თავის მოვლა
ჟელატინის გამოყენების 5 ხერხი, რომლის შესახებ უმეტესობამ არაფერი იცის
ჩვეულებრივი საკვები ჟელატინი, რომელსაც დიასახლისები ხორცეულისა და ხილის ჟელეს მოსამზადებლად იყენებენ, სასარგებლო ნივთიერებების წყაროა, რომლებიც დადებითად მოქმედებენ კანის, თმის, ფრჩხილების და ძვლების ჯანმრთელობაზე. დღეს ჟელატინის გამოყენების 5 მეთოდზე მოგითხრობთ, რომლის შესახებაც ბევრს არც კი გაუგია.
1. თმის ლამინირება
ყველაზე ჩვეულებრივი და იოლი რეცეფტი: ჟელატინი (1 სუფრის კოვზი) დაასხით წყალი ან რძე (3 კოვზი). გაფუების შემდეგ ჟელატინს 1 სუფრის კოვზი თმის ნიღაბი დაუმატეთ. ჩამოიბანეთ თმა შამპუნ-კონდიციონერით. ოდნავ დაინოტივეთ თმა პირსახოცით, რათა დატენიანდეს წაისვით ჟელატინის ნიღაბი თმაზე ისე, რომ თმის ძირებსა და თმის კანზე შეხება არ ქონდეს.
შეიხვიეთ თმა პოლიეთილენის პაკეტით ან ჩამოიცვით სპეციალური ქუდი და ზემოდან პირსახოცი შემოიხვიეთ, შემდეგ კი 15 წუთის მანძილზე ფენით გაითბეთ თმა – პირსახოცის მოუხსნელად. კიდევ 30 წუთი დაიცადეთ და ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღაბი კვირაში ერთხელ გამოიყენეთ, ხოლო 2-3 კვირის შემდეგ არაჩვეულებრივ შედეგს დაინახავთ! თმა მბზინვარე, გლუვი და დამჯერი გახდება.
2. ჟელატინის ნიღაბი სახისთვის
ჟელატინის ნიღაბი თმისთვის 1:5-თან ან 1:8-სთან პროპორციით მზადდება – ეს არის ჟელატინს + თბილი წყალი (რძე ან ახალგამოწურული წვენი ან ბალახეულის ნაყენი). შემდეგ ნარევი გაფუებამდე დავტოვოთ. როდესაც ჟელატინი მთელს სითხეს შეიწოვს, ის ორთქლის აბაზანაზე დავდგათ და გავათბოთ სანამ თხევადი არ გახდება.
შემდეგ დანარჩენი ინგრედიენტების დამატებაც შეიძლება, თუ ამას რეცეპტი მოითხოვს. დავიდოთ ნიღაბი სახეზე (არ შეეხოთ თვალის გარსემო არსებულ კანს). ამ ნიღბის რეგულარული მოხმარება კანის სიმშრალეს მოგაშორებთ.
3. ნიღაბი – ლენტი შავი წერტილებისთვის
- ავიღოთ აქტივირებული ნახშირი და დავფხვნათ. შემდეგ დავუმატოთ ჟელატინი.
- ახლა ნარევს რძე დავუმატოთ (მისი წყლით ჩანაცვლებაც შეიძლება)
- ნარევს კარგად აურიეთ და წყლის აბაზანაზე დადგით, სანამ სრულად არ გადნება (ან მიკროტალღურ ღუმელში შედგით 10 წამით – მინიმალურ ტემპერატურაზე).
- მიღებული ნიღაბი ოდნავ გააგრილეთ და სახეზე დაიდეთ (სასურველია სახე დანაორთქლი იყოს: აბაზანის ან ინჰალაციის შემდგომ, რათა ფორები კარგად გქონდეთ გახსნილი).
ნიღაბი მთლიან სახეზე ან მხოლოდ პრობლემურ ადგილებზე დაიდეთ: ცხვირზე, შუბლზე და ნიკაპზე. მოერიდეთ თვალის გარშემო არსებულ არეს.
ნიღაბი სახეზე მყარი ფუნჯით დაიდეთ. მისი მეშვეობით ფორებში ნიღაბი კარგად უნდა შეიზილოთ რათა შემადგენლობამ კარგად ამოავსოს ისინი, შემდეგ კი მეორე ფენა გადავისვათ ზემოდან.
ველოდებით როდის გაშრება ნახშირის ნიღაბი (10-15 წუთი), გაშრობამდე ემოციებსა და სახის გამოძრავებას მოერიდეთ! ნიღაბში ჟელატინიც შედის და შედეგად ლენტისებურ ნიღაბს მივიღებთ, რომელსაც გაშრობის შემდეგ სახიდან პლასტირის მსგავსად, ერთი მოძრაობით ავიძრობთ. მისი მოცილების შემდეგ, მკვებავი კრემი წასვით.
4. აბაზანა ფრჩხილებისთვის
ახლა მომზადებული ჟელატინი ავიღოთ და მასში ხელები ჩავყოთ, გავაჩეროთ 15-20 წუთი. მრავალფეროვნებისთვის შეგვიძლია ამ აბაზანას რამდენიმე წვეთი ლიმონის ან ფორთოხლის წვენი დავუმატოთ.
ფრჩხილის გასამაგრებელი აბაზანა კვირაში 3-4-ჯერ ჩაიტარეთ და 10 პროცედურის შემდეგ შესამჩნევ შედეგს დაინახავთ. ჟელატინის ნიღაბი ფრჩხილების ზრდას შეუწყობს ხელს და გამოაჯანმრთელებს მათ. ფრჩხილების გასამაგრებელი ნიღაბი ჟელატინით – საუკეთესო შინაური მეთოდია ფრჩხილების აღსადგენად.
5. საკვებში გამოყენება
ჟელატინს კანის, თმის და ფრჩხილების გაუმჯობესებისთვისაც მიირთმევენ. საკმარისია 1 ჩაის კოვზი საკვები ჟელატინის გრანულები 1 ჭიქა თბილ წყალში გახსნათ, დაუმატოთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. ასეთი სასმელი ყოველდღე, უზმოზე, საუზმემდე 30-40 წუთით ადრე მიირთვით.
თუ ამ სითხეს უზმოზე რეგულარულად მიიღებთ სახსრების მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ, თმა უფრო ელასტიური და მაგარი გახდება, კანი – უფრო გლუვი, ხოლო ფრჩხილები კი მტვრევასა და ფენებად დაყოფას შეძლებენ.