ყვავილები
რატომ უნდა იყოს ყოველთვის ფხიზლად დრაცენას მფლობელი
დრაცენა ოთახის ყვავილია, რომელიც პატარა პალმას ჰგავს. ეს მცენარე მეყვავილეებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ხშირად ასეთი ყვავილი არა მხოლოდ ბინაში, არამედ ოფისებსა თუ რესტორნებშიც აქვთ. გასაკვირი არცაა: დრაცენა ინტერიერის შესანიშნავ დეტალს წარმოადგენს. Alltime.ge გიამბობთ, თუ ფენშუის მიხედვით, რას მოგიტანთ დრაცენა სახლში და რა სახის ცრურწმენები არსებობს მასთან მიმართებაში.
ოთახის დრაცენა
ალბათ, გსმენიათ, რომ დრაცენას სახლში ქონა არ შეიძლება. შესაძლოა, ცუდი განწყობა მხოლოდ სახელის გამო ჩამოყალიბდა. ამ ყვავილს „დრაკონის ხეს“ უწოდებენ. თუმცა ობიექტური მიზეზი არ არსებობს, რის გამოც მასზე უარი უნდა თქვათ. ოთახის მცენარე აბსოლუტურად უსარგებლოა, რადგან მავნე ნივთიერებას არ გამოყოფს. უფრო მეტიც, ჰაერს წმენდს და სივრცეს ჟანგბადით ამდიდრებს. კომპიუტერის გვერდით ყვავილი მავნე გამოსხივებას შთანთქავს.
ცრურწმენები და ნიშნები
დრაცენასთან დაკავშირებული რამდენიმე ცრურწმენა და ნიშანი არსებობს. ძირითადად, დადებითი. ეზოთერიკოსები ირწმუნებიან, რომ მცენარე შენობაში დაგროვებულ ნეგატიურ ენერგიას შთანთქავს. სწორედ ამიტომ, დრაცენას საძინებელ ოთახში ქონა კარგი იდეაა. თუ დრაცენა აყვავილდა, კარგი ნიშანია. მალე თქვენს ცხოვრებაში რაღაც სასიამოვნო და მნიშვნელოვანი მოხდება.
ასევე, ოთახის დრაცენას სახეობას ყურადღება მიაქციეთ. ამის მიხედვით, სახლის გარემოზე გავლენა განსხვავდება. მაგალითად, დრაცენა მარგინატას სახლში ჰარმონია და სიმშვიდე შემოაქვს. ხოლო დრაცენა დერემენსი მოდუნებას ხელს უწყობს. თუ წარმატების მოზიდვა გსურთ, სურნელოვანი დრაცენა შეიძინეთ. მერწყულის ნიშნებისთვის იდეალური მცენარეა დრაცენა გოდსეფი, რომელიც მის საეჭვო ქცევებს აკავებს.
დრაცენა ფენშუის სწავლებაში
აღმოსავლური სწავლების, ფენშუის მიხედვით დრაცენა „წარმატების ხეა“. ასეთი ყვავილი შეგიძლიათ აჩუქოთ როგორც კაცს, ასევე ქალს. თითოეულ სახლში დრაცენა ფინანსურ კეთილდღეობას და სიხარულს მოიზიდავს. სჯობს მცენარე სამხრეთ, აღმოსავლეთ ან სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში – ე.წ. სიმდიდრის ზონაში მოათავსოთ. ფენშუის მიხედვით ღეროების იღბლიან რაოდენობად 21 ითვლება. ის წარმატებას და კეთილდღეობას მოგიტანთ. ყურადღება მიაქციეთ დრაცენას სახეობებს, რომელთაც სქელი, ქვემოთ დაწეული ფოთლები აქვთ. ისინი ადამიანზე განსაკუთრებით დადებით გავლენას ახდენენ.
დრაცენას მოვლა
თუ სახლში დრაცენა გაქვთ, მისი ფოთლების რეგულარულად გაწმენდა არ დაგავიწყდეთ. ოთახის მცენარე მტვერს იგროვებს. უხვად და რეგულარულად მორწყეთ, მაგრამ ზამთარში – იშვიათად, მცირე რაოდენობის წყლით. მის ირგვლივ ჰაერი დაატენიანეთ. თბილი შხაპი ზედმეტი არ იქნება. დრაცენა 2–3 წელიწადში ერთხელ უნდა გადარგოთ, სასურველია, გაზაფხულზე. მოკლედ, დრაცენა უპრეტენზიო მცენარეა, მაგრამ მზრუნველობის და ყურადღების მოხარული იქნება.
სტატია მეგობრებს და ახლობლებს გაუზიარეთ, რომელთაც სახლში დრაცენა ჰყავთ. ასეთი ლამაზი ოთახის მცენარე აუცილებლად შეიძინეთ, რომ წარმატება და სიმდიდრე მოიზიდოთ.