Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ არ შეიძლება ორსულისთვის ზურგზე წოლა?

ქალის ორგანიზმში ორსულობის დროს ცვლილებები ხდება – იცვლება ჰორმონალური ფონი, ნივთიერებათა ცვლა, სჭირდება უფრო მეტი მკვებავი ნივთიერებები. მომავალი დედის და ბავშვის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია საკუთარ თავს მოუსმინოთ და ექიმის რეკომენდაციები დაიცვათ. კვების და ძილის რეჟიმი ასევე იცვლება. გინეკოლოგები ორსულ ქალებს ხშირად ზურგზე ძილს უკრძალავენ. ასეთი რეკომენდაცია კვლევის შედეგებით არის განპირობებული.

რატომ არ შეიძლება ორსული ქალისთვის ზურგზე წოლა?

მანჩესტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) სპეციალისტებმა მომავალი დედის ძილის პოზასა და მკვდრადშობადობის რისკს შორის კავშირი დაადგინეს. კვლევის შედეგები გამოცემაში International Journal of Obstetrics and Gynaecology გამოქვეყნდა. სულ 1024 ქალი გამოიკითხა, რომელთაგან 291–მა მომავალი ბავშვი ორსულობის ბოლო ტრიმესტრში დაკარგა.

დადგენილია, რომ სავალალო შედეგი 2-3-ჯერ უფრო ხშირი იყო მათთან, ვისაც ზურგზე ეძინათ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასეთი პოზა მკვდრადშობადობის მიზეზი 3,7% შემთხვევაში იყო.

ექიმები აღნიშნავენ, რომ ძილის დროს ზურგზე პლაცენტისკენ მიმავალი არტერიები იჭყლიტება, რაც ნაყოფისთვის ჟანგბადის მიწოდებს აფერხებს. „ვერაფერს მოუხერხებთ იმ პოზას, რომელშიც იღვიძებთ, თუმცა შეგიძლიათ აირჩიოთ საჭირო პოზა, როცა დაძინებას აპირებთ“ – აღნიშნავს ანგარიშის ავტორები. ისინი ორსულებს ირგვლივ და მუცლის ქვეშ ბალიშების შემოხვევას ურჩევენ, რომ ძილში ზურგზე არ გადაბრუნდნენ.

სხვა კვლევამ დაასკვნა, რომ ორსულობის 30 კვირის განმავლობაში ზურგზე ან მარჯვენა მხარეს წოლა ორსულობის არასასურველი შედეგების (მკვდრადშობადობა, პატარა წონა, გესტაციური ჰიპერტონული დაავადებები) სიხშირის ზრდასთან კავშირში არაა. (Robert Silver, Shannon Hunter, Uma Reddy, et al. Obstetrics & Gynecology. September 20, 2019). ამის მიუხედავად, ექიმებს ურჩევნიათ, რომ მომავალი ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან და ორსულებს მარცხენა გვერდზე წოლის რეკომენდაციას აძლევენ.

როგორ დავიძინოთ სწორად ორსულობის დროს?

  • პირველი ტრიმესტრი საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ მოსახერხებელ პოზაში გეძინოთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ზურგზე ან მუცელზე წოლა ტოქსიკოზს ამწვავებს.
  • მუცლის გაზრდის შემდეგ გვერდზე წოლას უპირატესობა მიანიჭეთ. მუცელზე ძილი ნაყოფის ჟანგბადით შიმშილობას იწვევს. ზურგზე ძილზე სჯობს უარი თქვათ. ექიმები ოპტიმალურ პოზაც მარცხენა გვერდზე წოლას მიიჩნევენ – ასეთი პოზა პლაცენტასთვის სისხლის მიწოდებას არ ზღუდავს და დატვირთვა ქალის შინაგან ორგანოებზე გადადის. მარცხენა გვერდზე დაძინებით ორსული ქალი ღამით ტუალეტში იშვიათად გადის და ფეხის კრუნჩხვები ნაკლებად აწუხებს. ასეთი პოზა გულძმარვას ამცირებს.
  • სასურველია, პატარა შემაღლებაზე დაიძინოთ, სხეულის ზედა ნაწილი ოდნავ წამოწიეთ.
  • ექოსკოპიით დადგენილი ნაყოფის ფეხებით ან განივ პოზაში ყოფნისას, ექიმები გირჩევენ იმ მხარეს დაწვეთ, სადაც ნაყოფს თავი აქვს დახრილი.
  • მუცლის ქვეშ დიდი, მოსახერხებელი ბალიშის გამოყენება დაძინებას აადვილებს და კომფორტის დონეს ზრდის.