოდ ძილი უფრო კომფორტულია. დილით ადვილად ვიღვიძებ და განწყობაც გამიუმჯობესდა. ჩემს ბალიშზე კი ძინავს ერთგულ ლეკვს, ტყუილად რატომ უნდა დაიკარგოს?

საყვარელი ძილის პოზები

თუ გვერდზე გძინავთ, კომფორტული ძილისთვის მინიმუმ 2 ბალიში დაგჭირდებათ. ერთი თავის ქვეშ, მეორე – ფეხებშუა. მხოლოდ ასე შეძლებთ ხერხემლის განტვირთვას და ფეხის ზედა კუნთების მაქსიმალურად მოდუნებას.

ზურგზე წოლა თავის ქვეშ ბალიშით უფრო ხარისხიანი იქნება, თუ ფეხებს ქვეშ კიდევ ერთი ბალიშს დაიდებთ და წელის ქვეშ პატარა ბალიშს გამოიყენებთ. ასე ხერხემლის ბუნებრივ მოქნილობას გაიმეორებთ.

მუცელზე წოლა სასარგებლო არაა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ხერხემლის და გულის პრობლემები აქვს. ზოგიერთი ე.წ. „სუპერგმირის“ პოზაში იძინებს, როცა ერთი ფეხი მუხლში მოხრილია. ამ შემთხვევაში მოხრილი ფეხის ქვეშ ბალიში უნდა დაიდოთ.

აღმოჩნდა, რომ ბალიში ორსული ქალებისთვის, რომელთაც გვერდზე წოლის გარეშე არ შეუძლიათ, მთელი კაცობრიობისთვის გამოდგება. ვისაც ერთხელ მაინც ასეთ ბალიშზე დაუძინია, იცის, რომ მასზე უკეთესი ნივთი კარგი ძილისთვის არ არსებობს. და მაინც, ზურგზე დაწოლა სცადეთ, იქნებ, ორგანიზმი დროთა განმავლობაში სწორ პოზას მიეჩვიოს და ხარისხიანად გამოძინება მოახერხოთ. ყველაზე ხშირად რომელ პოზაში იძინებთ?