Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ არ იყენებენ ბრილიანტის მწვანეს არსად გარდა ყოფილი დსთ-ს ქვეყნებისა?

ბრილიანტის მწვანე რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში ყველა ოჯახის აფთიაქის განუყოფელი ნაწილია. თუმცა დანარჩენ მსოფლიოში მას არსად არ იყენებენ. რატომ?!

გიჟი იგნაცი

XIX საუკუნეში, ევროპაში, ყოველი მეათე ახალშობილი ცხელებით იღუპებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მშობიარობას დიპლომირებული ექიმები ესწრებოდნენ.

ვენის საავადმყოფოს ახალგაზრდა მეანი იგნაც ზემმელვეისი საშინლად ნერვიულობდა თავისი პაციენტების ბედზე. ექიმები იმ დროს ხშირად დადიოდენ პაქტიკებზე პროზექტურაში და მშობიარეებს პირდაპირ პროზექტურიდან გამოსვლისთნავაე იღებდნენ, ექიმები ხელს უბრალო ხელსახოცით იმშრალებდნენ და ამის გამო შესაძლებელი იყო ახალშობილების დაავადება “გვამის შხამით”. მან ექიმებს მშობიარესთან მისვლამდე, ხელების ქლორში გაჩერება შესთავაზა. სიკვდილიანობა 7-ჯერ შემცირდა.

კოლეგები ზემელვაისის ახალმოდურ იდეებს დასცინოდნენ. ექიმების წრე გერმანელი ექიმის გუსტავ მიხაელისის სიკვდილმაც ვერ დაარწმუნა. ეს უკანასკნელიც დასცინოდა იგნაცის იდეებს, თუმცა ბოლოს მაინც სცადა მათი პრაქტიკაში იგნაცის იდეის გამოცდა და მისი პაციენტების სიკვდილიანობაც რამდენჯერმე შემცირდა, თუმცა მან კოლეგების დამცირებას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა.

იგნაცმაც ცუდად დაამთავრა: ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა და მალევე გარდაიცვალა. ბედის ირონიით მისი გარდაცვალების მიზეზი სეფსისი იყო, ის რითაც პაციენტები მის გენიალურ აღმოჩენამდე იღუპებოდნენ. მადლიერმა შთამომავლობამ მას ძაგლი დაუდგა.

ჭკვიანი ლუი და საზრიანი უილიამი

დაახლოებით იმავე დროს პარიზში ლუი პასტერმა იფიქრა, რომ 175 წლის წინანდელი ანტონ ვან ლევენგუტის მიერ გაკეთებული აღმოჩენილი “ბაქტერიები” გადამდებია და ისინი ბევრი დაავადების მიზეზები არიან.

იმავე პერიოდში, ახალგაზრდა ქიმიკოსი უილიამ პერკინი, ქალაქ ლონდონში შეეცადა ახალი წამალი შეექმნა მალარიის წინააღმდეგ და ქვანახშირის ფისზე ატარებდა ექსპერიმენტებს. მას მჟავას აწვეთებდა, აორთქლებდა და ა.შ. და სრულიად შემთხვევით მეწამული ფერის სითხე მიიღო, რომელსაც მოგვიანებით მოვეინი უწოდა. ფერი იმდენად გამძლე გამოდგა, რომ მისი ლაქების გაწმენდა თითქმის შეუძლებელი იყო. პერკინის მამამ შვილი ლაქების გამო არ დატუქსა, პირიქით, შეაქო ის და პირველი ანილინის საღებავების მწარმოებელი ქარხანა შექმნა. ვილიმ თავი დაანება მეცნიერებას და წარმატებას საღებავების წარმოებაში მიაღწია, საბოლოოდ ის რაინდად აკურთხეს და სერის ტიტულიც მიიღო.

იმავე წელს მოხდა სხვადასხვა საღებავების სინთეზირება: შავიდან ყვითლამდე. ექიმებმა ახალი საღებავების გამოყენება სხვადასხვა მიკროორგანიზმების პრეპარატების შესაღებად დაიწყეს და ნახეს, რომ ეს ნივთიერებები მიკრობებს უბრალოდ ანადგურებდნენ.

პასტერის აღმოჩენის შემდეგ, მედიცინაში ანტისეპტიკების აყვავება დაიწყო. ექიმები ახალ-ახალ ხერხებს იგონებდნენ ჭრილობების, ინსტრუმენტებისა და სახვევი მასალების დეზინფექცირებისთვის.

ანტისეპტიკურ საშუალებად ლიაპისს, ბრილიანტის მწვანესა და იოდის სპირტიან ხსნარს იყნებდნენ. ასევე გამოიყენებოდა ფენოლიც. ის ნაწილობრივ ახლაც გამოიყენება ანტისეპტიკების დასამზადებლად მაგალითად, აშშ-ში მისგან ორასეფტს ამზადებენ პირისა და ყელის ინფექციების მკურალობისთვის.

დღესდღეობით მედიცინაში სხვა გაცილებით თანამედროვე ანტისეფტიკები გამოიყენება. ძველი კეთილი ქლორი უკვე დიდი ხანია სიიდან ჩამოწერეს. დღეს ქლორის სახელით ჰიპოქლორით ნატრიუმს ვყიდულობთ.

ბრილიანტები ბიზნესის დიქტატურისთვის

ბრილიანტის მწვანეს კი მიწის პირიდან აღგვას უპირებენ. დასავლეთში მას არავინ მოიხმარს.

მოდით გავერკვეთ. რა აქვს მას ბრილიანტის?! სხვა საღებავებს უფრო “თავმდაბალი” სახელები აქვთ. არსებობს მალაქიტის მწვანე, მეთილის ლურჯი და იისფერი. არსებობს ყვითელი რივანოლი და წითელი ფუკსინი.

გახსნამდე, ბრილიანტის მწვანე ოქროსფერ-მწვანეა, ლათინურად viridis nitentis “მწვანე მბრწყინვალე”. მისი სახელის თარგმნისას სიტყვა brillant გამოიყენეს, რაც ფრანგულად მბრწყინვალეს ნიშნავს, თარჯიმნებმა კი ეს სიტყვა პირდაპირ “ბრილიანტად” თარგმნეს.

რატომ არ იყენებენ ბრილიანტის მწვანეს დასავლეთში?!

იმიტომ, რომ დასავლეთში მიღებულია მტკიცებითი მედიცინა, ბრილიანტის მწვანის მოქმედების მოლეკულური მექანიზმი კი დღემდე არ არის ცნობილი და მათ გამოსკვლევად ძალიან ძნელი და ძვირიანი კვლევების ჩატარებაა საჭირო. ამას კი ასეთი ძველი პრეპარატისთვის არავინ გააკეთბს.

დასავლურ მედიცინაში გარდა ეფექტურობისა, ესთეტიური მხარეც მნიშვნელოვანია. ამერიკელები ანტიბიოტიკურ მალამოებსა და შაქრის და ბეტადინის ნაზავს იყენებენ.