საკითხავი
რატომ აფარებენ მაგიდაზე სუფრას მდიდრები
გახსოვთ, ადრე ყველა მაგიდაზე როგორ იყო გადაფარებული სუფრა? ეს თითქმის უკვე წარსულში დარჩა. ასაკოვანი ხალხიც უპირატესობას ანიჭებს გამჭვირვალე სუფრას, რომლის გარეცხვაც მარტივია. ახალგაზრდა თაობა საერთოდ ფიქრობს: რა საჭიროა სუფრის გადაფარება თუ პატარა ლაქის გაჩენისთანავე მთლიანად უნდა გარეცხოთ? ამასთან უადგილოდ გამოიყურება. თავადაც ვფიქრობდი, რომ ასე მხოლოდ სოფელში ნათესავები აკეთებდნენ.
აღმოჩნდა, რომ მაგიდაზე სუფრის როლი მხოლოდ ავეჯის ჭუჭყისგან დაცვა არაა. ესთეტიკური კომპონენტებიც არსებობს, მაგრამ არ დომინირებს. გსურთ იცოდეთ, რას ფიქრობდნენ ჩვენი წინაპრები სუფრაზე? ძალიან საინტერესო ინფორმაციას გიზიარებთ.
რატომ უნდა დააფაროთ მაგიდაზე სუფრა
უპრობლემო ცხოვრება
ადრე ხალხს სჯეროდა, რომ მაგიდაზე სუფრა უპრობლემო ცხოვრებას ხელს უწყობდა. გლუვი მაგიდაზე – გლუვი საქმეში. გადაუფარებელი სამზარეულოს ავეჯი არა მხოლოდ სიღარიბის, არამედ დიასახლისის მოეწესრიგებლობის ნიშანიც იყო. სწორედ ამიტომ, გოგოები და ქალები ცდილობდნენ, რომ სუფრა ყოველთვის სუფთა და მოვლილი ყოფილიყო.
სტუმრების აჩქარება
როცა მასპინძლები სტუმრებს ელოდებოდნენ, დიდ სუფრას შლიდნენ და სუფრის კუთხეებს ხელში ატრიალებდნენ. ქალებს სჯეროდათ, რომ ასე სტუმრებს აჩქარებენ, რომ მალე მოვიდნენ. ამბობენ, რომ სტუმრები მართლაც მალე ჩნდებოდნენ გზაზე!
ფულის მოზიდვა
ითვლებოდა, რომ მაგიდა, რომელზეც სუფრა გადაფარებული არაა, ოჯახში უფულობას იწვევს. სწორედ ამიტომ, დიასახლისები, სუფრის ქვეშ ფულს ინახავდნენ. როგორც უკვე მიხვდით, რაც უფრო მაღალი იყო ფულის ნიშნული, მით უფრო მდიდრად ითვლებოდა ოჯახი და მით უფრო მეტი ფული უნდა მოეტანა მომავალში. როგორ ფიქრობთ, მუშაობს?
ღვთის საჩუქარი
ახლაც ბევრი ფიქრობს, რომ საჭმელი ღვთის საჩუქარი. ადრე თითოეული ტრაპეზი ერთგვარი რიტუალი იყო. განა ღვთის საჩუქარს გადაუფარებელ მაგიდაზე დააწყობთ? რა თქმა უნდა, არა. უფრო მეტიც, ცდილობდნენ, ყველაზე ლამაზი და ხარისხიანი სუფრა შეერჩიათ, რომ ასე მორიგი საჩუქრისთვის უფლისთვის მადლობა ეთქვათ.
არანაირი კამათი
ადრე თვლიდნენ, რომ ოჯახს უთანხმოებისგან სწორედ სელის სუფრა იცავდა. სწორედ ამიტომ, ყველა ცდილობდა ამ მასალის სუფრა შეეძინა. მართალია თუ არა, ადამიანის ფიქრი და აღქმა ასეთი არჩევანის გაკეთების შემდეგ ნამდვილად პოზიტიური იყო.
დანის დამალვა
ცუდი არ იფიქროთ – დიასახლისი არავის დაჭრას არ აპირებდა. საქმე იმაშია, რომ ტრაპეზი ყოველთვის მდიდრული არ იყო. ცრურწმენა ამბობდა, რომ თუ სუფრის ქვეშ დანას დადებთ, სტუმრები დანაყრდებიან და სახლში მალე წავლენ. სწორედ ამიტომ, თუ ზოგჯერ იძულებული ხართ სახლში არასასურველი სტუმრები მიიღოთ, ძველი მეთოდი სცადეთ.
ახლობლის საჩუქარი
ითვლებოდა, რომ სუფრის ჩუქება მხოლოდ ახლობელ ადამიანს შეეძლო. ეს ხომ ფინანსური კეთილდღეობის და ოჯახში ჯანსაღი ატმოსფეროს სიმბოლო იყო. უცხო ადამიანს მავნე ფიქრებით ამ იდილიის დარღვევა შეეძლო. ახალგაზრდა გოგოებს სწამდათ, რომ მშობლების სახლიდან ახალ ოჯახში წაღებული სუფრა ქმართან და ნათესავებთან ურთიერთობის დალაგებაში დაეხმარებოდათ.
ახლა უკვე იცით, რისთვის არის საჭირო სუფრა მაგიდაზე. რა თქმა უნდა, ამის შეიძლება გჯეროდეთ ან არა, მაგრამ წინაპრები სუფრას დიდ მნიშვნელობას ტყუილად არ ანიჭებდნენ. თქვენ რას აფარებთ მაგიდას?