Connect with us

ტესტები

რას მოგვითხრობს თქვენი არჩეული სილუეტი თქვენს შესახებ

ხშირად გავდივართ გარკვეულ ტესტებს ინტერესის გამო, იქნებ რაიმე საინტერესო გავიგოთ საკუთარი თავისა და პიროვნების შესახებ… თუმცა ალბათ გქონიათ სურვილი ისეთი ტესტი აღმოგეჩინათ რომელიც საშუალებას მოგცემთ უფრო მამაცი და თამამი გამხდარიყავით?! დღეს სწორედ ასეთ ტესტს შემოგთავაზებთ! აირჩიეთ სილუეტი რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და თქვენთან ახლოს არის, შემდეგ კი პასუხი წაიკითხეთ.

პირველი სილუეტი

თუ თქვენი არჩევანი პირველ სილუეტზე შეჩერდა, მაშინ იცოდეთ, რომ წინააღმდეგობებისა და გამოცდების მიმართ არანაირი შიში არ გაგაჩნიათ. სიმშვიდე და გაწონასწორებულობა საშუალებას გაძლევთ ცხოვრებაში თავაწეულად იმოძრაოთ. ხშირად სურვილი არ გაქვთ დრო მეგობრებსა და ახლობლებს გაუნაწილოთ და მთელს დროს სამუშაოს ახმართ, მაგრამ, გაითვალისწინეთ რომ ზოგჯერ უნდა შეჩერდეთ, გაერთოთ ან სულაც სახლში დარჩეთ და მთელი დღე კითხვას დაუთმოთ. ასე მოქცევასაც სიმამაცე ჭირდება!

მეორე სილუეტი

თქვენ ძლიერი და ამბიციური პიროვნება ხართ, რომელიც სწრაფად აზროვნებს და მოქმედებს. თქვენი მოტყუება ძლიან ძნელია, ანალიტიკური გონება სწრაფად პოულობს ცდომილებებს. ეცადეთ თქვებს გრძნობებსა და გულზეც დაფიქრდეთ, ზოგჯერ უდიდესი ინტელექტი ყველანაირ ემოციას ფარავს. მიეცით საკუთარ თავს შანსი, შეცდომები ზოგჯერ ძალიან ტკბილია!

მესამე სილუეტი

თქვენში არსებობს სისუსტეები, რომლებიც ზოგჯერ სწორ გზას გაცდნენ. თუ გზა რთულია – გიჩნდებათ ეჭვი “რომ არ გამომივიდეს?!” გამოგივათ!!! დამოუკიდებლობა, სიჯიუტე, მიზანსწრაფულობა და შრომისმოყვარეობა თქვენი ძლიერი მხარეებია. რაც შეეხება მსხვერპლად შეწირვას, რომელიც ზოგჯერ გახასიათებთ: მას უნდა გაუმკლავდეთ, რადგან ის უამრავ ენერგიას გართმევთ!

მეოთხე სილუეტი

თქვენ ოპტიმისტი და გულღია ადამიანი ხართ, ზოგიერთია დამიანი ამას ქარაფშუტობაში გითვლით, თუმცა ეს სიმართლესთან ახლოსაც არ არის, თქვენ თავს კარგად გრძნობთ ხალში, ადვილად იქცევთ ყურადღებას და არ გეშინიათ საჭიროების შემთხვევაში დასახმარებლად მეგობრებს მიმართოთ. ნებისმიერ სურპრიზსად ა პრობლემას ღიმილით ხვდებით, მაგრამ, საჭიროა მეტი სიმამაცე და სითამამე გამოიჩინოთ!

მეხუთე სილუეტი

ამ სილუეტს მორცხვი და მეოცნებე გოგონები ირჩევენ. თქვენ დრო გჭირდებათ სხვებთან დასაახლოვებლად, გჭირდებათ გეგმა რომლის მიხედვითაც იცხოვრებთ. თქვენი გათვლების სიყვარულისა და დეტალურობის გამო ბევრს მოსწონხართ, თუმცა ამით რისკავთ, რადგან შეიძლება ვერც კი შეიგრძნოთ თუ როგორია შექმნილ ჩარჩოებს მიღმა ცხოვრება. გამოიჩინეთ სითამამე და სპონტანურობა, იმოგზაურეთ, შეისწავლეთ რომელიმე ინსტრუმეტზე დაკვრა, შეიძინეთ კატერი… ყველა სიახლე კარგია!

სამყარო უკეთესი გახდება მაშინ, როდესაც თქვენს თავს ამის უფლებას მისცემთ! გახდით უფრო მამაცი, გახსენით ის კარი, რომლის გახსნასაც აქამდე ვერ ბედავდით. მიეცით თქვენს თავს უფლება რაიმე უჩვეულო გააკეთოს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.