Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ უნდა შეწყვიტოთ ვაზელინის გამოყენება

ვაზელინი ალბათ ყველას გვაქვს სახლში. ადამიანები მას დახეთქილი ტუჩების, აქერცლილი ადგილების და გამომშრალი კანისთვის იყენებენ, თუმცა ნამდვილად არ იციან ამ საშუალების მავნე თვისებების შესახებ.

რა არის ვაზელინი?

ვაზელინი ნავთობის გადამუშავების შედეგად მიიღება, ადრე მას ნავთობმომპოვებელი კოშკურების გასაზეთად იყენებდნენ, მაგრამ, შემდეგ მისი დადებითი თვისებებიც აღმოაჩინეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა ეს თვისებები არც ისე დადებითია.

როგორ მოქმედებს ვაზელინი

ეს ნივთიერება ძალიან ბევრ კოსმეტიკური საქონელში გამოიყენება მათ შორის ბავშვებზე ორიენტირებულებშიც. ის აუცილებელია ტენის შენარჩუნებისა და კანის ბაქტერიებისგან დაცვისთვის.

აი 4 მიზეზი თუ რატომ უნდა შეწყვიტოთ ვაზელინის მოხმარება

1. შეიცავს მავნე ნახშირწყლებს. კანი ვერ ახდენს მის გადამუშავებას და ვაზელინი მის ფორებში რჩება სანამ არ ჩამოიბანთ. 2011 წელს მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ზოგიერთი მინერალური ნახშირწყალი რომელსაც ვაზელინი შეიცავს ძალიან მავნეა ორგანიზმისთვის.

2. ხელს უშლის კოლაგენის გამომუშავებას. კანის ის ნაწილი რომელსაც ვაზელინი უსვია – ვეღარ სუნთქავს და ვეღარ იღებს საკვებ ნივთიერებებს. იმ ადგილას სადაც ვაზელინს ხშირად ისვამთ ელასტიურობას კარგავს და მალე შენიშნავთ, რომ მასზე ნაოჭები გაჩნდა.

3. ამან შეიძლება ესტროგენის დომინირებმადე მიგვიყვანოს.
ესტროგენი – ეს ქალური ჰორმონია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ, მისი სიჭარბე სხვადასხვა პრობლემებს იწვევს. მისი პროფიციტი უკავშირდება უნაყოფობას, მენსტრუალურ დარღვევებს, ალერგიებს და ავტოიმუნურ პრობლემებს. ვაზელინი კი შეიცავს ნივთიერებას რომელიც ორგანიზმში ესტროგენის რაოდენობის კონცენტრაციას ახდენს.

4. პნევმონიის გამოწვევა შეუძლია.
მართალია ეს საკმაოდ იშვიათად ხდება, მაგრამ, ამ მოვლენას სპეციალური ტერმინის კი გასაზღვრავს – “ლიპიდური პნევმონია”. ეს მაშინ ხდება როცა ვაზელინის დიდი რაოდენობა გრაოვდება ფილტვებში. ორგანიზმს ამ ნივთიერების გადამუსავება არ შეუძლია და შესაბამისად შეიძლება ფილტვების ანთების მსხვერპლი გახდეთ.