ჯანმრთელობა
რამდენად ხშირად ცვლით საწოლის თეთრეულს? აი, რა შემთხვევაში უნდა გააკეთოთ ეს უფრო ხშირად
ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი სახლი სუფთა და მყუდროა. თუმცა, რამდენად ყურადღებითაც არ უნდა იყოთ სახლის დალაგების დროს, ზოგიერთი ადგილი ძველებურად სავსეა მტვრის ტკიპებით, სოკოვანი ელემენტებით, ექსკრემენტებით, მტვრით, ქერტლითა და ადამიანის მკვდარი უჯრედებით.
რაც ყველაზე უარესია, მიკრობების ერთ-ერთი ასეთი კერა სწორედ ის ადგილია, სადაც ისვენებთ და ტკბილად გძინავთ – თქვენი საწოლი.
თქვენი ზეწრები სხვადასხვა უხეშ ნაწილაკს აგროვებს. იმ 500 მილიონი უჯრედიდან, რომლებსაც ყოველდღე ვყრით, ზოგიერთი ოფლის, ქერტლის, მტვრის, შინაური ცხოველების, სოკოსა და ობის სახით, ღამით საწოლიდან ჩვენზე გადმოდის. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ არ უნდა იჯდეთ საწოლზე ყოველდღიური ტანსაცმლით.
თქვენი ზეწრები აგროვებს ქონს, ოფლს, სიბინძურესა და კოსმეტიკას. თუ რეგულარულად არ რეცხავთ მათ, ეს ყველაფერი მჭიდრო კონტაქტს ამყარებს თქვენს კანთან რამდენიმე საათის განმავლობაში, როცა გძინავთ. ამას სხვადასხვა დაავადების გამოწვევა შეუძლია – კანის გაღიზიანებით დაწყებული, აკნეთი დასრულებული და, შესაძლოა, ინფექციებიც კი მიიღოთ.
ზოგიერთმა ადამიანმა უფრო ხშირად უნდა რეცხოს საწოლის თეთრეული, ვიდრე სხვებმა. ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ავადაა, ვისაც შიშველი სძინავს ან ოფლიანი იძინებს.
გაითვალისწინეთ, რომ ამერიკაში საწოლების 84%-ზე მეტს მტვრის ტკიპები ჰყავს და მათ მოსწონთ ჩვენს ზეწრებში ცხოვრება, ჩვენი კანის მკვდარი უჯრედებით კვება. გამოკითხვაში, რომელიც საშინაო ტექსტილის მწარმოებელმა კომპანიამ Coyuchi აწარმოა, გამოკითხულთა 44% ზეწრებს თვეში ერთხელ ან ორჯერ ცვლის.
რჩევები საწოლის თეთრეულის რეცხვის შესახებ
ახლა, როცა უკვე იცით, რომ ყველა ამ უსიამოვნო რამის წინააღმდეგ საუკეთესო საშუალება ზეწრის კვირაში ერთხელ მაინც გარეცხვაა, არ დაგავიწყდეთ დაშვებული ყველაზე მაღალი ტემპერატურის გამოყენებაც რეცხვისას.
რაც უფრო ცხელია წყალი, მით უფრო დიდია მიკრობების უმრავლესობის მოსპობა, მტვრის ტკიპების განადგურება და დაბინძურების მოშორება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალერგიის დროს.
ექიმები გვირჩევენ ჰიპოალერგიული სარეცხი საშუალებების გამოყენებას, ასევე, გვირჩევენ, რომ მოვერიდოთ სურნელოვან საშუალებებს და გამოვიყენოთ მხოლოდ რეკომენდებული რაოდენობა.
ზედმეტი სარეცხი საშუალება იმას ნიშნავს, რომ თვითონ სარეცხი საშუალების მოლეკულები შეიძლება გაიჭედოს ქსოვილის ბოჭკოებს შორის. მათი ჩვენს კანზე ზემოქმედება კი გამაღიზიანებელ რეაქციებს გამოიწვევს.