Connect with us

საკითხავი

ჟელატინის სარგებელი. ვინ უნდა მიიღოს კოვზი ჟელატინი ყოველდღე

საკვები ჟელატინი ბევრ კერძში შედის. ამ ინგრედიენტის გარეშე სუფლეს და ჟელეს მომზადება შეუძლებელია. კულინარია ერთადერთი დარგი არაა, რომელიც ჟელატინს იყენებს. მედიცინაშიც აქტიურად გამოიყენება. ჟელატინის სარგებელი ორგანიზმზე უდავოა!

ეს პროდუქტი კანის და სახსრების მკურნალობას ხელს უწყობს. თმის და ფრჩხილების მდგომარეობას აუმჯობესებს. ეს ჟელატინის ყველა სამკურნალო თვისება არაა, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ.

ჟელატინის სარგებელი ადამიანის ორგანიზმზე

აღსანიშნავია, რომ ჟელატინი შეიცავს ბევრ კოლაგენს (ბოჭკოვანი ცილა, რომელიც ორგანიზმში ცილოვანი უჯრედების საშენ მასალად გამოიყენება). ამ პროდუქტში ბევრი ამინომჟავა შედის. სწორედ ამიტომ, ჟელატინი ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.

  • მოტეხილობის და ბზარების შემდეგ ძვლის ზრდის დაჩქარებას ხელს უწყობს.
  • თმას, კბილებს და ფრჩხილებს გაძლიერებაში ეხმარება.
  • გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკას ახდენს.
  • კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოების მუშაობას აწესრიგებს.
  • ნივთიერებათა ცვლის პროცესებს აჩქარებს.
  • კუნთებს აძლიერებს.

სახსრების ტკივილის დროს

ჟელატინი სახსრების ტკივილის გასაქრობად უჩვეულოდ სასარგებლოა. დროთა განმავლობაში ორგანიზმში ნაკლები კოლაგენი რჩება. შედეგად, სახსრები იშლება, სიარულისას ტკივილი ჩვეულებრივი ხდება. ამ პრობლემას ჟელატინი გაუმკლავდება. მასში ბევრი კოლაგენია, რომელიც სახსრების და კუნთების გაჯანსაღებას ხელს უწყობს. ჟელატინის რეგულარულ მიღებას ტკივილის სიმპტომების მოხსნა, მოძრაობის და განწყობის გაუმჯობესება ახლავს.

ვისთვის არის საზიანო

აღსანიშნავია, რომ ჟელატინის ხშირი მიღება ნეგატიურად მოქმედებს მათზე, რომელთაც თრომბი აწუხებთ. ის სისხლის გასქელებას ხელს უწყობს. ჟელატინის მიღება არ შეიძლება, თუ თირკმლებში კენჭები გაქვთ. მარილის წარმოქმნას ზრდის. ალერგიულებმა ეს პროდუქტი სიფრთხილით უნდა მიირთვან.

თუ არ მიეკუთვნებით იმ ადამიანთა ჯგუფს, რომელთათვის ჟელატინის მიღება უკუჩვენებულია, მაშინ ორგანიზმის სასარგებლოდ გამოიყენეთ. ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებით დაიწყეთ. 1 ჩ/კ ჟელატინი და 120 მლ სუფთა წყალი აურიეთ. ნარევი ოდნავ შეათბეთ, რომ თხევადი გახდეს. დაბლენდერებული ბანანი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მასის გაგრილებას დაელოდეთ, შემდეგ სახეზე წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ. ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და სახის კანის სიგლუვე შეაფასეთ.

Advertisement