Connect with us

ტესტები

რა ასაკისაა თქვენი სული: მარტივი ტესტი

ნახატები აღქმის რამდენიმე დონით ძალიან მომწონს. რაც უფრო დიდხანს უყურებთ, მით უფრო მეტ დეტალს ხედავთ. ასეთი ნახატები არა ერთ სიუჟეტს მალავს. როგორც წესი, ერთმანეთს ეხმაურება. მსგავსი ხელოვნების ნიმუშები სულის ბუნებაზე გვაფიქრებს.

მექსიკელი მხატვარი ოქტავიო ოკამპო ოპტიკური მეტამორფოზების ოსტატი იყო. დღეს ფსიქოლოგიური ტესტის სახით ცნობილი ნახატის „Forever Always” გარჩევას გთავაზობთ.

როგორ გავიაროთ ტესტი

დარწმუნებული ვარ, რომ ნახატი უკვე კარგად შეისწავლეთ. მასზე გამოსახულია მოხუცი ქალი და კაცი, რომლებიც ერთმანეთს ნაზად ეხუტებიან. ისინი თავის მხრივ ახალგაზრდა წყვილისგან (მუსიკოსი და ლამაზმანი) შექმნილნი არიან. ახლა გაიხსენეთ, რას მიაქციეთ ყურადღება პირველ რიგში?

თუ პირველად მოხუცი შეყვარებულები დაინახეთ, თქვენი სული ასაკოვანი და ბრძენია. მან კაცობრიობის არა ერთი თაობა იხილა. თუ ყურადღება მუსიკოსსა და ლამაზმანზე გაამახვილეთ, ახალგაზრდა სულის მფლობელი ხართ. სავარაუდოდ, ჯერ ხელმეორედ არ დაბადებულა.

ყურადღებიანი ადამიანები ნახატზე სხვა დეტალებსაც ყურადღებას აქცევენ. მაგალითად, ლამაზმანის მინის ბოთლი, რომელიც მოხუცი ქალის საყურის როლს ასრულებს, ასევე სხვა ქალი კარის ღიობში, რომელიც მოხუცი კაცის ყურის როლს ასრულებს.

არსებობს ლამაზი თეორია, რომ მუსიკოსი და გოგონა ის მოხუცი შეყვარებულები არიან. გარემო – ქალაქი, სადაც ცხოვრობდნენ. აი, ასეთი ნახატით შეგიძლიათ ფსიქოლოგიური ტესტი გაიაროთ და ხელოვნებით ისიამოვნოთ.

Advertisement