Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ გვსურს მუდმივად ძილი?

ცოცხალ ორგანიზმებს სჭირდებათ ძილი – სასიცოცხლო აქტივობის პერიოდი, რომლის დროსაც ისვენებს. თუმცა ზოგს დღისითაც ძილი სურს მაშინაც კი, თუ მინიმუმ 6 საათი ეძინა, რაც ძალების აღსადგენად საკმარისია. რატომ ხდება ასე? აი, მხოლოდ რამდენიმე მიზეზი, რაც ძილიანობას იწვევს.

ნახშირორჟანგის მაღალი დონე

პლანეტის ატმოსფეროში CO2 (ნახშირორჟანგი) კონცენტრაცია იზრდება. ამას ხელს უწყობს ინდუსტრიის განვითარება – ქარხნების და საწარმოების გაზრდა.

ნახშირორჟანგის ზრდაში საავტომობილო ინდუსტრია არანაკლებ როლს ასრულებს. ახლა განვითარებულ ქვეყნებში ზრდასრული ადამიანების უმეტესობას ავტომობილი აქვს. ძრავის გამონაბოლქვი ატმოსფეროში გამოიყოფა და ამას კაცობრიობა სუნთქავს.

გვალვები, რომლებიც ტყეების და სტეპების ხანძრებს იწვევს, ასევე ჟანგბადის უკმარისობის და ნახშირორჟანგის გაზრდის მიზეზი ხდება. ამასთან მუდმივი დაკავებულობის გამო ხალხი ბუნებაში, ქალაქის პარკშიც ნაკლებ დროს ატარებს. სწორედ ამიტომ, ზოგიერთს პირდაპირ სიარულს დროს ეძინება. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ადამიანები აზროვნების უნარს კარგავენ და კაცობრიობა მაღალი სისწრაფით „სულელდება“.

სტრესი და დეპრესია

სიტუაცია, როცა ადამიანს დასასვენებლად მთელი ძალის მობილიზება სჭირდება, ტვინს უფრო აქტიურად მუშაობას აიძულებს. გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ნერვული სისტემის დაძაბულობის დროს ძალიან ბევრი ენერგია იხარჯება. სწორედ ამიტომ, შემდეგ ხანგრძლივი დროით დასვენება არის საჭირო.

დეპრესია – დაავადება, რომლის დროსაც ადამიანის ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური პროცესები ირღვევა. სეროტონინის და დოპამინის ნაკლები რაოდენობა იწარმოება ან ტვინის ქვეკორტიკული ცენტრის მუშაობა ირღვევა,  რომელიც ტვინის აქტივობის ზოგად ტონუსზეა პასუხისმგებელი. ხალხი უფრო მოთენთილი და ძილიანი ხდება.

ალცჰაიმერის დაავადების წინამორბედი 60 წლის ხალხში

ამერიკელი მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ ნეიროდეგენერაციულ დაავადებასა და დღის განმავლობაში დაძინების სურვილს შორის კავშირი არსებობს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს, რომელთაც დღისით წაძინება სურთ, ტაუ–ცილის მაღალი კონცენტრაცია ჰქონდათ. ეს ქიმიური ნაერთი ხშირად  ასაკობრივი ჭკუასუსტობის განვითარებაზე საუბრობს.

ონკოლოგია, დიაბეტი, ჰიპერტონია, ინფარქტი

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ 65 წელს ზემოთ ხალხში ძილიანობა ასეთი სახიფათო დაავადების ერთ–ერთი პირველი სიმპტომი იყოს. მკვლევარებამ 10,5 ათასი ადამიანი შეარჩიეს, რომლებიც კვლევაში მონაწილეობას დათანხმდნენ, და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეადარეს ექსპერიმენტის დაწყებისას და 3 წლის შემდეგ.

აღმოჩნდა, რომ ძილიანობის პრობლემების მქონე ხალხს 2-ჯერ უფრო ხშირად აღმოუჩინეს სიმსივნე, 2,3-ჯერ უფრო ხშირად დიაბეტი და ჰიპერტონია, ხოლო 2,5-ჯერ – გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.

ნელი ძილის მოკლე ფაზები

ადამიანები ძილის ორი მთავარი ფაზა აქვთ – ნელი და სწრაფი. პირველ ნაწილს ღრმას უწოდებენ, მეორეს ზედაპირულს. ნელი ფაზის დროს ადამიანი სიზმრებს ვერ ხედავს. ორგანიზმი მთლიანად მოდუნებულია.

თუ საკმაოდ დიდხანს გძინავთ, მაგრამ დაძინებამდე ინერვიულეთ ან რაიმე პრობლემის გამო შფოთავთ (ფსიქოლოგიური ან ფიზიკური, მაგალითად, დაავადება), ტვინი საკმარისად ვერ ისვენებს.

მძღოლის ძილი

დამტკიცებულია, რომ დაბალი სიხშირის ვიბრაციები ადამიანს საჭესთან დაძინებას აიძულებს. ამისთვის 15 მოხალისე სავარძელზე დასვეს, რომელიც 4-7 ჰც სიხშირით ვიბრირებდა. მათ 15 წუთში ჩაეძინათ.