Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ უნდა დაწვეთ მარცხენა გვერდზე: 7 მიზეზი

სრულყოფილი ძილი ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის გარანტიაა. დღეს გიამბობთ, რომელ მხარეს სჯობს დაწოლა და რა გავლენას ახდენს ძილი ორგანიზმის მუშაობაზე.

ყველასთვის ცნობილია, რომ სრულყოფილი ძილი ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ არსებობს ძილში სხეულის პოზა, რომელიც განწყობის გაუმჯობესებაზე გავლენას ახდენს.

ექსპერტები მიიჩნევენ, ძილში სხეულის პოზა ადამიანის განწყობაზე გავლენას ახდენს. მარცხენა მხარეს ძილი საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის გაუმჯობესებას ხელს უწყობს, გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის სასარგებლოა და რიგი სხვა დადებითი ეფექტებიც გააჩნია.

მარცხენა მხარეს წოლის უპირატესობები

1. ლიმფურ სისტემას აძლიერებს

როცა ადამიანს მარცხენა მხარეს ძინავს, მისი ორგანიზმი ლიმფურ სითხეს მარტივად ფილტრავს. ითვლება, რომ მარცხენა მხარე – დომინანტია. ასეთ პოზაში მას მუშაობა და აუცილებელი ფილტრაციის ჩატარება უადვილდება.

2. საჭმლის მომნელებელი სისტემა უკეთ მუშაობს

მარცხენა მხარეს წოლის დროს მსხვილი ნაწლავის მუშაობა მსუბუქდება, რადგან საკვების ნარჩენები მასში ადვილად მოძრაობს. საჭმლის მომნელებელი ორგანოები ოპტიმალურ პოზაშია, რაც აუცილებელი ფერმენტების გამოყოფაზე დადებით გავლენას ახდენს.

3. გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის სასარგებლოა

მარცხენა მხარეს წოლა ლიმფების ფილტრაციის და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების ხარჯზე გულის კუნთების მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს. თუმცა, გამონაკლისიც არსებობს. თუ გულის იშემიური დაავადება ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადება გაწუხებთ, რეკომენდებულია, რომ უპირატესობა მარჯვენა მხარეს წოლას მიანიჭოთ.

4. ძილი ორსულობის დროს

ორსულობის დროს მარცხენა მხარეს წოლა ქალებს ზურგის დატვირთვის მოხსნაში ეხმარებათ. გარდა ამისა, ასეთ პოზაში საშვილოსნო ღვიძლს არ აწვება. ამასთან, ყველა ორგანოში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება.

5. გულძმარვას აქრობს

ჩვენი კუჭი მარჯვნივ მდებარეობს, ამიტომ საპირისპირო მხარეს წოლა მჟავიანობის შემცირებას და გულძმარვის გაქრობას ხელს უწყობს. მისი გამოვლენის დროს ექიმები მარცხენა მხარეს დაწოლას გირჩევენ, 10 წუთში სიმპტომები შემცირდება.

6. ხერხემალზე დატვირთვას ამცირებს

თუ ზურგის ტკივილები გაწუხებთ, მარცხენა მხარეს დაწოლას გირჩევთ. ასე ხერხემალზე ზეწოლას შეამცირებთ.

7. სისხლის მიმოქცევას ხელს უწყობს

თუ სისხლძარღვების დაავადება ან ვარიკოზული გაფართოებული ვენები გაწუხებთ, სჯობს მარცხენა მხარეს დაიძინოთ. ამ პოზაში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, დიდ ვენაზე წნევა მცირდება, რომელიც სხეულის მარჯვენა მხარეს გადის.

როდის ღირს მარჯვენა მხარეს წოლა?

ყველა წესს გამონაკლისი აქვს. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, სუნთქვის უეცარი შეჩერების (აპნოე), გლაუკომას და რიგი სხვა დაავადებების დროს სჯობს მკურნალ ექიმთან კონსულტანცია გაიაროთ, რომ კომფორტული და უსაფრთხო ძილის პოზა შეარჩიოთ.

როგორ ვისწავლოთ საჭირო მხარეს წოლა?

აი, მარტივი მეთოდები, რომლებიც საჭირო მხარეს დაწოლას გასწავლით:

  • საწოლის ჩვეული მხარეს საპირისპირო მხარეს დაწექით;
  • მუთაქა ამოიდეთ, რომ გადაბრუნების პროცესი გაართულოთ;
  • მატრასის შერჩევას ყურადღება მიაქციეთ. უხეშ ვარიანტებზე უარი თქვით, რადგან გვერდზე წოლის დროს მთავარი დატვირთვა მხრებსა და დუნდულებზე მოდის.

რა თქმა უნდა, თქვენი ორგანიზმის ინდივიდუალური განსაკუთრებულობაც უნდა გაითვალისწინოთ და იმ პოზაში დაიძინოთ, რომელიც უკეთ გამოძინებაში დაგეხმარებათ.