Connect with us

ჯანმრთელობა

რა მოსდის გულს მაშინ, როდესაც ყავას მივირთმევთ? სიმართლე არომატული სასმელის შესახებ

კამათი იმის შესახებ, სასარგებლოა თუ მავნებელი ყავა, ყოველთვის აქტუალურია მას შემდეგ, რაც ეთიოპიელმა მწყემსებმა მსოფლიოს ეს შთამეჭდავი, გამამხნევებელი სასმელი შესთავაზეს.

რთული დასაჯერებლია, თუმცა მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ეს სასმელი თავის დროზე არაერთ ქვეყანაში იყო აკრძალული. მექაში ის აკრძალეს, როგორც რადიკალური აზროვნების მასტიმულირებელი საშუალება, იტალიაში, როგორც “სატანის მწარე ქმნილება”, ხოლო პრუსიაში, როგორც “დაავადებების გამომწვევი ჭვარტლიანი წყალი”.

1764 წელს ლონდონში მაცხოვრებელმა ქალბატონებმა შეადგინეს პეტიცია კარლ II-ის სახელზე, რომელშიც ისინი ირწმუნებოდნენ, რომ სწორედ ყავის გამო მამაკაცები წყვეტდნენ საკუთარი ცოლ-ქმრული მოვალეობების შესრულებას.

შვედეთის მეფე გუსტავ III დარწმუნებული იყო, რომ ყავა – ეს არის საწამლავი, რომელიც წყლულების გაჩენასა და სხვადასხვა სერიოზულ დაავადებებს პროვოცირებდა. მიუხედავად ღრმა რწმენისა, მან, როგორც მეცნიერმა, საკუთარი მოსაზრების პრაქტიკით დადასტურება გადაწყვიტა.

შვედეთის მეფემ ორ სიკვდილმისჯილს სიცოცხლის სანაცვლოდ საკუთარ ექსპერიმენტში მონაწილეობა შესთავაზა, მხოლოდ იმ პირობით, რომ ერთ-ერთი მათგანი ყოველდღიურად 3 ფინჯან ჩაის მიირთმევდა, ხოლო მეორე – ყავას. სიკვდილმისჯილების მდგომარეობას მუდმივად, თვალმოუშორებლად აკვირდებოდნენ მკურნალები.

სამწუხაროდ, ვერც მათ და ვერც მეფე გუსტავმა შეძლეს რაიმეს დამტკიცება. სიკვდილმისჯილმა ძმებიდან ერთ-ერთი, რომელიც ჩაის მიირთმევდა, 83 წლის ასაკში დაიღუპა, ხოლო მეორე – რამდენიმე წლით გვიან. შესაბამისად, ექსპერიმენტი წარუმატებელი გამოდგა.

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მთელმა მსოფლიომ შეიტყო, რომ ამ არომატული სასმელის მირთმევა დღეში 3 ფინჯანის ოდენობით, არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანსი ჯანმრთელობისთვის. რამდენად შეესაბამება ეს ფაქტი სიმართლეს? რას მოგვითხრობს ХХI საუკუნის მედიცინა ყავის შესახებ? თუ თქვენთვის ამ კითხვებზე პასუხი მნიშვნელოვანი და საინტერესოა, განაგრძეთ სტატიის კითხვა.

ყავა – სასარგებლო თუ მავნე სასმელი? 

მილიონობით ადამიანი დილას ფინჯანი ყავით იწყებს. ენერგიის დონის ამაღლება, ძილიანობის მოშორება და პროდუქტიული სამუშაო დღისთვის სწორი განწყობის შექმნა – ყავაში და ჩაიში შემავალი ალკალოიდი, კოფეინი, სწორედ ამ ეფექტს იძლევა.

დღის განმავლობაში დასაშვები ყავის ნორმა ინდივიდუალურია თითოეული ადამიანისთვის. ის დამოკიდებულია ორგანიზმის უნარზე, რამდენად სწრაფად შეუძლია კოფეინის განეიტრალება, რაც გენეტიკური ფაქტორია, ღვიძლის მდგომარეობაზე და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზე.

მეცნიერების საკმაოდ დიდი ნაწილის მტკიცებით, რეკომენდებულია დღის განმავლობაში მაქსიმუმ 150 დან 300 მილიგრამამდე კოფეინის მიღება, რაც დაახლოებით 2-3 ფინჯან ყავას უდრის.

ყავის სასარგებლო თვისებები

2011-2013 წლებში ჰორვარდის უნივერსიტეტში ჩატარებული საკმაოდ მასშტაბური კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, დადასტურდა, რომ ყოველდღიურად 1 ან 2 ფინჯანი ყავის მირთმევა ამცირებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემების განვითარების რისკს:

1. გულის შეტევა

2. ინსულტი

3. ინფარქტი

4. გულის უკმარისობა

5. კიბო

6. ღვიძლის ციროზი

7. ალცჰეიმერის დაავადება

8. პარკინსონის დაავადება

9. მე-2 ტიპის დიაბეტი

გარდა ამისა, არაერთი კვლევით არის დადასტურებული ფაქტი, რომ ნატურალური ყავის გონივრული მიღებით ჩქარდება მეტაბოლიზმი, იზრდება შრომისუნარიანობა, წესრიგდება საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა და იზრდება ენდორფინის, ბედნიერების ჰორმონის გამომუშავება.

თუ ყავა ასეთი სასარგებლოა, რატომ ამბობს ბევრი ადამიანი, რომ ამ არომატულ სასმელს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენა აქვს? სამწუხაროდ, ეს მოვლენა განპირობებულია იმით, რომ ადამიანების საკმაოდ დიდმა ნაწილმა სიტყვა “გონივრულის” სწორი განმარტება არ იცის.

უსიამოვნო შედეგები, რომლებიც ჭარბი რაოდენობით ყავის მოხმარებას მოსდევს:

1. სასმელი სტიმულირებს ნერვულ სისტემას, რაც პაციენტებში, ზედმეტად მგრძნობიარე ნერვებით, ადვილად გაღიზიანებას, მშფოთვარებასა და უძილობას იწვევს.

2. ჭარბი რაოდენობით ყავის მოხმარებას მივყავართ გულის პულსაციის გახშირებამდე ან სულაც არითმიამდე. სამაგიეროდ, ამ მოვლენას დადებითი გავლენა აქვს ჰიპოტონიკებზე – ასე მარტივად არის შესაძლებელი წნევის აწევა ნორმალურ მაჩვენებლამდე.

3. თუ პაციენტს სტენოკარდია ან ტაქიკარდია აწუხებს, უმჯობესია ყავაზე საერთოდ უარის თქმა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოცემულ სასმელს მხოლოდ მდგომარეობის გაუარესება შეუძლია.

4. ყავა სტიმულირებს ნაღვლის გამომუშავებას, რის გამოც უმჯობესია მისგან თავის შეკავება გასტრიტის ან სხვა წყლულოვანი დაავადებების არსებობის შემთხვევაში.

5. ეს არომატული სასმელი იწვევს სისხლის სტაგნაციას კიდურებში, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!