Connect with us

საკითხავი

რა არ უნდა დატოვოთ აბაზანაში, რომ ობობები არ გაჩნდნენ

ბევრი სხვადასხვა მწერი შეგიძლიათ სააბაზანო ოთახში იხილოთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ კერძო სახლში ცხოვრობთ. უმეტესობა მათგანი უვნებელია და დისკომფორტს მხოლოდ მათი დანახვა იწვევს. ასეთ მეზობლებს ობობები მიეკუთვნებიან. რაღაც მხრივ ეს მუცლიანი ან გრძელფეხება პატარები სასარგებლოა. ისინი იჭერენ კოღოებს, ბუზებს და ქინქლებს, რომლებიც სახლში ხშირად გვსტუმრობენ. აუცილებელი არაა არაქნოფობი იყოთ, რომ სააბაზანო ოთახში ან ნებისმიერ სხვა ადგილას ობობის დანახვა უსიამოვნო სანახაობად ჩათვალოთ.

ამბობენ, რომ სახლში მისი გაჩენა კარგ ნიშნად ითვლება. ცრურწმენა იქით იყოს და ფეხსახსრიანებს შენობაში ხელსაყრელი პირობები იზიდავს. თუ ობობისნაირებთან შეხვედრის მინიმუმამდე შემცირება გსურთ, ერთ რამეს ყურადღება მიაქციეთ.

რატომ ჩნდებიან ობობები სააბაზანო ოთახში

რემონტის შემდეგაც სააბაზანო ოთახში შესვლისას შეიძლება დაუპატიჟებელ რვაფეხა სტუმარს შეხვდეთ. ყველა ხვრელი ამოვსებულია, ობობის ქსელები მოშორებული. რატომ დაბრუნდნენ ობობები ასე სწრაფად?

ექსპერტების თქმით, ფეხსახსრიანებს იზიდავთ ტენიანობა, რომელიც სააბაზანოში უხვადაა. მცირე გაჟონვა ან შხაპის შემდეგ გუბე სხვადასხვა მწერისთვის შეიძლება „წყალსასმელი“ იყოს. სანიაღვრე ხვრელებში კოღოების და ქინქლების ლარვებისთვის ხელსაყრელი გარემოა. როგორ შეიძლება ასეთ მდიდარ სუფრაზე უარის თქმა.

ობობებს ყველაზე მეტად სველი პირსახოცი იზიდავს. ისიც მწერებს იზიდავს, განსაკუთრებით მაშინ, თუ სადმე თაროზე ან იატაკზე მოკრძალებულად დევს. ობობისნაირი შანსს ხელიდან არ გაუშვებს, რომ სველი ადგილების გარშემო თავის სათევზაო ბადე გაშალოს.

ცივ სეზონზე მყუდრო ადგილის პოვნას ცდილობენ, რომ არ გაიყინონ. „სასიამოვნო“ სიურპრიზების თავიდან ასაცილებლად სველი (და მშრალი) პირსახოცი სადმე არ დატოვოთ. კავზე ან საშროზე ჩამოკიდეთ.

როგორ მოვიშოროთ ობობები

თუ ობობები სახლში უკვე დასახლდნენ, გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელთა დახმარებით მათ მოშორებას შეძლებთ. მათაც გამოადგებათ, ვინც ჩვენი პატარა ძმების მკვლელობას მიუღებლად მიიჩნევს.

1. ყველა ხვრელი და ნაპრალი ამოავსეთ, ასევე სანტექნიკის და ელექტროობის ღიობები. ყველა სავენტილაციო არხზე წვრილი ბადე გააკეთეთ. ასე შენობას სხვა მწერებისგანაც დაიცავთ.

2. ობობებს სპარტანული პირობები შეუქმენით. როცა საჭმელი არ დარჩებათ, თავად წავლენ.

3. სახლი რეგულარულად დაალაგეთ და უსარგებლო ხარახურა მოიშორეთ. ის ობობებისთვის შესანიშნავი თავშესაფარია.

4. კუთხეებში წაბლი დაალაგეთ. რთული სათქმელია, როგორ აფრთხობენ ობობებს. ამბობენ, რომ საქმე წაბლის განსაკუთრებულ თვისებაშია. მთავარია, მუშაობს.

ობობა, რომელიც მეორე წელია სააბაზანო ოთახში ცხოვრობს, შეიძლება ერთგვარ შინაურ ცხოველად მიიჩნიოთ. თუმცა ბევრს არ მოუნდება, რომ შხაპი რვაფეხა მეზობელთან ერთად მიიღოს. სწორედ ამიტომ, რჩევები გაითვალისწინეთ და მალე მათ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყებთ.