Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ არ შეიძლება ყველასთვის გოგრის თესლის ჭამა

მახსოვს, რომ ჩემს დაქალს სახლში გოგრის თესლი ყოველთვის ჰქონდა. ის უფრო მეტად უყვარდა, ვიდრე მზესუმზირა. პირდაპირ მაგიდაზე დიდი თასი იდო, რომელშიც მარაგი პასუხისმგებლობით და დროულად ივსებოდა. ჩემი დაქალი საუბრის, ფილმის ყურების ან მუშაობის დროს ყოველთვის გოგრის თესლს კვნეტდა.

ცოტა ხნის წინ ვესტუმრე და რამდენიმე თესლის ჭამა გადავწყვიტე, ხელიც კი გავიწვდინე, მაგრამ თასი ჩვეულ ადგილას ვერ დავინახე. მაშინ ელენამ მიამბო, რომ ექიმთან იყო და გაიგო, თუ ვისთვის არ შეიძლება გოგრის თესლის ჭამა. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ მათ ზიანის მოყენება შეეძლოთ. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რატომ არ შეიძლება ყველასთვის გოგრის თესლის ჭამა.

გოგრის თესლის სარგებელი

1. გოგრის თესლი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით – ლინოლეური და ოლეინი. ისინი გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას აუმჯობესებენ და ათეროსკლეროზის განვითარებას ხელს უშლიან.

2. მჟავების გარდა გოგრის თესლში კონცენტრირებულია ქოლინი, B ჯგუფის ვიტამინები და E ვიტამინი. ეს ნივთიერება თავისუფალ რადიკალებთან მებრძოლია. გარდა ამისა, ვიტამინები ანტიოქსიდანტური მოქმედების წყალობით დაბერებას ანელებენ.

3. უდავოდ, გოგრის თესლი უკვე ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო სასარგებლოა. რაც შეეხება სასარგებლო მიკროელემენტებს? 100 გრ გოგრის თესლი სპილენძის და რკინის დღიური ნორმის 20%–ს, ხოლო ფოსფორის და მაგნიუმის დღიური ნორმის 30%–ს შეიცავს. უფრო მეტიც, თესლი შეიცავს ცილებს, თუთიას, სელენს, მანგანუმს, ნატრიუმს, კალიუმს და კალციუმს.

4. თუ ცუდი მხედველობა გაწუხებთ, გოგრის თესლი ნამდვილი აღმოჩენაა. მასში ზეაქსატინი და ლუტეინი შედის, რომლებიც მხედველობის ორგანოების მუშაობას აუმჯობესებენ.

5. ბავშვობაში ჭიების საწინააღმდეგოდ გოგრის თესლებს არ გაჭმევდნენ? კუკურბეტინის (ნივთიერება, რომელსაც ანტიჰელმინთური ეფექტი აქვს) წყალობით პარაზიტებს ნამდვილად ებრძვის.

6. გოგრის თესლში შემავალი უჯრედისი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და ნაწლავების გაწმენდას ხელს უწყობს. თუ სხეულის ფორმებს ყურადღებას აქცევთ, ყურადღებაში იქონიეთ!

7. გოგრის თესლის რეგულარული მიღებისას შეამჩნევთ, რომ კანის, ფრჩხილების და თმის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი შემადგენლობა ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის. სწორედ ამიტომ, თავს უკეთ ვგრძნობთ.

ვისთვის არის უკუჩვენებული გოგრის თესლი

1. გოგრის თესლის მთელი ამ სარგებლის მიუხედავად შესაძლებელია ინდივიდუალური აუტანლობა. სხვათა შორის, გოგრის თესლზე ალერგია იშვიათად, მაგრამ გვხვდება.

2. კუჭის მაღალი მჟავიანობის შემთხვევაში გოგრის თესლზე სჯობს უარი თქვათ. კოლიტის, გასტრიტის ან წყლულის დროს ამ პროდუქტის მიღება უკუჩვენებულია.

3. ჭარბი წონის ან სიმსუქნის დროს გოგრის თესლი დაივიწყეთ. საქმე იმაშია, რომ საკმაოდ კალორიულია. 100 გრ პროდუქტი 600 კალორიას შეიცავს. აი, გოგრის რბილობი – დიეტური პროდუქტია.

თუ საკუთარი თავი ვერ იპოვეთ სიაში, ვისთვისაც გოგრის თესლის ჭამა არ შეიძლება, შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ და სასარგებლო პროდუქტი რაციონში ჩართეთ. გოგრის თესლი წასახემსებლად ან სალათებში დასამატებლად გამოგადგებათ. გარდა ამისა, გოგრის თესლიდან ძალიან გემრიელ ზეთს აკეთებენ.