Connect with us

თავის მოვლა

რა დავიდოთ თვალებზე “ბატის თათების” მოსაშორებლად

ხშირად ჩამოწელილი ქუთუთოები ორგანიზმში ასაკობრივი ცვლილებების შედეგად ჩნდება. კოლაგენის წარმოება მცირდება, თვალის კუნთები სუსტდება და ქუთუთოები ქვემოთ ჩამოდის. გარდა ამისა, თვალების გარე კუთხეებში ნაოჭების ქსელი მკაფიოდ ჩნდება – მათ „ბატის თათებსაც“ უწოდებენ. როგორც პირველი, ასევე მეორე პრობლემის მოშორება ანტიასაკობრივი ნიღბების გამოყენებით შეიძლება.

ახალგაზრდა ასაკში ელასტინის დაკარგვით გამოწვეული დეფექტი ხშირად გენეტიკურ მიდრეკილებას და ქუთუთოს სტრუქტურას უკავშირდება. თუმცა ზედა ქუთუთოს „ჩამოწევის“ სხვა მიზეზებიც არსებობს, რაც ადამიანს ასაკს მატებს.

შინაურული ნიღბები ქუთუთოებისთვის

ქრონიკული უძილობა

თუ ღამით დასვენებას საკმარის დროს დაუთმობთ, თქვენი სახე უფრო ჯანსაღ იერს შეიძენს. ეცადეთ, რომ 23:00 საათამდე დაიძინოთ და ზურგზე დაწვეთ. ეს ქუთუთოს ჩამოწევასა და თვალების ქვეშ ტომრების გაჩენაზე დიდ გავლენას ახდენს.

ორგანიზმში წყალი–მარილის ბალანსის დარღვევა

მარილის, ტკბილეულის, შებოლილი პროდუქტების ან ალკოჰოლის ჭარბად მიღებისას ორგანიზმში სითხე გროვდება, რაც თვალების შეშუპებას იწვევს. ამ მიზეზით, ძილის წინ წყლის დალევა რეკომენდებული არაა.

უკუეფექტს იწვევს ორგანიზმში წყლის დეფიციტი. კანი მშრალი, მყიფე, დაზიანებისა და ნაოჭების გაჩენისკენ მიდრეკილი ხდება. ნაოჭების ბადე თავს უფრო და უფრო მკაფიოდ იჩენს.

საკუთარ თავზე ზრუნვა

მნიშვნელოვანია, ორგანიზმის მდგომარეობას და მის რეაქციებს ყურადღება მიაქციოთ. მაგალითად, ზოგიერთ კვების პროდუქტზე ალერგიამ შეიძლება ბოროტად გეხუმროთ. ამან შეიძლება თვალების გარშემო შეშუპებაც გამოიწვიოს. მოერიდეთ ისეთი კერძების და სასმელის მიღებას, რაც თქვენთვის უკუნაჩვენებია.

კოსმეტიკური საშუალებების არასწორი არჩევანი შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს. მხოლოდ თქვენი კანის ტიპის შესაფერისი გამოიყენეთ. სასურველია, კოსმეტიკური საშუალებების უმეტესობა ნატურალური ინგრედიენტებით იყოს წარმოდგენილი.

წონის პრობლემები თვალის ირგვლივ კანზე გავლენას ახდენს. ჭარბი წონა კანის, მათ შორის სახის, გაღიზიანებას იწვევს. წონის მკვეთრად დაკლებამ შეიძლება კანის დაჭკნობა და ჩამოწელვა გამოიწვიოს.

Alltimge.ge–ს რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე ჯადოსნურ რეცეპტს ქუთუთოებისთვის, თუ გსურთ დიდხანს ახალგაზრდული და მიმზიდველი იყოთ. მათ მომზადებას სახლის პირობებში მარტივად შეძლებთ.

ანტიასაკობრივი ნიღაბი ქუთუთოსთვის სახლის პირობებში

ნიღაბი კვერცხის ცილით

ეფექტურია აკნეს სამკურნალოდ, პიგმენტური ლაქების და გამონაყარის მოსაშორებლად.

  1. 1 კვერცხი გატეხეთ. კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ.
  2. ცილა კარგად ათქვიფეთ.
  3. ბამბის დისკით ათქვეფილი მასა ქუთუთოებზე წაისვით, თვალში მოხვედრას მოერიდეთ.
  4. ცილის გაშრობამდე თვალები დახუჭეთ.
  5. ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი კარტოფილით

საშუალება შეშუპებას ეფექტურად აქრობს, კანს აახალგაზრდავებს და წვრილ ნაოჭებს ასწორებს.

  1. საშუალო ზომის კარტოფილი წვრილ სახეხზე გახეხეთ.
  2. მიღებული ფაფა 10-15 წუთით მაცივარში შეინახეთ.
  3. კარტოფილის მასას აურიეთ და ქუთუთოების ირგვლივ კანზე წაისვით.
  4. 15 წუთით გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი რძით

ახალი რძით მომზადებული ნიღაბი სიბერის პროცესს აფერხებს და კანის ჯანსაღ ფერს აღადგენს, მას კვებავს და ატენიანებს, ელასტიკურობას და მოქნილობას მატებს.

  1. ¼ ჭიქა რძე აიღეთ და 4 ს/კ საკვები სოდა დაუმატეთ, კარგად აურიეთ.
  2. 15-20 წუთით მაცივარში შეინახეთ.
  3. რძე–სოდის ნარევი ქუთუთოებზე წაისვით.
  4. 15 წუთში გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

ოხრახუშის ნიღაბი

საშუალებას ანტიასაკობრივი და მათეთრებელი თვისებები აქვს, დაღლილობას და შეშუპებას აქრობს, კანის მდგომარეობას აუმჯობესებს. ზამთარში ფსიქოლოგზე უკეთ დაგეხმარებათ! უბრალოდ გაყინული მწვანილი და რამდენიმე ბამბის დისკი გამოიყენეთ.

  1. ოხრახუში დააქუცმაცეთ.
  2. ნარევი ქუთუთოებზე წაისვით და ზემოდან სალფეთქი დაიდეთ.
  3. 10-15 წუთში გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

კიდევ ერთი დამხმარე საშუალება – თვითმასაჟი. წინასწარ ქუთუთოებზე ზეითუნის ან სეზამის ზეთი წაისვით. კანი წამწამების ხაზიდან წარბის ხაზამდე დაიმასაჟეთ, ასევე თვალის შიდა კუთხიდან გარესკენ.

დილით თვალები სამკურნალო ბალახების ნახარშის ყინულის კუბებით დაიმასაჟეთ. პროცედურა შეშუპების მოსაშორებლად, ნაოჭების გასასწორებლად და გასაახალგაზრდავებლად ეფექტურია.

ამ მარტივი რჩევების გამოყენებით ჩამოწელილ ქუთუთოებს დაივიწყებთ, თან ლამაზ და ჯანსაღ კანს მიიღებთ. ეს სტატია მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ, იქნებ, ეს ინფორმაცია ვინმესთვის აქტუალურია.