საკითხავი
რატომ არ შეიძლება მადლობის თქმა?
ჩვენ გავარკვიეთ, თუ რომელ სიტუაციებში უნდა თქვათ „მადლობა“ და როდის არის კატეგორიულად აკრძალული! ნახეთ, როგორ უნდა უპასუხოთ ადამიანს, თუ მასთან ყოველგვარი ურთიერთობის შეწყვეტას არ აპირებთ.
მაგრამ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია უკან დახევა! როგორ ფიქრობთ, რატომ არიან ადამიანები ასეთი „ჩაკეტილები“ ახლა? რატომ ამბობენ, რომ ყველა თავისთვისაა?
ერთ-ერთი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ცხოვრების სწრაფ ტემპში პრაქტიკულად დაგვავიწყდა, თუ გაწეული სამსახურისთვის როგორ ვუპასუხოთ. სიტყვა „მადლობა“ ჩვენი ენის რაციონში დამკვიდრდა.
ახლა სიტყვა „მადლიერების“ მოსმენას საკმაოდ იშვიათად შეძლებთ. უფრო მეტიც, ეს ფორმა იმდენად უჩვეულო გახდა, რომ მისი მოსმენისას ადამიანები უკან იხედებიან, რომ მის მთქმელს შეხედონ.
მოდით გავარკვიოთ!
სიტყვა „მადლობა“ ნიშნავს, რომ ღმერთს დახმარებას ვთხოვთ, რომ ამ ადამიანისგან დაგვიცვას! ასე ენერგეტიკულ არხს ვკეტავთ, რომელიც ამ ადამიანთან გვაკავშირებს.
ეს ძლიერი მანტრაა, რომელიც ამ ადამიანთან სამომავლო ურთიერთობისგან გვიცავს. ჩვენ სიტყვა მადლობას ყველას ვეუბნებით და ასე სულ უფრო და უფრო ვიკეტებით.
როდის ამბობთ მადლობას?
როცა ვიღაცისგან მოშორება გსურთ. დიახ, ამას გაუცნობიერებულად ამბობთ: „მადლობა, მაგრამ ჩემი საქმე მაქვს. მეჩქარება“ ეს ძალიან ღრმად და გაუცნობიერებულად ხდება.
არ უთხრათ ადამიანს მადლობა, თუ მასთან ურთიერთობის გაგრძელება გსურთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ურთიერთობა ნელ-ნელა გაუარესდება.
როგორ გამოვხატოთ მადლიერება?
მგონი, უკვე იცით! თქვით, რომ მადლიერი ხართ გაწეული სამსახურის გამო. ასე ადამიანს გაწეული კეთილი საქმის გამო მადლს, დადებით ენერგიას გაუგზავნით.
რატომ არის მადლიერების გამოხატვა უფრო მომგებიანი?
ასე ადამიანს მადლს უგზავნით და ამ ადამიანს უსურვებთ, რომ სიკეთე ასმაგად უკან დაუბრუნდეს.
როდის ღირს მადლობის თქმა?
თუ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება არ გსურთ, თუ ადამიანს შორდებით და მისი კვლავ ნახვა აღარ გსურთ, მაშინ გონივრულია უთხრათ: „მადლობა ყველაფრისთვის“. ასევე კარგია ამ სიტყვით უპასუხოთ მათ, ვინც ცუდი რამ გაგიკეთათ.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარჯვენა ლოყას უშვერთ, პირიქით, საკუთარ თავს ამ ადამიანთან სამომავლო უსიამონო ურთიერთობისგან იცავთ. მადლობა და მადლიერება გაცნობიერებულად გამოიყენეთ. მათი დახმარებით თავის დაცვას, დადებითი ენერგიის მოზიდვას და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას შეძლებთ!
პირველ დღეებში გადაწყობა გაგიჭირდებათ, შეიძლება მცირე დისკომფორტიც კი გამოიწვიოს, მაგრამ ეს ამად ღირს! მადლიერებას გაცნობიერებულად რაც უფრო ხშირად გამოხატავთ, მით უფრო მალე ეს ჩვევად იქცევა!
ამბობენ, რომ უარყოფითი გაკვეთილის გამო სამყაროს მიმართ მადლიერი უნდა იყოთ…ან იქნებ სჯობს ვუთხრათ მადლობა?
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ რაღაც ნეგატიური სიტუაცია თავს გადაგხდათ, მაგრამ საკუთარი შეცდომის გაცნობიერება და მისგან სარგებლის მიღება ისწავლეთ? ამ შემთხვევაში სამყაროს მიმართ მადლიერი უნდა იყოთ.
თუმცა თუ მსგავსი გამოცდილების კვლავ გადატანა არ გსურთ, აზრობრივად შეგიძლიათ სამყაროს დაუკავშირდეთ სიტყვებით: მადლიერი ვარ, მადლობა. ასე გაწეული სარგებლისთვის მადლიერებას გამოხატავთ და მსგავსი სიტუაციის კვლავ გამეორებას თავიდან აიცილებთ.
და ბოლოს! საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეთ!
თქვით სიტყვა მადლობა, შემდეგ მადლიერი ვარ და დაუკვირდით შეგრძნებებს, თქვენი გრძნობები შეადარეთ. პირველ და მეორე სიტყვის წარმოთქმის დროს თქვენი გრძნობები განსხვავებული იქნება. გახსოვდეთ, ის რაც შიგნითაა, იგივეა გარეთ!