ჯანმრთელობა
რატომ არის აუცილებელი ქალბატონებისთვის მზესუმზირას მარცვლების რეგულარული მოხმარება
მზესუმზირის მარცვლების მოხმარების შესახებ საზოგადოებაში უამრავი უარყოფითი მოსაზრება არსებობს. ითვლება, რომ მზესუმზირის ჭამა არაესთეტიური და პროვინციალურია. თუმცა, ამ პროდუქტის ნამდვილ მოყვარულთ ვერავითარი ჭორები ვერ შეაჩერებს.
ბევრი მალავს ამ სიყვარულს და მზესუმზირას ტელევიზორის ყურებისას აფქვევს. დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ რატომ შეიძლება და აუცილებელიც კია მზესუმზირის ჭამა ყოველდღე.
მზესუმზირას მარცვლების სარგებელი
1. საქმე ისაა, რომ ამ პროდუქტს მაღალი ენერგეტიკული ღირებულება აქვს: 100 გ მარცვალში 602.1 კკალ შედის. ეს ნამდვილი ენერგეტიკული ბომბაა.
2. მზესუმზირის გაფცქვნა და ჭამა ამშვიდებს ნერვულ სისტემასაც. ეს პროცესი, თავისი მოქმედებით, არ ჩამორჩება ბუშტუკებიანი პარკის დახეთქვას.
3. მზესუმზირის მარცვლები არეგულირებს კუჭის მჟვა-ტუტოვან ბალანსს. ამიტომ, ექიმთა უმრავლესობა ამ პროდუქტს გულძმარვის მქონე პაციენტებს ურჩევენ.
4. ეს პროდუქტი დადებითად მოქმედებს მამაკაცების პოტენციასა და ქალების რეპროდუქციულ სისტემაზე.
5. ისინი შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიუმს, რომელიც გულის კუნთის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.
6. მზესუმზირის მარცვლები – იდეალური საშუალებაა ათეროსკლეროზისა და მიოკარდის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის.
მზესუმზირა ძალიან კალორიულია, ამიტომ არ შეიძინოთ გარჩეული პროდუქტი(ასე ძალიან ბევრს შეჭამთ). ამასთან, ნაჭუჭის გარეშე, მათში სწრაფად მჟვდება ნაჯერი ცხიმები. ექიმები ყოველდღიურად 50-100 გ ამ მარცვლების მოხმარებას გვირჩევენ.