Connect with us

ყვავილები

რატომ არ შეიძლება კარტოფილის ფოთლებისა და ღეროს შემოდგომაზე დაწვა

ახალბედმა მებაღეებმა არ იციან თუ როგორ მოექცენ კარტოფილის ამოღების შემდეგ დარჩენილი, მის ზედა ნაწილებს. მათი უმეტესი ნაწილი მათ ყრის ან წვავს. როგორც აღმოჩნდა არცერთი საქციელი სწორი არ არის. რადგან პირველ შემთხვევაში მის გატანასა და გადაყრაზე დრო და ძალები უნდა დახარჯოთ, მეორე შემთხვევაში კი მისი კვამლის სუნთქვა მოგიწევთ და სასარგებლო არც ეს გახლავთ.

არსებობს კარტოფილის, პომიდვრის, ბადრიჯნის და ყვავილების ღეროებისა და ფოთლების გამოყენების რამდენიმე ვარიანტი. ამ საქმეში მათი დამაქუცმაცებელი გამოგვადგება, თუმცა მის გარეშეც გავძლებთ.

როგორ მოვიქცეთ დამქუცმაცებელი აპარატის ქონის შემთხვევაში

თუ კარტოფილის რეროები ჯერ ისევ მწვანეა, ისინი დასაქუცმაცებელ აპარატში გაატარეთ. მსგავსად მოიქეცით პომიდვრის და ბადრიჯნის ღეროების შემთხვევაშიც. შედეგად მულჩირების შესანიშნავ მასალას მიიღებთ. მისი გამოყენება ხეებთან და ყვავილებთანაც შეგიძლიათ.

რა უნდა გააკეთოთ თუ დასაქუცმაცებელი აპარატი არ გაქვთ

ნუ იდარდებთ, მისი ქონა დიდ საჭიროებას არ წარმოადგენს. ბოლოკის, სტაფილოს და ჭარხლის მწვანე ნაწილი შეგიძლიათ მოსავლის აღების შემდეგ მიწაზევე დატოვოთ. ზამთრის პერიოდში ის დალპება და ნიადაგს გაანოყიერებს.

მართალია ჭარხლის და სტაფილოს მწვანე ფოთლები კულინარიაში ფართოდ გამოიყენება, თუმცა ამისთვის შემოდგომის ფოთლები არ გამოგადგებათ. სტაფილოს მწვანე ნაწილს – მავნე მწერების დასაფრთხობადაც იყენებენ.

რაც შეეხება კარტოფილის მწვანე ნაწილებს, ის სოლანინს შეიცავს, რომელსაც მღრღნელები უფრთხიან, ამიტომ ის შემოდგომაზე გამოიყენეთ, ამ დროს თაგვები გამოსაზამთრებელ მყუდრო ადგილს დაეძებენ.

ყაბაყის ღერო შეგიძლით ნაჯახით დაჩეხოთ და კომპოსტში გამოიყენოთ, ის მულჩირებისთვისაც გამოგადგებათ.

ნებისმიერი მცენარის ღერო და ფოთლები ახალგაზრდა ბაღის მოსაძლიერებლად გამოგადგებათ. ახალგაზრდა ხის გარშემო, მისი ფესვების სიფართეზე, 20-30 სანტიმეტრის სიღრმის თხრილი გააკეთეთ, მასში კი ნებისმიერი მცენარის ღეროები და ფოთლები მოათავსეთ. რამდენიმე წლის შემდეგ იგივე გაიმეორეთ, ახლა უკვე ხიდან უფრო მეტი დაშორებით.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს რჩევები პრაქტიკაში გამოგადგებათ და მათი მეშვეობით თქვენი ბაღი უფრო ჯანსაღი და ლამაზი გახდება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.