Connect with us

საკითხავი

რა ამოძრავებს ქალს, რომელიც 100 ბავშვის ყოლაზე ოცნებობს

23 წლის ქალი, ქრისტინა ოზთიურქი თურქი მილიონერის მეუღლე და უკვე 11 შვილის დედაა. თუმცა ამაზე გაჩერებას არ აპირებს. ცოლ–ქმარს 100 შვილის ყოლა სურს.

ქრისტინამ დედობის სიხარული პირველად 17 წლის ასაკში იგრძნო. ბავშვის გაჩენისთანავე მამა გაქრა და შვილის გაზრდა მარტოს მოუწია. ვიკა 5 წლის იყო, როცა ქრისტინა დასასვენებლად ბათუმში ჩამოვიდა. აქ, შეძლებული მამაკაცი გაიცნო. 56 წლის გალიპ ოზთიურქი წარმოშობით თურქია და ადრე სერიოზული კრიმინალური ავტორიტეტი იყო.

იმის მიუხედავად, რომ გალიპს ბნელი წარსული აქვს, ქრისტინას შეუყვარდა და მასში მონათესავე სული იპოვა. როგორც ამბობენ, ორივეს 100 შვილის ყოლა სურთ. ზოგისთვის ეს შეუძლებელია, მაგრამ ოზთიურქები მიზნისკენ მიიწევენ.

თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ ქრისტინა ყოველ წელს დაორსულდებოდა. მოგვიანებით გაიაზრეს, რომ ასე მიზანს და შვილების სასურველ რაოდენობას ვერ მიუახლოვდებოდნენ. სწორედ ამიტომ, სუროგაციას მიმართეს. დიდი თანხის და ქრისტინას მომზადების შედეგად ახლა წყვილი 10 პატარას და 6 წლის ვიკას ზრდის.

გალიპს პირველი ქორწინებიდან შვილები ჰყავს, თუმცა სურს 100, უფრო ზუსტად 105 ბავშვის მამა გახდეს. ქრისტინა მეუღლის სურვილს მხარს უჭერს, რადგან მისი აზრით, ოჯახში ბევრი ბავშვი არ არსებობს. ქრისტინა მთელ დროს ოჯახის საქმეებს და შვილების აღზრდას უთმობს. საქმის მარტო გაძღოლა რთულია, ამიტომ მათ სახლში ბევრი შინამოსამსახურე და ძიძა ცხოვრობს. არც ერთ ბავშვს ყურადღება არ აკლია.

მრავალშვილიანი დედის ცხოვრება

23 წლის დედამ ზუსტად იცის, როგორ აღზარდოს შვილები. მათ კვებას ყურადღებას აქცევს, ექიმების მითითებებს იცავს და თითოეულს ინდივიდუალურად ეპყრობა. შვილებს ზუსტი გრაფიკი აქვთ. ზუსტად საღამოს 8 საათზე იძინებენ და დილის 6 საათზე იღვიძებენ.

რა თქმა უნდა, ახალგაზრდა დედას ყველა საქმის შესრულება უჭირს, მაგრამ ცხოვრებაზე არ წუწუნებს. მისი ცხოვრება ზღაპარი არაა, მაგრამ ეს მისი არჩევანია და ბედნიერია, რომ გალიპს შეხვდა. უცნობია, როგორ განვითარდება ქრისტინას და მისი შვილების ცხოვრება.

შესაძლოა, 10 წელში დავწეროთ, რომ ოზთიურქის ოჯახი წინ შეუპოვრად მიიწევს და ახლა რამდენიმე ათეული მემკვიდრე ცხოვრობს. სხვათა შორის, ეს საინტერესო საკითხია. როგორ გაიყოფენ შვილები საკმაოდ დიდ ქონებას მშვიდობიანად?

ამ წყვილის ისტორია გაიძულებთ დაფიქრდეთ. ბავშვები მშვენიერია, მაგრამ ამხელა პასუხისმგებლობის აღება საკმაოდ რთული. ცოლ–ქმარს გაუჭირდებათ, რომ ყველა შვილს თანაბარი სიყვარული და ზრუნვა გაუზიარონ, ეს ასაკის მატებასთან ერთად უფრო შესამჩნევი გახდება. შესაძლოა, ვცდებით. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

Advertisement