Connect with us

სხვა

რატომ ბანაობს ზოგი მთელი ცხოვრება სიყვარულში, ზოგი – მღელვარებაში

ემოციები მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ადამიანებს შორის ურთიერთობებს ეხება. ემოციების სწორად და დროულად გამოხატვა არა მხოლოდ მნიშვნელოვანია, არამედ უნარია, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. უფრო ადვილია ადამიანებთან ურთიერთობა და საკითხების მოგვარება, როცა შეგიძლიათ მათ კარგი განწყობა შეუქმნათ და მათში პოზიტიური შეგრძნებები გამოიწვიოთ.

ემოციების მნიშვნელობა

სადჰგურუმ საკუთარი ემოციების სწორად გამოხატვის შესახებ ყურმოკვრით არ იცის. და არა მხოლოდ იცის, არამედ ამას სხვებსაც ასწავლის. თუ სადჰგურუ ერთხელ მაინც გინახავთ, ნამდვილად შენიშნავდით, რომ ის დადებით გრძნობებს იწვევს. არადა, მოძღვარი არც კი ცდილობს, იქნებ მის ძალისხმევას ვერ ვხედავთ?

საქმე იმაშია, რომ გურუმ კეთილგანწყობის საიდუმლო უკვე დიდი ხანია აღმოაჩინა, რასაც არც მალავს. უბრალოდ ამ ცოდნის მიღება და გაგება ყველას არ შეუძლია. გურუს აზრით, ადამიანების მთავარი ცდომილება ისაა, რომ სასიამოვნო გარემო თავად უნდა შექმნან და არა მოძებნონ.

ერთხელ, სადჰგურუმ თავის 9 კაციან გუნდთან ერთად მოხალისეობრივ პროგრამაში მონაწილეობა მიიღო. ღონისძიების ორგანიზატორი კომპანიის ერთ–ერთმა ტოპ მენეჯერმა გურუს ჰკითხა, თუ სად იპოვა ამდენი შესანიშნავი ადამიანი. მოძღვარმა მარტივად უპასუხა:

„ასეთ ხალხს ვერ იპოვი, მათ თავად ქმნი“.

ემოციების და მათი სწორად გამოხატვის დახმარებით საკუთარ გარემოს თავად ვქმნით. ადამიანებს, ვისაც უყვარხართ, თქვენი საერთო საქმისთვის ყოველთვის ეცდება. როგორ ვაიძულოთ მათ შეყვარება? უბრალოდ, თავად შეიყვარეთ. სადჰგურუს თქმით, სიკეთეს ვერ განავითარებთ. მხოლოდ მისი გამოსხივება შეიძლება და ასე უკან დაგიბრუნდებათ.

ადამიანები სათანადო თანაგრძნობის მიღებას ელოდებიან. ეს არასწორია, რადგან ასე მუდმივად თავის მოჩვენებას იწყებთ და სასურველს ვერ მიიღებთ. სიკეთის გამოსხივება რაღაც ბუნებრივი უნდა იყოს, თქვენი ქცევის და პიროვნების ნაწილი.

სხვების მიმართ სიკეთის გამოჩენა დადებითად პირველ რიგში, თქვენზე მოქმედებს. აღარ ნერვიულობთ და ნეგატივი და ეჭვები აღარ გჭამთ. დიახ, სათანადო სიკეთით ყველა არ გიპასუხებთ. მაგრამ მენდეთ, თავს უფრო ბედნიერად და მსუბუქად იგრძნობთ.

სწორედ ემოციები გვეხმარება უპირობო სიყვარულის გამოსახატად. მისი არჩევით თითქოსდა საკუთარ თავს სხვა ვარიანტებს არ უტოვებთ. დროთა განმავლობაში თქვენს გარშემომყოფებს სხვა გზა არ რჩებათ გარდა იმისა, რომ შეგიყვარონ და სიხარულით მიგიღონ. საკუთარ თავში პოზიტიური ემოციების მხარდაჭერა ისწავლეთ და ასე მთელი თქვენი სამყაროს მართვას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ.

რედაქციისგან

პირადად, მე, სხვების მიღების გზაზე საკუთარ თავზე და შინაგან სამყაროზე კონცენტრაცია უფრო დამეხმარა. ასე სხვების გასაკიცხად ან შესაფასებლად დრო უბრალოდ არ გრჩება. სამყაროს ისეთს იღებ, როგორიც არის, ზედმეტი ფიქრებით თავს არ იწუხებთ.

ზოგჯერ სამყაროს აღქმის გასამარტივებლად მას ისე ვუყურებ, როგორც რაიმე გაჯეტს. არსებობს პარამეტრები, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში მუშაობს. ჩემთვის ასეთი პარამეტრი უპირობო სიკეთეა. ჩვეულებრივ, ყველას კარგად ვექცევი და ვცდილობ, რომ ყველას ღიმილი და კარგი განწყობა ვაჩუქო. პასუხად ხშირად იგივეს ვიღებ.