Connect with us

საკითხავი

რატომ აღარ ვყიდულობ მაღაზიაში სითხით გაჟღენთილ ფეხსაცმლის საწმენდ ღრუბელს

პირველი თოვლი არა მხოლოდ სიხარულს გვრის და ინსტაგრამზე კარგ ფოტოებს გვჩუქნის, არამედ თოვლის, მარილისა და ქიმიური რეაგენტების „ფაფას“. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ფეხსაცმლის მოვლის საშუალების შერჩევა, რომელიც ფეხსაცმელს არა მხოლოდ ტენიანობისგან დაიცავს, არამედ სისუფთავესაც შეუნარჩუნებს.

ბევრი სპეციალურ ფეხსაცმლის კრემით გაჟღენთილ ღრუბელს იყენებს. თუმცა ასეთი საშუალება დიდხანს არ გვყოფნის და საკმაოდ ძვირი ღირს. ამავდროულად, შეგიძლიათ ხელნაკეთი საშუალებით ჩაანაცვლოთ, რომელსაც თეთრებად შეიძენთ. შესაძლოა, ყიდვა საერთოდ არ მოგიწიოთ.

ფეხსაცმლის მოვლის საშუალება

აბუსალათინის ზეთი

მკვებავი და დამატენიანებელი თვისებების წყალობით აბუსალათინის ზეთი კოსმეტოლოგიაში აქტიურად გამოიყენება.

ის მშრალ და აქერცლილ კანს უმკლავდება, სქელი წამწამების გაზრდას და ფრჩხილების გაძლიერებას ხელს უწყობს.

სწორედ ამ თვისებების წყალობით აბუსალათინის ზეთი ფეხსაცმლის მოსავლელად შეუცვლელია. ის გამომშრალ ჩექმას არბილებს, აღადგენს, ტენისგან, ზამთრის რეაგენტებისა და მზისგან იცავს.

როგორ დავიცვათ ფეხსაცმელი სისველისგან

თქვენ დაგჭირდებათ 1 ბოთლი აბუსალათინის ზეთი, რომელიც ბევრს სახლის აფთიაქში აქვს, და ძველი ნეილონის კოლგოტი, რომელსაც ხშირად ნაგავში ვყრით.

რამდენიმე წვეთი აბუსალათინის ზეთი ფეხსაცმელს დააწვეთეთ და ზედაპირი ძველი კოლგოტით გაწმინდეთ. ის ზეთს კარგად იწოვს და ყველაზე ნაზი ტყავის ფეხსაცმელს ფრთხილად აპრიალებს.

დიდხანს გეყოფათ, თან შეგიძლიათ გარეცხოთ. მაღაზიაში გასაყიდი ღრუბლის შესანიშნავ ბიუჯეტურ ალტერნატივას მიიღებთ.

უნივერსალური მკვებავი კრემი აბუსალათინის ზეთით

დაგჭირდებათ ცვილი, სკიპიდარი და აბუსალათინის ზეთი. 6 ნაწილი ცვილი წყლის ორთქლზე გააცხელეთ. 2 ნაწილი სკიპიდარი და ზეთი დაუმატეთ.

პატარა თავსახურიან ბოთლში გადაიტანეთ. საშუალების ფენა ფეხსაცმელს წაუსვით. ასე ფეხსაცმელი წყალგაუმტარი გახდება.

როგორ დავარბილოთ ფეხსაცმელი ხანგრძლივი შენახვის შემდეგ

აბუსალათინის ზეთი ყველაზე მშრალ, გაუხეშებულ და დახეთქილ ტყავს დაარბილებს. ამისთვის თბილ ზეთში გაჟღენთილი ფლანელის სალფეთქით გაწმინდეთ.

ფეხსაცმლის ზედაპირი კარგად გაწმინდეთ. 2–3 საათით გააჩერეთ. პროცედურა კიდევ გაიმეორეთ და ფეხსაცმელი მთელი ღამე გააჩერეთ. დილით ზეთის ნარჩენები სალფეთქით მოაშორეთ.