Connect with us

საკითხავი

რა ელის უკრაინას უახლოეს მომავალში: უკრაინელი ტაროლოგის დეტალური პროგნოზი

უკრაინელმა ტაროლოგმა ლუდმილა ხომუტოვსკაიამ უკრაინის შესახებ ახალი ვიდეო გამოაქვეყნა. ხომუტოვსკაია მხოლოდ იმას ამბობს, რასაც კარტაზე ხედავს. მისი პროგნოზები ზოგჯერ იმედს იძლევა, ზოგჯერ შიშს გვრის. Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ მთავარ მომენტებს, თუ რა ელის უკრაინას უახლოეს მომავალში.

9 მაისის გარშემო ბევრი ჭორი ვრცელდებოდა და მის დადგომას ყველა მოუთმენლად ელოდა. მოლოდინის მიუხედავად სიტუაცია კრიტიკული არ ყოფილა. ამ დღეს აშშ–ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ლენდ–ლიზის აქტს ოფიაციალურად ხელი მოაწერა.

ლუდმილა ამბობს, რომ 9 მაისის შემდეგ უკრაინის მოსახლეობა შვებით ამოისუნთქებს, მაგრამ სიტუაცია კვლავ დაძაბულია და მოდუნება არ ღირს. მაგალითად, „აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაში მებრძოლებს დახმარება სჭირდება. მისი თქმით, ეს პრობლემა მალე მშვიდობიანად მოგვარება. მხოლოდ დროა საჭირო.

ლუგანსკის ოლქში აქტიური საომარი მოქმედებებია. რუსებს ამ ნაწილის აღება სურთ. ტაროლოგის თქმით, თუნდაც დაიპყრონ, დიდხანს ვერ შეინარჩუნებენ, მაგრამ ეს მსხვერპლის რაოდენობას გაზრდის.

მსგავსი ვითარებაა დონეცკის ოლქშიც. უკრაინელები შეძლებენ, რომ ტერიტორიები ნელ–ნელა გაათავისუფლონ. ამას დრო უნდა. ხარკოვში სიტუაციას უკრაინელები აკონტროლებენ. ზოგიერთი ცნობით, რუსები უკან დახევას იწყებენ, მაგრამ შვებით ამოსუნთქვა ნაადრევია.

ვითარება ცენტრალურ ოლქებში

კიევსა და მის გარშემო ხალხი ცხოვრებას უბრუნდება. ტაროლოგის თქმით, აქ და ვინიცის, კიროვოგრადის და ჩერკასის ოლქებში სარაკეტო თავდასხმები მოსალოდნელია. პოლტავის ოლქში უფრო მშვიდი სიტუაციაა.

ზაპოროჟიეს ოლქში მდგომარეობა გაუარესდება. რუსები შეტევაზე გადავლენ. ზუსტად გუშინ ტერორისტული აქტის დაგეგმვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ მისი აღკვეთა შეძლეს.

ლუდმილა უკრაინელი ჯარისკაცების გაძლიერებულ აქტივობას ხედავს, ამიტომ მალე შეიძლება ოკუპირებული რეგიონის და სოფლის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გავრცელდეს.

ხომუტოვსკაიას თქმით, ხერსონი, რომელიც ომის დაწყებისთანავე ოკუპირებულია, 1 თვის ვადაში შეიძლება გათავისუფლდეს. ასევე ამბობს, რომ აქ მტრული დივერსია მოსალოდნელია, მაგრამ ეს არაფერს გამოიწვევს. ტაროლოგი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლება ხერსონის გასათავისუფლებლად უკვე გეგმას ადგენს.

ოდესის ოლქში საჰაერო თავდასხმებია მოსალოდნელი. ანტისაჰაერო სისტემები რაკეტებს წარმატებით განაიარაღებს. და მაინც, საჰაერო განგაშის დროს თავშესაფარში დამალვა აუცილებელია, რომ საკუთარ და სხვის სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნათ.

დასავლეთ უკრაინა და სხვა ოლქები

თავდასხმები ნიკოლაევის ოლქში მოსალოდნელია. დასავლეთ უკრაინაში სიტუაციას საუკეთესოს ვერ ვუწოდებთ. სარაკეტო თავდასხმებია მოსალოდნელია, მაგრამ ანტისაჰაერო სისტემა საუკეთესოდ იმუშავებს. ეს განსაკუთრებით ლვოვის, ხმელნიცკის და ჩერნოვცკის ოლქებს ეხება.

ივანო–ფრანკოვსკის, ტერნოპოლის, როვნოს და იმიერკარპატების, ასევე ვოლინის ოლქებში მშვიდი ვითარებაა. ვოლინის ოლქში ინფორმაციულ ფრონტზე შეიძლება პროვოკაციები გავრცელდეს. ტაროლოგი გირჩევთ, რომ ინფორმაცია გადაამოწმოთ და ოფიციალური წყაროების დადასტურებას დაელოდოთ.

ხომუტოვსკაია უკრაინელებს ჩერნიგოვში დაბრუნებისგან თავის შეკავებას ურჩევს, რადგან ტერიტორიის დიდი ნაწილი დანაღმულია. ამბობენ, რომ ამ მხარეში ბელარუსიის მხრიდან შეიძლება ომი დაიწყოს, მაგრამ ეს ჭორია!

ტაროლოგი ამბობს, რომ ომი მაისში არ დასრულდება. ამის მიუხედავად პოზიტიური ცვლილებები იგრძნობა. მისი თქმით, უკრაინელები ამ თვეში ტერიტორიის ნაწილს უკოპანტებისგან გაათავისუფლებენ. უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები შეიძლება ახალ ეტაპზე გადავიდეს. გამარჯვება შორს არაა!

Advertisement