Connect with us

თავის მოვლა

რამდენიმე ყაბაყით კერატინს ვაკეთებ: ატლასივით გლუვი თმის იაპონური საიდუმლო გავიგე

შეამჩნიეთ, როგორი ლამაზი თმა აქვთ იაპონელებს? გლუვი, სწორი, ჯანმრთელი და ბზინვარე! რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ ეს გენეტიკის საჩუქარია. თუმცა ახლობელმა, რომელსაც მთელ მსოფლიოში მეგობრები ყავს, მიამბო, რომ იაპონელებს შინაურული თმის ნიღაბი შველით!

არ იფიქროთ, რომ ეს შინაურული ნიღაბი ჩვენს ხალხურ ნიღბებზე უფრო რთულია. მისი მთავარი ინგრედიენტი, ალბათ, ამ ზაფხულს უკვე მოგბეზრდათ. მაცივრიდან ყაბაყი გამოიღეთ და თმის გაჯანსაღებას შეუდექით! ქუდების სეზონი ჯერ კიდევ შორსაა! Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ შინაურული თმის ნიღაბი ყაბაყით.

იაპონური თმის ნიღაბი ყაბაყით

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა წყალი
  • 3 ყაბაყი
  • 1 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 2 ს/კ ქოქოსის კარაქი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:

1. ყაბაყი დაჭერით და ქვაბში ჩაყარეთ.

2. წყალი დაასხით და ცეცხლზე დადგით. ადუღების შემდეგ 15 წუთით ხარშეთ.

3. ყაბაყი ერთგვაროვანი მასის მისაღებად დააბლენდერეთ.

4. სიმინდის სახამებელი 1 ს/კ წყალში გახსენით და აურიეთ.

5. სახამებლის ნარევი ყაბაყის პიურეს დაუმატეთ, აურიეთ და ცეცხლზე დადგით. კიდევ 5 წუთით ხარშეთ, სანამ მასა კრემიან კონსისტენციას არ მიიღებს.

6. ზეითუნის ზეთი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

7. ქოქოსის ზეთი დაუმატეთ და კვლავ აურიეთ.

გამოყენების წესი:

1.ნიღაბი მხოლოდ სუფთა თმაზე გამოიყენეთ.

2.საშუალება თმის მთელ სიგრძეზე წაისვით, მათ შორის სკალპზე.

3.თავზე საშხაპე ქუდი ან უბრალოდ პარკი დაიხურეთ. ნიღაბი 2 საათით გაიჩერეთ.

4.თავი ჩვეული მეთოდით შამპუნით დაიბანეთ.

ყაბაყის ნიღბის თითოეული ინგრედიენტი თქვენს თმას გლუვს და სწორს გახდის. ამ საშუალების გამოყენებიდან პირველივე კვირას თმა ბზინვარე გახდება. სხვათა შორის, საუკეთესო ეფექტისთვის ნიღაბი კვირაში 2-ჯერ უნდა გაიკეთოთ.