ჯანმრთელობა
რატომ უნდა შეამოწმოთ ღვიძლის მდგომარეობა, თუ მუდმივად დაღლილი ხართ
ჩვენ, ყველას შემოდგომა–ზამთრის პერიოდში ენერგიის ნაკლებობა გვაწუხებს: მზის სინათლის ნაკლებობა, D ვიტამინის დეფიციტი, სტრესი, რომლის დონეც ზამთარში იმატებს, მშრალი ჰაერი შენობაში – ეს ყველაფერი უფრო გვღლის და ნაკლებად აქტიურს გვხდის. თუ გრძნობთ, რომ თქვენი შინაგანი „ბატარეა“ მალე დასატენი გახდება, დროა ექიმს მიმართოთ. მუდმივი დაღლილობა შეიძლება შინაგან სისხლდენაზე ან ვიტამინების და მინერალების სერიოზულ დეფიციტზე, ასევე დიაბეტის და მეტაბოლური სინდრომის განვითარებაზე ან საერთოდ სიმსივნის ზრდაზე საუბრობდეს. ასევე „დაცლილი ბატარეის“ მიზეზი შეიძლება ღვიძლის მუშაობის დარღვევა იყოს. ნახეთ, როგორ უკავშირდება ღვიძლი და ენერგია ერთმანეთს და როდის უნდა ატეხოთ განგაში.
ღვიძლი – პატარა ელექტროსადგური
ჩვენ ვიცით, რომ ღვიძლის მთავარი ფუნქცია ფილტრაციაა. ეს ორგანო ორგანიზმში მოხვედრილ ყველა სახიფათო ნივთიერებას გამოდევნის. გარდა ამისა, ღვიძლი წარმოქმნის ნაღველს, რომელიც ცხიმების მოსანელებლად აუცილებელია, ის ვიტამინებს და მიკროელემენტებს ამარაგებს, ზოგიერთი ჰორმონის დონეს არეგულირებს, სისხლის შედედებასა და ნივთიერებათა ცვლაში მონაწილეობს.
ღვიძლში ყველა აუცილებელი ნივთიერების ცვლა ხვდება, მათ შორის ლიპიდების – ორგანული ნივთიერება, რომელსაც მიეკუთვნება ცხიმები და ცხიმის მსგავსი ნივთიერებები. ლიპიდები ენერგიის გრძელვადიანი და ეფექტური წყაროა, რომელსაც ორგანიზმი იყენებს, მათ შორის კუნთოვანი ქსოვილის საწარმოებლად. თუ ღვიძლი ლიპიდების წარმოების როლს ვერ ასრულებს, ჩვენ ენერგიის დეფიციტს, ძალების ნაკლებობას და სწრაფად „გადახურებას“ ვგრძნობთ.
დეპრესია ღვიძლში იწყება?
2017 წელს გამოცემაში „მოლეკულური ბიოლოგიის საზღვრები“ გამოქვეყნდა კვლევა, რომლის ავტორებიც დეპრესიასა და ღვიძლის ქრონიკულ დაავადებას შორის პირდაპირ კავშირზე ყურადღებას ამახვილებდნენ. დეპრესიის ტრადიციული სიმპტომები, როგორიცაა ძილის დარღვევა, ძალების ნაკლებობა, თავის ტკივილი, ღვიძლის დაავადებისთვისაც დამახასიათებელია. სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენი ორგანიზმის მთავარი ელექტროსადგურის მუშაობის დარღვევის გამო ენერგიის ნაკლებობა დეპრესიის განვითარების ერთ–ერთი მიზეზს წარმოადგენს.
როდის უნდა ავტეხოთ განგაში?
სასურველია, დრო და დრო მუცლის ღრუს ორგანოებზე გამოკვლევა ჩაიტაროთ მაშინაც კი, თუ უსიამოვნო სიმპტომები არ გაწუხებთ. ქვემოთ მოცემული სიმპტომების შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართოთ:
- სწრაფად დაღლა
- მადის დაკარგვა ან დაქვეითება
- მარჯვენა ნეკნქვეშა არეში დისკომფორტი ან ტკივილი
- გულისრევა
- დიარეა
- კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემები