Connect with us

ყვავილები

რატომ უნდა მორწყათ კვლები სოდის ხსნარით

სოდა უნივერსალური პროდუქტია, რომელიც გამოგადგებათ კულინარიასა და ყოველდღიურ საქმიანობაში, ასევე ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. სოდა თეთრები ღირს, მაგრამ ცხოვრებას არსებითად ამარტივებს. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ რატომ უნდა გამოიყენოთ სოდა ბოსტანში. როგორც აღმოჩნდა, ბევრი მებოსტნე სოდას უცვლელ საშუალებად თვლის.

სოდა ბოსტნის გამოსაკვებად გამოცდილი და ეფექტური საშუალებაა, რომელიც ძვირადღირებულ სასუქებს ჩაგინაცვლებთ. უბრალოდ ცოტა სოდა წყალს დაუმატეთ და კვლები მორწყეთ.

სოდის სარგებელი

სოდა ნაყოფიერებას ზრდის და აუმჯობესებს. ის ბუნებრივი ფუნგიციდი და ინსექტიციდია. მავნებლებს და დაავადებებს ებრძვის.

სოდა მიწას ატუტოვნებს, ამიტომ მხოლოდ მჟავე ან საშუალოდ მჟავე მიწაში გამოიყენეთ. ტუტე მიწა სოდის ხსნარით არ მორწყათ. ხსნარის მოსამზადებლად სოდა მცირე რაოდენობით გამოიყენეთ, რომ საკუთარ თავს და ბოსტანს ზიანი არ მიაყენოთ.

კვლების მოსარწყავად 2 ს/კ საკვები სოდა 10 ლ ოთახის ტემპერატურის დაყენებულ წყალში აურიეთ. თითოეული მცენარე 500 მლ ხსნარით ფესვების ქვეშ მორწყეთ. სეზონზე სამჯერ გამოიყენეთ.

სოდის ხსნარი ადვილად უმკლავდება ნაცროვან სოკოსაც, რომელიც ბევრ კენკროვან, ბოსტნეულის და ხილის მცენარეს აზიანებს. ხსნარის მოსამზადებლად 4 ს/კ საკვები სოდა, 50 გრ თხევადი დიასახლისის საპონი და 10 ლ ოთახის ტემპერატურის დაყენებული წყალი აურიეთ. პულვერიზატორში ჩაასხით. მცენარე ყველა მხრიდან დანამეთ. თუ ნაცროვანი სოკო სრულად ვერ მოაშორეთ, პროცედურა 1 კვირის შემდეგ გაიმეორეთ.

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, საკვები სოდა საოცრად მუშაობს. გირჩევთ, დროდადრო ძვირადღირებული და აგრესიული სასუქების ნაცვლად უბრალოდ სოდა გამოიყენოთ.